ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 იანვარი, 2014


რას ვწერთ და როგორ ვწერთ

ბოლო დროს ბევრი ლაპარაკია, პუნქტუაციაზე და თემაზე.
მე ადრეც დავწერე ფორუმში, რომ ნოდარ დუმბაძემ საერთოდ არ იცოდა სასვენი ნიშნების ხმარება, მაგრამ ეგ ერთადერთი მწერალია საქართველოში, რომელიც ყველა თაობას შეუძლია წაიკითხოს და ერთი და იგივე ემოცია აღეძრას.

მთავარი, რასაკვირველია, თემაა და უფრო მთავარი, როგორ წერ.

პლანეტამ ამოწურა გენიოსები და „ახალი“ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში.
უფრო ადრე კი სოლომინმა თქვა „ მზის ქვეშეთში ახალი არაფერი ხდებაო“. მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს გარე სამყაროსთან და ამ დამოკიდებულებას „ჩვენებურად“ ვამჟღავნებთ.

თითქმის ბევრი წერს    კარგად, ანუ გადმოცემულია კარგად,  მაგრამ პროზის უდიდესი ნაწილი, გამონაკლისების გარდა, ფრიადოსანი მოსწავლის საქალაქო  ნაწერს გავს „თავისუფალ თემაზე“. ეს რასაკვირველია, არც პროზაა და არც  საინტერესო .

საიტზე წარმოდგენილ პროზაში ძირითადად თემებია:  „მე წავედი, მე მოვედი, გამიხარდა, ემოციაში ვიყავი ...“  და ასე შემდეგ . ძალიან კარგია პირველ პირში წერა, როცა ამას ავტორი სისტემატიურად არ მიმართავს, ანუ არ გვთავაზობს საკუთარ დღიურებს, თუ ის „ანა ფრანკის დღიური“ არ არის.

ბევრი ასევე კარგად წერს, მაგრამ „სერიალების“ დონეა, ანუ ძალიან მდარე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სახის ლიტერატურას მკითხველი ყავს და გაცილებით მეტი, ვიდრე სერიოზულ ლიტერატურას.  აქვე მინდა გითხრათ, რომ ასეთი ნაწერები ლიტერატურულ გემოვნებას აფუჭებს.

მოთხრობა და ნოველლა მცირე მოცულობის „რომანია“, სადაც მკითხველს საფიქრალი უნდა დაუტოვო. ნოველლაში კი უნდა საშუალება მისცე თვითონ მკითხველმაა  „დააბოლოვოს“,  დასკვნა გააკეთოს გმირის ხასიათისა და სიტუაციიც მიხედვით,  აუცილებელია ქვეტექსტები.

ჰემინგუეიმ თქვა, მოთხრობა აისბერგივით არის ერთი მეცხრედი ჩანს და დანარჩენი უნდა იგულისხმოვო.

მოთხრობაში და ზოგადად პროზაში უნდა იყოს მოცემულობა, მსჯელობა და დასკვნა. ისევე, როგორც ალგებრაში, ან გეომეტრიაში, ესე იგი, ლოგიკური, ან თემა, ან სიტყვების თამაში...

საერთოდ კარგი პროზაც და პოეზიაც ის არის, რომელსაც სხვა ერიც გაიგებს და მიიღებს, ან დააინტერესებს შენი  მოთხრობილი.

ძალიან კარგი იქნებოდა,  ის ავტორები, რომლებიც პროზას წერენ, ბევრს კითხულობდნენ ქართულს და უხოურ ლიტერატურასაც.

არ იფიქროთ, რომ ეს წერილი ამბიციამ დამაწერინა. როგორ გეკადრებათ. მე კარგი მკითხველი ვარ და ჩემზე უკეთესად ალბათ არავინ იცის, რასაც ვწერ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგი იქნებოდა ფორუმში გახსნილიყო თემა, სადაც შესაძლებელი იქნება განვიხილოთ და გავაანალიზოთ ქართული და საზღვარგარეთული  პროზა, განვიხილავდით რა არის მთავარი რომელიმე მოთხრობაში, ან ზოგადად ლიტერატურაში, ან რომელიმე ავტორთან, ქვეტექსტები, წერის სტილი და ასე შემდეგ.

პატივისცემით : ტენდი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები