ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2013


დუელი ფიქრებთან

შენზე ფიქრი ვერ გავაქრე,
ცოტა მაინც შემრჩა გულზე,
რაზე ვწერო?რომ არ ვწერო
ჯერ არ შექმნილ სიყვარულზე...
თუ კი ცამდე აგამაღლე
შევიყვარე შენი სუნთქვაც,
ძნელია რომ ამოგშალო
მომატყუო მერე თუნდაც ...
ცუდიაო ბევრი ფიქრი
ახუნებს და გრძნობას ავნებს,
მაგრამ ყველა დაფიქრდება
წარსულს თვალს რომ გადაავლებს.
წამწამებზე ცრემლებია,
ისეთივე როგორც ნამი
შენზე ფიქრებს ვეომებით
მე,ფურცელი და კალამი...
ერთ სროლაში დავამთავრებ,
დაგამშვიდებს თუ ეს,
დღეს მე ფიქრებს ვეომები,
ხვალ ვუნიშნავ დუელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები