 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 27 დეკემბერი, 2013 |
აფხაზეთო, შენზე სევდა შევადარე – ხსოვნას ძმისა, ჩემს შობამდე შობილის და ნაადრევად გარდაცვლილის. არ ვიცნობდი გოგლას, მაგრამ სისხლი მაინც ითხოვს მისას – დაუსწრებლად მიყვარს ჩემი დედისა და მამის შვილი!
არც შენ გიცნობ (რა ბედი მაქვს?!), ვერც ერთს ჩაგხედეთ თვალებში, ნეტა შენ მაინც თუ დაგყვა, მამას ზღვისფერი გუგები? მეშინია, რაც დრო გადის, რაც უფრო შევდივარ წლებში, ჩემს ყოფაში – თქვენს არყოფნას, უფრო მეტად ვეგუები...
მაგრამ ქრისტიანი ვარ და ღვთის წყალობის იმედი მაქვს, რომ იმ ქვეყნად, ჩემს უფროს ძმას შემახვედრებს სადმე, ახლოს. აი შენ კი – აფხაზეთო, სიტყვას გაძლევ, გპირდები, აქ, ამ ცხოვრებაშივე უნდა შინ დაბრუნებული გნახო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მტკივნეული თემა! მტკივნეული თემა!
9. წარმატებები++ წარმატებები++
8. ამინ, ამინ! გმადლობთ! :* ამინ, ამინ! გმადლობთ! :*
7. იმედია აფხაზების გულებს დავიბრუნებთ, რომ შემდეგ აფხაზეთიც დაგვიბრუნდეს ++ იმედია აფხაზების გულებს დავიბრუნებთ, რომ შემდეგ აფხაზეთიც დაგვიბრუნდეს ++
5. ნათელში ამყოფოს უფალმა ძმა.
აი შენ კი – აფხაზეთო, სიტყვას გაძლევ, გპირდები, აქ, ამ ცხოვრებაშივე უნდა შინ დაბრუნებული გნახო! უფალმა შეისმინოს. ჩამწვდომია და ტკივილიანი. ნათელში ამყოფოს უფალმა ძმა.
აი შენ კი – აფხაზეთო, სიტყვას გაძლევ, გპირდები, აქ, ამ ცხოვრებაშივე უნდა შინ დაბრუნებული გნახო! უფალმა შეისმინოს. ჩამწვდომია და ტკივილიანი.
4. რამხელა ტკივილია:(:(:( უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.2+++++++ რამხელა ტკივილია:(:(:( უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.2+++++++
3. მეც გარდაცვლილი მყავს ძმა, ნაცნობი განცდაა ეს ჩემთვის... ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულებად, აუცილებლად დავწერთ და წავიკითხავთ ლექსებს სოხუმში და საერთოდ აფხაზეთში, ამის დროც მოვა! მეც გარდაცვლილი მყავს ძმა, ნაცნობი განცდაა ეს ჩემთვის... ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულებად, აუცილებლად დავწერთ და წავიკითხავთ ლექსებს სოხუმში და საერთოდ აფხაზეთში, ამის დროც მოვა!
1. აი შენ კი – აფხაზეთო, სიტყვას გაძლევ, გპირდები, აქ, ამ ცხოვრებაშივე უნდა შინ დაბრუნებული გნახო!
გისმინოს უფალმა. აი შენ კი – აფხაზეთო, სიტყვას გაძლევ, გპირდები, აქ, ამ ცხოვრებაშივე უნდა შინ დაბრუნებული გნახო!
გისმინოს უფალმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|