ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2013


შენ გვიანდები...

სიყვარულს ვუცდით უსასრულოდ
დუმს წყვდიადები,
აბობოქრებულ ქარიშხლების
ჩვენ გვქვია დები.
(შენ გვიანდები...)
არსად არა ჩანს გაქელილი ბალახი ბიჯით,
სულ ტკივილები ჩამილაგდნენ ყელამდე მიჯრით...
ქარი ზუზუნებს,
თითქოს ხმა შენი ხმა ოხრავს შორიდან,
ვგრძნობ რომ მოხვალ და
გვირილების კონას მომიტან...
მაგრამ თუ მოხვალ ისევ დაგიცდი,
მოხვალ და ვარდებს თმაში ჩამიწნი...
 
დუმს წყვდიადები ...

აბობოქრებულ ქარიშხლების ჩვენ გვქვია დები...
შენ გვიანდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები