ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2014


2014 წლის 6 იანვარს, შობის ღამეს, უფრო კი გამთენიას დედაჩემი გამომეცალა უეცრად ხელიდან…..… ეს ლექსიც მას ეძღვნება.


ცრემლმა თოლები დამიწო,
ქარმა ის შხეფად აქცია,
დედის სიკვდილმა მამგლიჯა,
და ლამის ფესვთ წამაქცია.

დამბადა, ნანა მიმღერა,
გამზარდა კლდეზედ ლომგული,
მართალსა კაცად მაქცია,
ვერ ვარ ფლიდი და ორგული.

ყველა შენ გსტირის დღეის სწორ,
თბილისი, მტკვრისა დუდუნი,
ჭადრის ფოთლებიც სტირიან,
მოსთქვამს გოდებით ბულბული.

მე, სხვაღა რა დამრჩენია,
ხატთან დაგინთო სანთელი,
ფსალმუნთ ღაღადში აქედან,
მანდ რომ დაგადგეს ნათელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები