ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
25 დეკემბერი, 2013


Mimosa purdica (მორცხვი მიმოზა)


დილას გათენებას არც კი ვაცდიდი,რადგან უძილობა არ მასვენებდა, პატარა ბიჭივით წამოვხტებოდი და ჩემს პატარა ორანჟერიაში ყვავილებს ვეალერსებოდი. აქ ბევრი მცენარე ხარობდა: ლილიები, იები, სხვადასხვა ზომის ჯიშისა თუ ფორმის კაკტუსები, ნაირ ნაირი ოთახის მცენარეები, მაგრამ მათში ერთი ყველაზე მეტად მიყვარდა, მას „mimosa purdica“ (მორცხვი მიმოზა) ერქვა. ძალიან უცნაური მცენარეა მიმოზა, როგორც კი მას შეეხებით იმ წამსვე ფოთლებს კეცავს ღეროებს ჩამოყრის და საცოდავად იშმუშნება, ამისი დანახვა იმდენად საოცარი და ლამაზი იყო, რომ მე ყოველ დილას მას ვეალერსებოდი და ვეფერებოდი, შემდეგ კი უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მივიჩქაროდი, რათა სტუდენტებისთვის შემესწავლა ისტორია, მე ხომ ერთი ბებერი ისტორიკოსი ვიიყავი რომელსაც არც შვილი ყავდა და არც ძირი, მხოლოდ და მხოლოდ მიმოზასა და მისი ორანჟერიის ანაბარა დარჩენილი... ყველაფერი კი ასე დაიწყო:
  როდესაც გადავწყვიტე ისტორიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, ერთი მეოცნებე ყმაწვილი გახლდით, იმდენად ვიყავი ოცნებებით გატაცებული, რომ მეგონა დიდი მეცნიერი გავხდებოდი, გამოვიკვლევდი არაერთ ისტორიულ ფაქტს, ეგ კი არა და შეიძლება თამარ მეფის საფლავისთვისაც კი მიმეკვლია... როდესაც პირველად ფეხი უნივერსიტეტში შევდგი და ჩემს აუდიტორიას მივაგენი, ლექცია უკვე დაწყებული იყო, ლექტორმა მოღუშული სახით შემომხედა და იქვე უკანა რიგისაკენ მიმითითა დროზე დაჯექიო.
- აბა ვინ მეტყვის რომელ წლებში მეფობდა დავით აღმაშენებელი?!
ყველამ ხელი აიწია ჩემს გარდა და რატომღაც დაგვიანებულს ლექტორმა თავისი მოღუშული მზერა ჩემზე გადმოიტანა
- აბა ახალგაზრდავ თქვენ ხომ ვერ მიპასუხებთ?
მე იმდენად ვიყავი ჩემი ახალი ჯგუფელების ზურგის თვალიერებით გართული, რომ ვერც კითხვა გავიგე და ვერც ის,რომ პასუხს, ჩემგან ელოდნენ. ამ დროს კი ყველამ მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და სულგანაბულები მიყურებდნენ თუ რას ვიტყოდი...\
- მე.. მე.. არ მახსოვს... მორცხვად ძლივს ამოვილუღლუღე...
ამ დროს კი მთელი აუდიტორიის სიცილი ცას წვდებოდა, ლექტორი კი იდგა ჩვეული მოღუშული სახით და ხელით რაღაცას მიჩვენებდა, რომ გავაცნობიერე მივხვდი, მანიშნებდა აქედან გაეთრიე შე უვიცო ვინც შენ აქ მოგახვედრა მე იმისი ესე და ისეო.. ამას კი არ ამბობდა, მაგრამ მის გამომეტყველებაში იგრძნობოდა,
მე აცრემლებულმა დავტოვე აუდიტორია და იქვე კიბეზე ჩამოვჯექი...
ცოტა ხანში კარების ძლიერი ბრახუნი გავიგონე და დავინახე თუ როგორ შურდულივით გამოვარდა გრძელი და ჩახუჭუჭებულ თმიანი გოგონა, რომელსაც აუდიტორიაში რამდენჯერმე გადახვედავდი და ჩემთვის ვფიქრობდი „ოხ ღმერთო რა საოცრად ლამაზია“
- ოხ! კაი გამარჯობა შენი! მომესალმა და უცნაურად გაიღიმა, მწვანე თვალები ისე ეშმაკურად უელავდა და გიშრისფერი თმა იმდემად უპრიალებდა, რომ ზებუნებრივ სილამაზეს ქმნიდა მის სახეზე.
- გაგიმარჯოს მივესალმე მე და ოდნავ გავუღიმე
- შენ ის ნიჭიერი არა ხარ?...
- ვარ! ვარ! შევაწყვეტინე მე
- შენ რაღაზე გამოგაგდეს?
- გამომაგდეს კი არა მე წამოვედი !
- რატომ? სწავლების დონეს ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ლექტორი? ირონიულად გავუღიმე
- დიახაც ! მაკედონელს რა ფერის თვალები ქონდაო?! საიდან უნდა ვიცოდე მე ?!
- ცალი თვალი შავი და ცალი ცისფერი;
- რაა? შენ რა იცი?
- მე დავით აღმაშენებლის მეფობის წლების ვიცოდი, მაგრამ სულ შენი ბრალია !
- ჩემი?
- ხო შენი შენი, შენმა სილამაზემ მომნუსხა და ვერაფერი ვეღარ ვთქვი; და დებილივით გავიკრიჭე
- აბა აბა, როგორ არა დაგიჯერე, ყველა ბიჭი ერთნაირია !
- შენ თუ პატიოსანი გოგო ხარ? რა იცი ვინ როგორია? და გულიანად გადავიხარხარე
- იდიოტო! მომაძახა და ისევ აუდიტორიაში შებრუნდა...
ქართული ლიტერატურის ლექციამ კარგად ჩაიარა, ლექტორს თვალებში შევციცინებდი და ისე ვუსმენდი, ოჰ რა საამური იყო ქალბატონი ქეთევანის ლექცია, იგი წმინდა ნინოს ცხოვრებაზე მოგვითხრობდა და იმდენად საინტერესოდ, რომ მთელი ჯგუფი გასუსულები ვუსმენდით, „ჩემი“ მწვანეთვალება ელენეც ესწრებოდა ლექციას და თავის დიდ თვალებს ხან აქეთ იქით ააბრიალებდა ხან კი მინაბავდა და კმაყოფილი სახით იყურებოდა... მისი სახელი არ მიკითხავს, ლექტორის ამოკითხული სიიდან გავიგე, ალბათ ელენემაც გაიგო ჩემი სახელი, მაგრამ ვერ ვბედავდი რომ მასთან ახლოს მივსულყავი, სანამ დერეფანში აცრემლებული და კედელს მიყუდებული ელენე არ დავინახე
- რა ხდება? ვინმემ გაწყენინა?!
- არაფერია, ნამტირალევი ხმით მიპასუხა
- აბა რა გატირებს?
- შენ ვინ გეკითხება მინდა და ვტირი?
- როგორ ვინ მეკითხება? ფეხები რომ დამისველე ეხლა ვინ გამიშრობს? არ მეგონა ჩემ უკბილო ხმურობაზე თუ გაეცინებოდა, მაგრამ მაინც ვთქვი, მან კი ტირილნარევი სიცილი მომაყოლა
- აი აიღე და დაკუჭული ერთჯერადი ცხვირსახოცი გავუწოდე
- ნახმარია?
- არა სულ „თაზაა“
- თა რაა?
- თაზა ანუ ახალი
- ააა !
- ბბბ!
- რა სასაცილო ხარ !
- არ გინდა მომიყვე რა მოხდა? მოდი მე გამოვიცნობ !
- აბა მიდი ! შემაგულიანა მე
- შეყვარებულს დაშორდი !
- შენ რა იცი?
- არ ვიცი, უბრალოდ შენისთანა ლამაზი გოგო სხვა რაზე იტირებს?!
- მაბავ?
- შენი შებმა რომ მინდოდეს აქამდე შეგაბავდი, დავიფასე თავი მე
- ოხ ოხ, გამომივიდა ეხლა ესეც „ალენ დე ლონი“
- უკეთესიი ! და ორივემ გულიანად გადავიხარხარეთ.
- ხუმრობა იქით იყოს და მითხარი რა მოხდა? მე რამით შემიძლია დაგეხმარო?
- ვერაფრით, საქმრომ მიმატოვა და სხვა მოიყვანა ცოლად, ეგეც ჩემი ბედი იყო...
- ვინ? კი მარა? „კლაუდია შიფერი“, ჩემ ნათქვამზე ელენეს ისტერიკული სიცილი აუვარდა.
ის დღე ასე სიცილში დავშორდით, მეორე დღეს, ელენემ თავისთან სახლში დამპატიჟა, მეგობრები წვეულებას ვაწყობთ და შენც მოდიო, მე თავი დავუქნიე და საღამოს ელენეს სახლისაკენ მივაშურე, თეთრი შარვალი და პიჯაკი მეცვა, ელენეს ძალიან მდიდრული სახლი ქონდა ფალიაშვილის ქუჩაზე, კიბეზე, რომ ავედი ელენე შემომეგება, გადამკოცნა და ხელიდან ნაყიდი შამპანური და ტკბილეული გამომართვა თან მისაყვედურა რატომ შეწუხდიო, ოთახში, რომ შევედი ჩვენი ჯგუფელი გიორგი და ორი პარალელური ჯგუფელი გოგო დამხვდა, მივესალმე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი, გიორგიმ ღვინო დამისხა და აბა სადღეგრძელოო და როგორც შემოსწრებულმა განსხვავებული უნდა დალიოო, მე წინააღმდეგობა არ გამოწევია ოჯახი ვადღეგრძელე და ღვინო სულმოუთქმელად დავლიე.
- ზურიკო ! დამიძახა ელენემ
- გინდა ჩემი ბაღი დაგათვალიერებინო?
- მე დიდად არ ვირეოდი ყვავილებზე და მცენარეებზე მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე და თავი დავუქნიე კითქო
ელენემ იქით ოთახში გამოყვანა შემდეგ დაბლა კიბეებზე დავეშვით და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდით, სხვადასხვა ხრიზანთემები ორქიდეები, სხვადასხვა ჯიშის კაკტუსები, ლილიები, იები, ნაირ-ნაირი და ფერად-ფერადი ყვავილები რომელთა წარმომავლობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონია, მე იმდენად აღვფრთოვანდი, რომ ელენემ შემატყო და გამიღიმა.
- აბა როგორ მოგწონს?
- ძალიან !
- ეს ყველაფერი შენი ნახელავია?
- კი, ცოტა ჩემი ძმაც დამეხმარა, ნერგები გამომიგზავნა ჰოლანდიიდან
- მოდი ჩემთვის ყველაზე საყვარელ ყვავილს განახებ,
და ერთერთ მწვანე ფოთლებიან ბუჩქზე მიმითითა, რომელიც არც ისე მომხიბლავი იყო სხვა მრავალფეროვან ყვავილებთან შედარებით
- ეს mimosa purdica-ა ანუ მორცხვი მიმოზა, ხელი ფოთოლს გადაუსვა თუ არა ფოთოლი ნელნელა დაიკეცა და ღერო ჩამოაგდო გეგონება რამე ვაწყენინეთ, მე აღფრთოვენება ვერ გამოვხატე, ელენეს წელზე ხელი მოვხვიე და მაგრად ვაკოცე, მეგონა თავის მწვანე თვალებს ამიბრიალებდა და გამიჯავრდებოდა როგორც იცოდა, ხომლე მაგრამ ისე ძლიერად მომხვია ხელები ბეჭებზე, რომ ძვლებმა ტკაცანი დაიწყეს...
სამი წლის თავზე მე და ელენემ ვიქორწინეთ, დიდი და ლამაზი ქორწილი გამოგვივიდა, მისი ძმაც ჩამოვიდა და ბაბუაჩემიც, ქორწილმა კარგად ჩაიარა, რომ მოსაღამოვდა ელენემ აიტეხა ჩემს ყვავილებს წყალი ვერ დავუსხი და მალე წავიდეთ თან ცოტათი დავიღალე ამდენი ხალხის სტუმრობითო, მე დავეთანხმე, გარეთ გამოვედით, მის ძმას ნოდარს დავუძახე და ვუთხარი სახლში მივეყვანეთ, რადგან დაქირავებული ლიმუზინის მძღოლი უკვე წასული დაგვხვდა.
გზაში ვიცინოდით ვხარხარებდით და ჩემი და ელენეს გაცნობის ამბებს ვიხსენებდით, რომ უცებ ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და...
გონს, რომ მოვედი ჩვენი მანქანა გვერდზე ამობრუნებული იყო, წინ მივიხედე და ნოდარი სისხლში ცურავდა, ელენეს კი თეთრი სადედოფლო კაბა წითლად შეღებილიყო და მისი სახე იყო მშვიდი თეთრი და კეთილშობილი, ყური მივადე მაგრამ არ სუნთქავდა, როგორც იქნა ტანი ავიზიდე და მანქანიდან ამოვძვერი, ჯიბისკენ ხელი წავიღე, სასწრაფოს გამოსაძახებლად, რომ ამ დროს მანქანა აალდა და ჩემს თვალ წინ იმხელაზე აფეთქდა, რომ ტალღამ სამ მეტრაზე გადამისროლა, გონს საავადმყოფოში მოვედი, თავზე ბაბუა მედგა:
- როგორ ხარ შვილო? მითხრა და დაკოჟრილი ხელი ხელზე მომისვა
- ცუდად ბაბუ, ემოციებმა თავისი ქნეს და ცრემლის დიდი წვეთი სანთელივით დამეღვენთა ლოყაზე.
- ნუ გეშინია კარგად იქნები !
- ელენე და ნოდარი როგორ არიან?
- ეჰ შვილო.. და ბაბუამ სახე ამარიდა...
***
ამ ამბის შემდეგ ორმოცი წელი გავიდა, მე ახლა ბაბუას ასაკისა გახლავართ და ბაბუასავით დამეკოჟრა ხელები, ყოველ დილას პატარა ბიჭივით წამოვხტები, ჩემ ორანჟერიაში ჩავდივარ ყვავილებს ვუვლი, მიმოზას ვეფერები და  მისი მწვანე ფოთლები ელენეს ელვარე თვალებს მახსენებს, ყოველ ღამე მესიზმრება, არა კი არ მესიზმრება მელანდება თუ როგორ იცინის, როგორ მკოცნის და მეფერება, მე კი ყოველ დილას გადარეული ვდგები და თავი ისევ 22 წლი ბიჭუნა მგონია, მე ხომ მეტი აღარაფერი დამრჩენია გარდა იმ მოგონებებისა და ორანჟერიაში მყოფი მიმოზასი, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიხარულია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები