 | ავტორი: იმბეცილი ჟანრი: იუმორისტული 9 იანვარი, 2014 |
(ციკლიდან - "Westside Stories”)
- ბესიკიას რო "ბიზმესი" დოუწყია გეიგე? - რაის ბიზმესი? - ”რულსმნებს” ყიდის ბაზარში. - გამოდისო მერე რამე? - კილოში სამას გრამს ქე იპარავს და გამოვა რაცხა, აპა რა იქნება?! - ცხოვრობს ქალაქურად? - ტელეფონი, ”ოპელი” და ტყავის ”კურტკა” უყიდია და ყავას აქანაც არ სვამდა. - კაციც მაგ ყოფილა, რაღა აქ აწი სადარდებელი. - კი აქ... - რავა, შეემთხვა რამე? - კიე... რქები ადგას თავზე. - აპა, რა ეგონა, ი ”აცვენილი” ქალი რო მოყავდა ცოლად. - ცოლიზა კი არა, შე კაი კაცო. - აპა, პამელა ანდერსონიზა მაზოლი თუ ექნება ხელზე, თუ არა მაგ საქმე რქებს რაფერ ამოუყვანდა?! - წყნეთში რო სასახლეს აშენებდა კალაშოვი, თუ გახსოვს შენ? - რავა არა. - ჰოოდა, მაგენს სამასი კილო ”რულსმანი” წოუღიათ მისგან. - არ თქვა ახლა კალაშოვი მოატყვილა წონაშიო. - წონაში იმდენი არ მოუტყვილებია, მარა, სამასი კილო ”რულსმნიდან” სამი ცალი გამოდგა კაი. კიდე კაათ გოუმართლა ბესიკიას. - რაში გოუმართლა, არ იტყვი?! - რაში და მხოლოდ ი სამი გოდუღუნავი ”რულსმანი” გეიტანეს ქალაქგარეთ ბესიკიასთან ერთად და ორიცალი, რქებივით ჩააჭედეს თავში აქეთ-იქეთ. - იღმუვლებდა აპა საცოდავი, ხბოსავით. - იღმუვლა თუ არა, არ ვიცი, მარა შესახედავად, ქე დაამგვანეს თურმე ხბოს. - გადირეოდა მისი ცოლი. - მეტი არაა ჩემი მტერი. ასე უთქვამს, გედიფსკვენი ახლა მაგენზე ბაწარი, ყანწად გეიზრდებიანო. - რავა, ნაწყენი ყავდა რამეზე? - აპა, რა იქნება, ცოლს რო ბრეჟნევის დროინდელ გაქუცულ "შუბას" ჩააცმევ და "შუბის" ფასს ტელეფონს ატარებ ჯიბით. - ი სასახლე თუ აშენდა მაინც? - კი აშენდა და მთავრობა ხმარობს კაათ. - რაფერ? - ჩვენსავით... - უნდა ეჩივლა ბესიკიას! - კი დააპირა მარა, სავანტყოფოში ვინცხა ორი კაცი მისულა და უთქვამთ, ბიძიაო, მაგ თავზე ადგილი აღარ დარჩა ”რულსმნის” დასაჭედებლად და რას ფიქრობ, მესამე ”რულსმანი” რომ დაგვრჩა, იმას საით ექნება გეზიო?! - მერე ბესიკიამ რაიო? - ახლა დრო შეიცვალაო იფიქრა და მაინც იჩივლა თურმე. - მერე, რაფერაა ახლა? - ცოტა, სიარული, ჯდომა და ზურგზე წოლა უჭირს ჯერ კიდევ. - იმგენს რა ბედია ეწიათ? - არიან ბესიკიას ”რუსლმნებივით”. ისე გოუღუნავთ სამინისტროში, შეიძლება ვეღარც გასწორდენო. - ეგი, თუ შეეშვა "ბიზმესს"? - პაწაწკინა ჭიკარტებს ყიდის ახლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ასე მეგონა "მარშუტში" ვიჯექი და ვუსმენდი დიალოგს :)) გემრიელ-იმერულად წერ <3 ასე მეგონა "მარშუტში" ვიჯექი და ვუსმენდი დიალოგს :)) გემრიელ-იმერულად წერ <3
8. წარმოგიდგებით: კოსმოპოლიტი, ათეისტი და პოლიგლოტი, სამწუხაროდ ასე ცუდად ვწერ ოთხივე ენაზე. პრივეტ, ჰელოუ, ოლა და გამარჯობა :D
მადლობ ;) წარმოგიდგებით: კოსმოპოლიტი, ათეისტი და პოლიგლოტი, სამწუხაროდ ასე ცუდად ვწერ ოთხივე ენაზე. პრივეტ, ჰელოუ, ოლა და გამარჯობა :D
მადლობ ;)
7. :)))))) კი გამეცინა და იგი...მარა...
ეს მადლობა, მაინც სწორად უნდა ვთქვათ, ქართველებად თუ გაგვაჩინა ღმერთმა ან ქართულად თუ გვინდა ვწეროთ.
მადლობა ან გმადლობთ, თუ შეიძლებოდეს.
:)))))) კი გამეცინა და იგი...მარა...
ეს მადლობა, მაინც სწორად უნდა ვთქვათ, ქართველებად თუ გაგვაჩინა ღმერთმა ან ქართულად თუ გვინდა ვწეროთ.
მადლობა ან გმადლობთ, თუ შეიძლებოდეს.
6. მადლობთ.
ჯონათან ლივინგსტონს: რაცხანაირიც ბესიკიაა ისე უდიერად მიდის მაგის თანმიმდევრობაც :D მადლობთ.
ჯონათან ლივინგსტონს: რაცხანაირიც ბესიკიაა ისე უდიერად მიდის მაგის თანმიმდევრობაც :D
4. ბესიკიას "ბიზმესში" ჩაჯდომას უპირებს ავტორი, რავარც ვატყობ :)
ასე არათანმიმდევრულად ( 3, 1, 4, 2) რატომ გვიყვები ბესიკიას ამბებს?
ბესიკიას "ბიზმესში" ჩაჯდომას უპირებს ავტორი, რავარც ვატყობ :)
ასე არათანმიმდევრულად ( 3, 1, 4, 2) რატომ გვიყვები ბესიკიას ამბებს?
3. რულსმანს რათ უნდა ბრჭყალები? :D რულსმანს რათ უნდა ბრჭყალები? :D
1. ვიცინე ბევრი და კიდო რომ წევიკითხავ, კიდო ბევრს გევიცინებ:DDDD ვიცინე ბევრი და კიდო რომ წევიკითხავ, კიდო ბევრს გევიცინებ:DDDD
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|