ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2014


პაპსა

ვიწყებ ოცნებების შეშინებას!
შეხედე, როგორ დაბზრიალდა და
შეიკეტა კარები. განაბულია.
ელის წასულის ფეხისხმას.
ჯიუტად ვდგავარ
დამრთე ნება - უსასრულოდ ვიდგე!
აგერ, მეორეც...
შავი კეპით, ჯიბეში ხელებით.
მიდი და შეაშინე თუ ბიჭი ხარ.
ქვემოთ ეზოში ხალხია შეკრებილი,
ბურთმა ისევ ჩაამსხვრია მინები.
დიდხანს დუღდა წყენა...
დამრთე ნება - დავივიწყო წყენა!
ეს, ვინ არის?
როგორ აუპრეხია ნაწნავები და
ჩუმ-ჩუმად იყურება თითებშუა...
თვალებიდან მოედინება მლაშეც და ტკბილი ცრემლები...
დამრთე ნება - მარადიულად გიყურო!
მიტოვებულ საქანელას დაეძებენ.
ახამხამებენ გრძელ წამწამებს.
სურვილებიდან გაქცევა ოცნების გამოცდაა...
არიგებენ, ურჩევენ, მოძღვრავენ.
დამრთე ნება - არასოდეს არ გამოვცადო!

ვიწყებ ოცნებების შეშინებას.
უცილობლად იქნება გაგრძელება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები