1962 წელი საბჭოთა საქართველო. თბილისი. ჩვეულებრივმა დღემ ჩაიარა თბილისის N2 საპატიმროში და ის ის იყო,რომ ციხის უფროსი ბატონი კარლო წიკლაური წასვლას აპირებდა კარზე კაკუნი გაისმა. –ბატონო კარლო! ვიღაც ჟურნალისტია მოსული და თქვენთან გასაუბრება უნდა, შემოვუშვა? –ჩემთან?! ვაა, შემოუშვი ერთი შემოუშვი –კარგით ახლავე შემოვიყვან. –ხო და რამე ყავა ან ჩაიც შემოიტანე სირცხვილია მაინც სტუმარია. –გამარჯობათ მე გოგა ჯაყელი ვარ. ჟურნალიტიკის 4 კურსის სტუდენტი. თავი წარადგინა შემოსულმა სტუმარმა. –მე კი ამ დაწესებულების უფროსი კარლო წიკლაური. აბა გისმენ, მკითხე და თუ შევძლებ აუცილებლად გიპასუხებ. –იცით მე საკურსოს ვწერ სიკვდილმისჯილებზე და თუ შეგიძლიათ,რომ რომელიმე პატიმართან გავისაუბრო.მაინტერესებს რა გრძნობაა როცა დასახვრეტად მიყავხარ. –ოო... რთული თემა შეგირჩევია შვილო.. მოდი ასე მოვიქცეთ. მე დღეს სამუშაოს მოვრჩი და ხვალ დილით მოდი და რამეს მოგიფიქრებ. მეორე დღეს დილის 10 საათზე მისულ კარლოს გოგა უკვ კაბინეტთან დახვდა. –აბა მოვახერხებთ რამეს ბატონო კარლო?! –შენ შედი და კაბინეტში დამელოდე და მეც მალე მოვალ. ცოტა ხანში კარლო დაბრუნდა კაბინეტში რაღაც დოკუმენტებით და გოგას გადასცა. –ჰა ნახე... წახვალ რისკზე? გოგა უყოყმანოდ დათანხმდა.ამ დოკუმენტებში კი ეწერა რომ გოგა ერთერთი სიკვდილ მისჯილი იყო როემლიც 3 კვირაში უნდა დაეხვრტათ. ბრალდება კი ორი მილიციელის მკვლელობა იყო. –ოღონდ ეს ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩეს ხომ იცი? თორემ მე სამსახურს დავკარგავ. –როდიდან მაპატიმრებთ? ღიმილით იკითხა გოგამ –ამ წუთიდან. ახლა ბადრაგი მოვა და ჩაგიყვანს სიკდილმისჯილთა კამერაში.ხომ გახსოვს ჩვენი შეთანხმება?! ეს მხოლოდ ჩვენ შორის რჩება. –კი ვიცი ვიცი. ამ დროს ბადრაგიც შემოვიდა და გოგა ჩაიყვანეს ბნელი კიბეებით სარდაფში, სადაც მას სხვა სიკვდილ მისჯილები ელოდნენ. აქ შეხვდეობით მკვლელებს,’’სახელმწიფოს’’ მოღალატეებს,კანონიერ ქურდებს და უბრალოდ ჭკვიან ადამიანსაც კი. როცა გოგა შეყავდათ სწორედ ამ დროს გამოყვადათ ერთი ხანში შესული კაცი დასახვრეტათ რომელას ცრმლი ჩამოსდიოდა და მამაო ჩვენოს ბუტბუტებდა თავისთვის. გოგას ბლოკნოტიდან: როცა კამერაში შევედი ბადრაგმა საწოლი მაჩვენა და იქაურობა დატოვა. შესვლითანავე იქ მყოფებმა ჩემი ამბავი გამომკითხეს თუ რატომ ვიყავი აქ მე კი ვუთხარი რომ ყაჩაღობა და 3 ადამიანის კმვლელობა მედებოდა ბრალად, მათ შორის ორი მილიციელის. მართალია თავიდან ცოტა გამიჭირდა მაგრამ 3 დღეში ყვალეფერს შევეჩვიე,თანაც მე ხომ მართლა სიკვილ მისჯილი არ ვიყავი.კამერაში თავიდან რვა ადამიანი ვიყავით ერთ კვირაში კი მხოლოდ ხუთნი დავრჩით.საბედნიეროდ წინა სამთან გსაუბრება მოვახერხე და მათი ისტორების ჩაწერაც მოვახერხე და გასვლის წინ მათ გრძნობებზეც ვკითხე.ყველას პასუხი ერთიდაიგივე იყო ‘’რაც იქნება იქნება’’. ერთი კვირის გასვლის შემდეგ ბატონმა კარლომაც მინახულა. ათი დღე იყო გასული როცა ბადრაგმა გაზეთი კომუნსტი შემოგვიტანა: გადავწყვიტე თვალი გადამევლო ახალი ამბებისთვის და როდესაც გაზეთს ვფურცლავდი ერთ–ერთ გვერდზე აღმოვაჩინე პატარა სტატია. სადაც ეწერა რომ მოულოდნელად გარდაიცვალა N2 საპყობილის უფროსი კარლო ზურაბის ძე წიკლაური. გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა, თუმცა რა აზრი ქონდა ვინ დამიჯერებდა ჩემი ერთადერთი ალიბი უკვე გარდაცვლილი იყო. გუშინ ჩემთან შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ხვალ დამხვრეტდნენ. გადავწყვიტე წერილის მიწერა ჩემი ოჯახისთვის რაზეც უარი განმიცხადეს.მაშინ ვთხოვე ეს ბლოკნოტი ცხედათან ერთად გადაეცათ ოჯახისთვის რაზედაც დამთანხმდნენ. „მშვიდობით დედა“ ასე ეწერა მის ბლოკნოტში უკანასკნელი სიტყვები. და დადგა დახვრეტის დღეც. ბადრაგმა კარი გააღო და დაიძახა: გოგა ჯაყელი ერთი ნაბიჯით წინ. გოგას ხელი მოჰკიდეს და ბნელი გვირაბის გავლით ერთ პატარა ოთახში შეიყვანეს, სადაც სისხლის და მიცვალებულების სუნი ტრიალებდა. –სიკვდლის წინ ყველას ვუსრულებთ ერთ სურვილს, იქნებ სიგარეტი გინდა ან ლოცვას წაიკითხავ ბოლოს... შეეკითხა ჯალათი გოგას –იყოს არაფერი მინდა, უბრალოდ გთხოვთ ეს ბლოკნოტი ჩემს ცხედართან ერთად ჩემს ოჯახსგადასცეთ. –კარგი პირადად მე ვიზრუნებ ამაზე. დაპირდა ჯალათი. მუხლებზე დადგომა და კედლის მხარეს შეტრიალება სთხოვა სიკვდილმისჯილს. გოგაც ასე მოიქცა და სასხლეტის გამოკვრას დაელოდა.ამ დროს კარი გაიღო –ჰა ხომ იცი ახლა რა გრძნობაა როცა გხვრეტენ გოგა შემობრუნდა და ხელში ცოცხალი კარლო წიკლაური შერჩა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. საინტერესო კი იყო... საინტერესო კი იყო...
11. ისევ თქვენ ნათია თორემ ხომ ხედავთ დამჩაგრეს :) ისევ თქვენ ნათია თორემ ხომ ხედავთ დამჩაგრეს :)
10. არ ვიცოდი ეს ამბავი . არ ვიცოდი ეს ამბავი .
9. უფრო საინტერესო ამბებიც მაქვს დაწერილი, მაგრამ მეშინია ნამდვილი ამბების პლაგიატიზმში არ დამწამონ ცილი :) უფრო საინტერესო ამბებიც მაქვს დაწერილი, მაგრამ მეშინია ნამდვილი ამბების პლაგიატიზმში არ დამწამონ ცილი :)
8. საინტერესო შემთხვევაა :) საინტერესო შემთხვევაა :)
7. ამ ამბის და თოვლის ბაბუის თუ გჯერათ :) რა ვიცი რა ვიცი... ამ ამბის და თოვლის ბაბუის თუ გჯერათ :) რა ვიცი რა ვიცი...
6. სინამდვილეა?:) ვაიმე. ის კი საინტერესოდ წავიკითხე. სინამდვილეა?:) ვაიმე. ის კი საინტერესოდ წავიკითხე.
5. ეს ამბავი ვიცოდი და სინამდვილეა... ეს ამბავი ვიცოდი და სინამდვილეა...
4. მომწონს თქვენი იუმორი :) მომწონს თქვენი იუმორი :)
3. იდეა გვერდის ავტორს არ ეკუთვნის..
იდეა გვერდის ავტორს არ ეკუთვნის..
2. მოუთმენლად ველი სხვა კომენტარებსაც, იმედია მოგწონთ ჩემი მოთხრობები :) მოუთმენლად ველი სხვა კომენტარებსაც, იმედია მოგწონთ ჩემი მოთხრობები :)
1. ჰმ.საინტერესოა სხვა მკითხველის კომენტარები... Mივადევნებ თვალს. ჰმ.საინტერესოა სხვა მკითხველის კომენტარები... Mივადევნებ თვალს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|