ირენ, გულიდან ლექსი ძლივსღა გამოეტია, დაბზარულ თიხას ვგავარ, დარდით ისე გამოვშრი, ჩემი ცხოვრება, ერთი დიდი უკუნეთია და ტყუპისცალი მთვარე მიწევს შუშის საწოლში,
როგორც ემბლემა-სიმშვიდისა, ქარია გარეთ, ნაძვებზე თოვლი, როგორც ქალი უჩუმრად წვება. ირენ, ფიქრები მომდგებიან მგლეჯენ და მხრავენ, ალბათ ამიტომ მეჩვენება წუთები წლებად,
ჩვენ, ტკივილებსაც ერთნაირი სისუსტით ვხვდებით, ამოვიჩემეთ სევდისფერი ამულეტები, ირონიაა, დამტვრეული რომ დამაქვს ძვლები, არც მე მეგონა, რომ ოდესმე გამიმეტებდა
ვინმე ამისთვის, სიცოცხლეს ხომ სუნი აქვს თაფლის, თაფლისფერია ეს თვალები, რომელსაც ხედავ, მინდა ბავშვობა საიმედო ადგილას დავფლა, იქ, სადაც მშვიდად დააბიჯებს დაღლილი დედა,
ირენ ქარია,(ხაზს არ ვუსვამ) უბრალოდ ცივა, სად გაწყდა წუთი- შთაგონების თეთრი სავანე, ახლა დღეები ლაგდებიან სულში ერთ მწკრივად, მაციებს ირენ... ასე დავრჩი ბედისამარა.
ჩვენ ტკივილებსაც ერთნაირი სისუსტით ვხვდებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგი...5 ძალიან კარგი...5
9. ვუერთდები საერთო განწყობას. +++ ვუერთდები საერთო განწყობას. +++
8. მომეწონა ლექსი...ნორმალურია რაა,მაგრამ მეორე კუპლეტში სიტყვა "მომდგებიან" სწორია?
წარმატებები და +2
;) მომეწონა ლექსი...ნორმალურია რაა,მაგრამ მეორე კუპლეტში სიტყვა "მომდგებიან" სწორია?
წარმატებები და +2
;)
7. უკეთეს განწყობას გისურვებ. უკეთეს განწყობას გისურვებ.
6. დაბზარულ თიხას ვგავარ, დარდით ისე გამოვშრი, ჩემი ცხოვრება, ერთი დიდი უკუნეთია და ტყუპისცალი მთვარე მიწევს შუშის საწოლში, ++ დაბზარულ თიხას ვგავარ, დარდით ისე გამოვშრი, ჩემი ცხოვრება, ერთი დიდი უკუნეთია და ტყუპისცალი მთვარე მიწევს შუშის საწოლში, ++
5. მშვენიერია ++
მშვენიერია ++
4. ჩვენ, ტკივილებსაც ერთნაირი სისუსტით ვხვდებით, ამოვიჩემეთ სევდისფერი ამულეტები, ირონიაა, დამტვრეული რომ დამაქვს ძვლები, არც მე მეგონა, რომ ოდესმე გამიმეტებდა
ვინმე ამისთვის, სიცოცხლეს ხომ სუნი აქვს თაფლის, თაფლისფერია ეს თვალები, რომელსაც ხედავ, მინდა ბავშვობა საიმედო ადგილას დავფლა, იქ, სადაც მშვიდად დააბიჯებს დაღლილი დედა, ++++ ჩვენ, ტკივილებსაც ერთნაირი სისუსტით ვხვდებით, ამოვიჩემეთ სევდისფერი ამულეტები, ირონიაა, დამტვრეული რომ დამაქვს ძვლები, არც მე მეგონა, რომ ოდესმე გამიმეტებდა
ვინმე ამისთვის, სიცოცხლეს ხომ სუნი აქვს თაფლის, თაფლისფერია ეს თვალები, რომელსაც ხედავ, მინდა ბავშვობა საიმედო ადგილას დავფლა, იქ, სადაც მშვიდად დააბიჯებს დაღლილი დედა, ++++
2. მომწონს ) ჟოზეფინას ნაწილობრივ ვეთანხმები და მაინც..ისეთი არაფერი) ირენ, ირენ..წავიყოლე განწყობა.. მომწონს ) ჟოზეფინას ნაწილობრივ ვეთანხმები და მაინც..ისეთი არაფერი) ირენ, ირენ..წავიყოლე განწყობა..
1. ამოვიჩემეთ სევდისფერი ამულეტები, ირონიაა, დამტვრეული რომ დამაქვს ძვლები,
აი აქ გავიჭედე... არადა იმდენად კარგი ლექსია...(მე აუცილებლად შევცვლიდი) ამოვიჩემეთ სევდისფერი ამულეტები, ირონიაა, დამტვრეული რომ დამაქვს ძვლები,
აი აქ გავიჭედე... არადა იმდენად კარგი ლექსია...(მე აუცილებლად შევცვლიდი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|