ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
22 დეკემბერი, 2013


რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები?!

გაზაფხულის საღამო იდგა, ოდნავ ციოდა, ოდნავაც თბილოდა, მზის სხივები მარტო ანათებდნენ სითბოს კი ვერ იგრძნობდით, მოხუცი ბერნარდი ჩვეულად იჯდა ბაღის სკამზე და გაზაფხულის ნაზ სურნელს შეიგრძნობდა
- ბაბუ ახალ ზღაპარს მომიყვები?
- კი ელიზაბედ;
- ბაბუ ყველა ზღაპარი კარგად რატომ მთავრდება?
- იმიტომ, რომ ყველა ზღაპარი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას მოგვითხრობს
- ეს ზღაპარიც სიკეთეზეა?
- არა შვილო
- აბა?
- ერთ პრინცესაზე
- მიყვარს პრინცესები, მომიყევი მომიყევი მომიყევი!!!
- კარგი საყვარელო
და მოხუცმა პატარა გოგონას თავზე ხელი გადაუსვა

***
      იმ ღამეს, ძლიერ წვიმდა, ცხენები ეტლს მიაჭენებდნენ და სასახლის მიმავალ გზას ძლივს იკვლევდა მეეტლე, ელვა და ჭექა-ქუხილი იმდენად სწრაფად მეორდებოდა, რომ გვეგონა ცა ჩამოგვექცეოდა თავზე.
მე უჩუმრად ვიჯექი ეტლში ჩემს გრაფთან ერთად და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სასახლეში, სადაც მეფე და სხვა დიდგვაროვნები გველოდნენ, როგორც იქნა მივაღწიეთ სასახლის კარიბჭეს, რომელიც სასწრაფოდ გაგვიღეს და დიდ დარბაზში შეგვიძღვნენ.
აი გრაფი ფრიდრიხი და დოქტორი ბერნარდი მოვიდა, შემოგვეგებნენ მსახურნი და მეფეს განუცხადეს, მეფემ შემოგვხედა და თავისთან მიგვიხმო.
- როგორ ხართ თქვენო აღმატებულებავ, მივმართე მე
- აბა როგორ ვიქნებით? ჩემი ქალიშვილი ძლერმა სენმა შეიპყრო
- და რა სიმპრტომები აქვს?
- საჭმელს არ ჭამს, არავის დანახვა არ უნდა, კოშკშია გამოკეტილი და გაიძახის, უფლისწულ, გაბრიელს არ გავყვები ცოლადო...
მე გამეღიმა და მივხვდი რაშიც იყო საქმე, მხოლოდ და მხოლოდ ჭირვეულობდა პრინცესა და მას არაფერი სჭირდა, მე მოვითხოვე შეხვედრა, გამაფრთხილეს, რომ შეიძლება რამე დაეშავებინა, მაგრამ მაინც შევედი...
ფეხაკრეფით შევიპარე, კედლები და ჭერი თეთრი იყო და ამ სითეთრეში, ის ისე ლამაზად გამოიყურებოდა, რომ სუნთქვა შემეკრა, მივუახლოვდი რა, ვიგრძენი მისი სუნთქვა, ოჰ ღმერთო რა ლამაზია გავიფიქრე გულში,  მან ყურადღება არ მომაქცია, მე მივესალმე როგორც ჯელტმენს შეეფერება, სახე გათეთრებული ქონდა, მაგრამ მაინც ლამაზი იყო, ოქროსფერი თმა იმდენამ ბრწყინავდა, რომ შარავანდედი გეგონებოდათ, „ოხ ღმერთო რა ლამაზია“ ვიმეორებდი გულში...
- როგორ ხართ თქვენო უდიდებულესობავ?
მას არაფერი უთქვამს, ცრემლიანი თვალებით ამომხედა და ამოიოხრა;
- გტკივათ რამე?
- კი
- რა?
- რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები?
მე გამეცინა მის გამონათქვამზე,  - და რატომ უნდა ვიყოთ?
- გავფრინდებოდით ჩვენ ფანჯრიდან და მთელი ცხოვრება თავისუფლები ვიქნებოდით
- და ახლა არ ვართ?
- არა !
- რატომ?
- იმიტომ, რომ ყველა მამაჩემს ემორჩილება !
- მე არ ვემორჩილები !
- აბა აქ რა გინდათ?
მე დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა..
- თქვენი სილამაზის შესახებ იმდენი რამ მითხრეს, რომ არ შემეძლო არ მენახეთ.
აი ამ ნათქვამზე კი მას ჩაეღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა...

ხშირად მივდიოდი პრინცესასთან, ვსაუბრობდით და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ გვქონდა საერთო, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა, მე არ მქონდა უფლება, პრინცესა შემყვარებოდა მაგრამ, გულს ვერ უბრძანებ...
ეს ამბავი მეფის ყურადმე მივიდა და ჩემი დილეგში ჩაგდება ბრძანეს, ხელბორკილებით წამაჩანჩალეს და დიდი ჯაჭვით მიმაბეს, არ ვიცოდი რა მეღონა, ასე გადიოდა წლები...
ერთ დილასაც ჩიტის გაბმული სტვენა მომესმა, მე აზრზე ვერ მოვედი თუ რა ხდებოდა, თვალი გავახილე და ჩემს წინ ლამაზი ყვითელგულა იჯდა და თითქოს თავისი ჭიკჭიკით მეალერსებოდა, ამ დროს კი დარაჯის ფეხისა და ასხმული გასაღებების ჩხრიალმა დაარღვია მყუდროება და ჩიტიც უმალვე გაფრინდა.
დარაჯმა კარი შემოაღო და:
- ორი ამბავი მაქვს შენთვის „ნაჩალნიკ“ ერთი კარგი ერთიც ცუდი, რომლით დავიწყო?
- კარგით !
- კარგი ისაა, რომ დღეს გათავისუფლებენ !
- და ცუდი?
- ცუდი ის, რომ ჩვენი პრინცესა ამ დილით გარდაიცვალა...
მე ძალიან დავღონდი, ის ერთადერთი ადამიანი გამომეცალა ხელიდან ვის გამოც ვსულდგმულობდი და სულაც არ მიხაროდა დილეგიდან გასვლა, იმდენად ვიყავი დათრგუნული, გამახსენდა ის დღეები როგორ ვიყავით ერთად და როგორ გვიხაროდა ერთმანეთი, როგორ გვიყვარდა და გვტკიოდა, როგორ ვიცინოდით და როგორ მხურვალედ ვიხუტებდით ერთმანეთს... მე გამახსენდა ის გულყვითელა ჩიტი წეღან, რომ მეალერსებოდა და გამახსენდა ელისაბედის პირველი კითხვა: რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები?!
***
- ბაბუ, შენი პრინცესა ჩიტად გადაიქცა და ცაში გაფრინდა?
- ხო შვილო ცაში გაფრინდა; მიმართა მოხუცმა
- შენც ჩიტად გადაიქცევი?
- არ ვიცი, ეგ მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. მოხუცს ცრემლი მოერია და სახე მოარიდა პატარა ელისაბედს, მხოლოდ ერთ წინადადებას იმეორებდა გამუდმებით“ „რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები“ ალბათ ეს მისი ბოლო და უკანასკნელი სიტყვები იყო, რადგან მოხუცს აღარც გული უცემდა და სუნთქვაც შეწყვიტა...
ყოველ წელიწადს მიდიოდა ელისაბედი თავისი ბაბუის საფლავზე და მიჰქონდა ყვავილები, მისდა გასაოცრად კი ყოველ წელიწადს იქვე კვიპაროსის ტოტზე ორი ყვითელგულა ჩიტი ჩამომჯდარიყო და ერთმანეთს გაბმულად ეჭიკჭიკებოდნენ...
ელისაბედს კი მუდამ ახსოვდა ბაბუას უკანასკნელი სიტყვები: „რატომ არა ვართ ჩვენ ჩიტუნები?!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები