ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერე
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2013


****

***
მე არ დავდივარ ყელზე ჩამოკიდებული ოქროს ჯაჭვებით.
ჩემი სხეული ჯართია.
ჯართში ოქროებს არ იბარებენ.
მე დავდივარ ყელზე ჩამოკიდებული უბრალო ხის ჯვრით
და ჯვარზე გაკრულ იესოს დავატარებ.
რა მოხდება, როცა წვიმის შემდეგ ცისარტყელას ვეღარ დავინახავ?
მოვკვდები.
წვიმა-ლისტის "Lieblingstraum" მობილურზე ზარად დაყენებული
ცისარტყელა-შენ.
უმადურობაა, როცა საკურთხევლიდან ქრისტეს სისხლს გამოაბრძანებენ
და შენ ამ დროს მიდიხარ.
მე უმადური ვარ.
მამა გაბრიელი ამბობდა:
"ვინმეზე მეტი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე".
მე საძაგელი ვარ.
"ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე რომ არაფერი გაგაჩნია".
მე არაფერი გამაჩნია.
ჩემი სახლის გზა ტაძრამდე მიდის,
მაგრამ მე ვერ მივდივარ.
არა აქვს მნიშვნელობა ვინ მეკითხება: "როგორ ხარ?"
პასუხი უცვლელია: "მწუხარე არს ჩემი სული სიკვდილამდის."
ყველას აინტერესებს:" გვეშველება რამე?"
მე მაინტერესებს: " მეშველება რამე?"
და გალა მახსენდება:
"ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არის...არ არის...არ არის...
არასდროს მესმოდა მათემატიკა.
მე არ ვიცი რამდენჯერ მეტია ცილინდრის გვერდითი ზედაპირის ფართობი
ამავე ცილინდრის ღერძული კვეთის ფართობზე.
მე მხოლოდ ის ვიცი რომ ნულზე გაყოფა არ შეიძლება,
ისევე როგორც შენი და ჩემი.
მე მხოლოდ ის ვიცი რას ვიგრძნობ სიკვდილის მერე,
შვებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები