ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა ნოზაძე
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2013


უსაშველოდ!

მოდის ახლა შუა ღამე გაყინული,
უკვე დღეებს შეეცვალათ წახნაგები,
მთვარე არის მდუმარე და გარიყული
ჩაგეკეტათ სულის მძიმე დარაბები.
გათეენებას ველოდები ფანჯრის უკან,
გარეთ ალბათ იყინება შემოდგომა,
და ოთახში ჰაერს ვსუნთქავ დანანებით,
მზემაც უკვე დააპირა წამოდგომა...
ხასიათზე შეგეტყობა ფოთოლცვენა,
თუკი რამე შეგრჩენია ბავშობიდან,
აღარ უნდა ტყუილი და გადარჩევა,
სამყოფია ყოველი დღე წარულიდან!
თითქოს ახლა ჩავიკეცე წაქცეული,
მუხლებზე რომ დავიღვარე  გამწარებით,
ტკივლიდან დედიკომდე გაქცეული
და განცდები ორივე რო ვატარებდით!
ახლა ალბათ შემოდგომაც გაიზარდა,
მერამდენედ მოსულია გამოცდილი,
მეც გამზარდა ამ დღეების ბოდიალმა,
აფათურებს სულში ნერვებს გარინდული
და მიათრევს დაღლილ დღეებს წელიწადი,
ზამთრის კიდეს მიაყუდებს თვის დასასრულს,
კალენდარზე სითბოს ეძებს გაზაფხული,
შეშლილი და დაბრუნებით თვგასული...
დასასრული არ ექნება დროს ხარჯვას,
ყველა წამი დღეებს შეცვლის უსასრულოდ,
გჯეროდეს რომ გზა სადღაცას აღარაა
და იმ გზაზე მენატრები უსაშველოდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები