 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 9 დეკემბერი, 2013 |
ცაზე რომ თეთრი ზოლია, აფრენა სწორედ იქ გინდა. არ ჰგავხარ შენ სხვა თოლიებს, სადაც გსურს, იქით მიფრინავ! „ცა - არც დროა, არც ადგილი“, სულის სრულყოფის სარკეა! ფრთებით გაზომე მანძილი, რაც ოცნებამდე გაკლდება... შენ გეძახიან ქარები, მათ თავზე გადასავლებად. და სუსტი ფრთების წვალებით სწავლობ სიმაღლის აღებას. არაფრად გიჩანს საკვები, თევზი და პურის ნამცეცი. შენს გუნდს თუ გამოგაკლებენ, თავს შველი ცაში გაქცევით... სხვანაირია ჯონათან, შენი ფიქრები ნიადაგ. თავისუფლებამ მოგნახა, შენივე ფრთების იალქნით. მუდამ შიში აქვთ „სხვა ფერის“, ყველა ტომსა და ჯილაგში. გბრალდება სულ ყველაფერი, ზოგჯერ მოძმეთა სილაჩრეც. შენ კი გეძახის სივრცე და, ფრთებზე ცა გიწევს ბუმბულად. დრო შენნაირით იცვლება, დრო მშვიდი, მაგრამ უგულო... 04.12.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ავტორო, ახლა გამახსენდა, ის მოთხრობა "ჯონათან ლივინგსტონ სიგალ" -ვერცხლისფერ თოლიაზე ინგლისურად ზეპირად მასწავლეს თავის დროზე... :) მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა რომ გაზაფხული პირველ მერცხალს მოჰყავდა.
მგონი რიჩარდ ბახს ძალიან მოეწონებოდა ეს ლექსი, ძალიან მოეწონებოდა...
5 ქულა. ავტორო, ახლა გამახსენდა, ის მოთხრობა "ჯონათან ლივინგსტონ სიგალ" -ვერცხლისფერ თოლიაზე ინგლისურად ზეპირად მასწავლეს თავის დროზე... :) მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა რომ გაზაფხული პირველ მერცხალს მოჰყავდა.
მგონი რიჩარდ ბახს ძალიან მოეწონებოდა ეს ლექსი, ძალიან მოეწონებოდა...
5 ქულა.
14. ყველას თავისი თოლია ჰყავს :)
ცა ზღვარი არ არის...
ისე, მე ცოტათი მაღიზიანებს სრულყოფილებისკენ ისეთი თავგანწირული და მუდმივი სწრაფვა- ჯონათანისებური :)
ყველას თავისი თოლია ჰყავს :)
ცა ზღვარი არ არის...
ისე, მე ცოტათი მაღიზიანებს სრულყოფილებისკენ ისეთი თავგანწირული და მუდმივი სწრაფვა- ჯონათანისებური :)
13. ჰერმინა, მე "უმარილო" გამომდის, თქვენც "მარილიანი" მიირთვით... გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ...ის იკითხეთ, რაც თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს... ისე, კი ერთსა და იმავე ლიტ.პერსონაჟზე სხვადასხვა ავტორისთვის წერა ჯერ არავის აუკრძალავს, ყველას თავისი "თოლია" ჰყავს და იმიტომ!!!
ჰერმინა, მე "უმარილო" გამომდის, თქვენც "მარილიანი" მიირთვით... გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ...ის იკითხეთ, რაც თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს... ისე, კი ერთსა და იმავე ლიტ.პერსონაჟზე სხვადასხვა ავტორისთვის წერა ჯერ არავის აუკრძალავს, ყველას თავისი "თოლია" ჰყავს და იმიტომ!!!
12. ჰერმინა, მე "უმარილოს" გამომდის, თქვენც "მარილიანი" მიირთვით... გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ...ის იკითხეთ, რაც თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს...
ჰერმინა, მე "უმარილოს" გამომდის, თქვენც "მარილიანი" მიირთვით... გემოვნებაზე ნამდვილად არ დაობენ...ის იკითხეთ, რაც თქვენს გემოვნებას აკმაყოფილებს...
11. ცაზე რომ თეთრი ზოლია, აფრენა სწორედ იქ გინდა. არ ჰგავხარ შენ სხვა თოლიებს, სადაც გსურს, იქით მიფრინავ! 5+ ცაზე რომ თეთრი ზოლია, აფრენა სწორედ იქ გინდა. არ ჰგავხარ შენ სხვა თოლიებს, სადაც გსურს, იქით მიფრინავ! 5+
10. საიტმა გაჭედა როგორც ყოველთვის, ნამდვილად არ მიფიქრია რომ 3 ჯერ დამეპოსტა :)) საიტმა გაჭედა როგორც ყოველთვის, ნამდვილად არ მიფიქრია რომ 3 ჯერ დამეპოსტა :))
9. თოლია ჯონათანს... შენ დაიმოკლე მხრებზე ფრთები ჯერ და მერე კი დაივიწყე და ვინ იყავი რადგან არ გახსოვს, ოქროსფერ თვალებს დააწაფე მზე და მიმიკით მიხვდი, რომ მთვარეც გიყურებდა როგორც თანასწორს-
შენ მიგატოვეს თოლიებმა რადგან ძნელია სწავლობდე ფრენას, როცა მაინც სხვას ასე ესმის: თავისუფლებას ანაცვალე შენი გენი ან ერთფეროვნების დაარღვიე დოგმა და წესი.
არაფერია! ის რაც მაინც ყველაფერია, და ვისაც ვითომ არა სჯერა, ხშირად სჯერა თან... მიდი ცას ფრთები დაატოლე რა დაგრჩენია... თუ თოლიებმა დაგივიწყეს უკვე ჯონათან!
შენნაირები არ უყვარდათ არსად არასდროს- ყოველთვის მკაცრად ისჯებოდნენ ბედის ურჩები, თავისუფლება მარტოობის ტკივილს გთავაზობს... ხოხვას, ფრენა ჯობს ბოლოს მაინც მარტო თუ რჩები...
პ/ს თანან თოლია ჯონათანზე რჩეული ავტორისგან, ამ საიტზე იმდენად მაგარი ლექსი დაიდო ერთხელ, აღარ უნდა ..................
ვგიჟდები ტოლია ჯონათანზე , მაგრამ რა ვქნა თუ წავიკითხე და მაინც ლელა 65 ის ჯონათანი გამახსენდაა, მომიტევეთ. რაღაც აკლია თქვენსას ალბათ" მარილი".... თოლია ჯონათანს... შენ დაიმოკლე მხრებზე ფრთები ჯერ და მერე კი დაივიწყე და ვინ იყავი რადგან არ გახსოვს, ოქროსფერ თვალებს დააწაფე მზე და მიმიკით მიხვდი, რომ მთვარეც გიყურებდა როგორც თანასწორს-
შენ მიგატოვეს თოლიებმა რადგან ძნელია სწავლობდე ფრენას, როცა მაინც სხვას ასე ესმის: თავისუფლებას ანაცვალე შენი გენი ან ერთფეროვნების დაარღვიე დოგმა და წესი.
არაფერია! ის რაც მაინც ყველაფერია, და ვისაც ვითომ არა სჯერა, ხშირად სჯერა თან... მიდი ცას ფრთები დაატოლე რა დაგრჩენია... თუ თოლიებმა დაგივიწყეს უკვე ჯონათან!
შენნაირები არ უყვარდათ არსად არასდროს- ყოველთვის მკაცრად ისჯებოდნენ ბედის ურჩები, თავისუფლება მარტოობის ტკივილს გთავაზობს... ხოხვას, ფრენა ჯობს ბოლოს მაინც მარტო თუ რჩები...
პ/ს თანან თოლია ჯონათანზე რჩეული ავტორისგან, ამ საიტზე იმდენად მაგარი ლექსი დაიდო ერთხელ, აღარ უნდა ..................
ვგიჟდები ტოლია ჯონათანზე , მაგრამ რა ვქნა თუ წავიკითხე და მაინც ლელა 65 ის ჯონათანი გამახსენდაა, მომიტევეთ. რაღაც აკლია თქვენსას ალბათ" მარილი"....
8. რა იყო, რა დაგვაბნიე ავტორო აქაოდა ეს ლექსი ჩვენს საიტელს არ ეძრვნებაო, მე მაგალითად ჩვენი საიტელი "თოლია ჯონათანი" მირჩევნია მაგ რიჩარდ ბახისას. ვოტ ტაკ!
ისე სათაურთან უნდა აგღენიშნათ ვის უძღვნიდით! ეს როგორ შეგეშალათ, მეც თავიდან ჩვენი მეგონა 5კომენტარივით და მეწყინა რომ არაა.. რა იყო, რა დაგვაბნიე ავტორო აქაოდა ეს ლექსი ჩვენს საიტელს არ ეძრვნებაო, მე მაგალითად ჩვენი საიტელი "თოლია ჯონათანი" მირჩევნია მაგ რიჩარდ ბახისას. ვოტ ტაკ!
ისე სათაურთან უნდა აგღენიშნათ ვის უძღვნიდით! ეს როგორ შეგეშალათ, მეც თავიდან ჩვენი მეგონა 5კომენტარივით და მეწყინა რომ არაა..
7. ახლა უნდა დამესვა სწორედ ის შეკითხვა, რაზეც ავტორმა უკვე გასცა პასუხი. ისე მეც რომ წავიკითხე, ვივარაუდე, რომ ეს ლექსი პერსონაჟ თოლიას ეძღვნებოდა და არა საიტის წევრს. კარგი ლექსია! გამორჩეულებს სწორედ ასეთი ბედი აქვთ ხოლმე ძირითადად. ახლა უნდა დამესვა სწორედ ის შეკითხვა, რაზეც ავტორმა უკვე გასცა პასუხი. ისე მეც რომ წავიკითხე, ვივარაუდე, რომ ეს ლექსი პერსონაჟ თოლიას ეძღვნებოდა და არა საიტის წევრს. კარგი ლექსია! გამორჩეულებს სწორედ ასეთი ბედი აქვთ ხოლმე ძირითადად.
6. ჩემო კარგებო, ჩვენი საიტის "თოლია" ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ, როგორც კარგი მოთხრობების ავტორს, კარგ მკითხველს და უბრალოდ, კარგ ადამიანს, მაგრამ ეს ლექსი რიჩარდ ბახის "თოლია ჯონათანს" ეძღვნება. მკითხველმა თუ ორივე "თოლია" მოიაზრა, ეს მხოლოდ მახარებს! ჩემო კარგებო, ჩვენი საიტის "თოლია" ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ, როგორც კარგი მოთხრობების ავტორს, კარგ მკითხველს და უბრალოდ, კარგ ადამიანს, მაგრამ ეს ლექსი რიჩარდ ბახის "თოლია ჯონათანს" ეძღვნება. მკითხველმა თუ ორივე "თოლია" მოიაზრა, ეს მხოლოდ მახარებს!
5. რა კარგი მიძღვნაა :))
ჩემი უდიდესი პატივისცემა ორივე ქალბატონს.
სიკეთე ავტორ-ადრსატს :) რა კარგი მიძღვნაა :))
ჩემი უდიდესი პატივისცემა ორივე ქალბატონს.
სიკეთე ავტორ-ადრსატს :)
4. კარგი მიძღვნაა. +++ კარგი მიძღვნაა. +++
3. თოლია ჯონათან ლივინგსტონს ამ მიძღვნის გამო ქულა )) თოლია ჯონათან ლივინგსტონს ამ მიძღვნის გამო ქულა ))
2. „ცა - არც დროა, არც ადგილი“ „ცა - არც დროა, არც ადგილი“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|