არაფერია, ღამღამობით ხელებგაწვდილი, იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს, ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი, რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს,
ოქტომბერია, პერიოდი მიწა არ შრება და წვიმებია არახშირი, მაგრამ ქარებად, შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით, მწერ, მაშინ როცა, ეს სამყარო გეცოტავება..
თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს, ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან - რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე, მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,
მარტის თვე სიკვდილს ახალშობილ კვირტებით ებრძვის, აპრილის თვეც და ზამთრის სუსხი მოკვდა ან მოკლეს, დღე უშენობით - რომ არ მინდა იმაზე გრძელი, არის და შენით - რომ არ მინდა იმაზე მოკლე...
ფანჯრებთან თავი ჩამოიხრჩო აგვისტოს ღამემ, თენდება, რაღაც უჩვეულოდ სექტემბრის დილა, ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს შლიან და შიგნით ჩემს ხელებში სათუთად გძინავს.
ნოემბრის მერე აცივდება, იცი რომ გეტყვი, თოვლიან თითებს მე გაგითბობ ჩემი ბაგიდან. დღეს დეკემბერში ერთად უნდა გვეარა ჩვენ კი სიცივის თვეში ახლო-ახლო ყოფნის მაგივრად
დავდივართ თოვლში არა ერთად არამედ ერთნი. მიყვარხარ, რაღა დავამატო გავიდა წელი, ქალაქში ახლაც სიცივეებს ზამთარი ძერწავს ქალაქში ახლაც შეყრილ ღრუბლებს ზამთარი წველის.
ისეა ისევ, (როგორც წინათ) თბილისში ბარდნის, თუმც განსხვავდება მიზეზები და ვითარება: შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. უმეტესი ნაწილი ძააალიიიააან მომეწონა! რამდენიმე ფრაზამ გადამრია! ჯამში კარგია.. წარმატებები! უმეტესი ნაწილი ძააალიიიააან მომეწონა! რამდენიმე ფრაზამ გადამრია! ჯამში კარგია.. წარმატებები!
9. არაფერია, ღამღამობით ხელებგაწვდილი, იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს, ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი, რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს.
+2 არაფერია, ღამღამობით ხელებგაწვდილი, იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს, ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი, რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს.
+2
8. ,,ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს შლიან და შიგნით ჩემს ხელებში სათუთად გძინავს.''- განსაკუთრებით ეს ნაწილი მომიახლოვდა.
ზოგადად ლექსი კარგია.გილოცავ ავტორო ყველაფერს ერთად და ვუსურვებ შენს მიერ დასახულ მიზნებს - განხორციელებას.
,,ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს შლიან და შიგნით ჩემს ხელებში სათუთად გძინავს.``- განსაკუთრებით ეს ნაწილი მომიახლოვდა.
ზოგადად ლექსი კარგია.გილოცავ ავტორო ყველაფერს ერთად და ვუსურვებ შენს მიერ დასახულ მიზნებს - განხორციელებას.
7. მადლობა მეგობრებოოო მადლობა მეგობრებოოო
6. ძალიან...555 ასეთნაირად ახალაია მომწონს ხოლმე...:-* ძალიან...555 ასეთნაირად ახალაია მომწონს ხოლმე...:-*
4. შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება!
++++ შენ წინა ზამთარს მოხვედი და ჩემს გულში დარჩი და სამუდამოდ გადაიდო გამოზამთრება!
++++
3. ლამაზი კალენდარია ))
თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს, ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან - რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე, მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,
ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს შლიან და შიგნით ჩემს ხელებში სათუთად გძინავს. ლამაზი კალენდარია ))
თებერვალია და სიცივე ნელ-ნელა გვტოვებს, ჩვენც პირველ გრძნობას ვეურჩებით და გავს ძალიან - რომ შეიძლება ზამთრის პირას ვიდაოთ თოვლზე, მაგრამ ბოლოს რომ მის გარეშე არ შეგვიძლია,
ხეები გარეთ უშველებელ ტოტების მკლავებს შლიან და შიგნით ჩემს ხელებში სათუთად გძინავს.
2. ბიძია სემი) ელოდებოდა რაღაც ახალს ლუ ) დავტოვე აქ მოლოცვები, საშობაო ორცხობილები და წითელცხვირა ირმები^_^ ლამაზ-ლამაზი მუზები სემს.. ბიძია სემი) ელოდებოდა რაღაც ახალს ლუ ) დავტოვე აქ მოლოცვები, საშობაო ორცხობილები და წითელცხვირა ირმები^_^ ლამაზ-ლამაზი მუზები სემს..
1. ბიძია სემი :)
მახსოვს, თვეებით დაწერილი თქვენი სხვა ლექსიც.
კარგია ლექსია ესეც!
" დღე უშენობით - რომ არ მინდა იმაზე გრძელი, არის და შენით - რომ არ მინდა იმაზე მოკლე..."
"დავდივართ თოვლში არა ერთად, არამედ ერთნი. "
ბიძია სემი :)
მახსოვს, თვეებით დაწერილი თქვენი სხვა ლექსიც.
კარგია ლექსია ესეც!
" დღე უშენობით - რომ არ მინდა იმაზე გრძელი, არის და შენით - რომ არ მინდა იმაზე მოკლე..."
"დავდივართ თოვლში არა ერთად, არამედ ერთნი. "
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|