 | ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა 17 იანვარი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
- ღმერთი ჩვენთანაა, იმიტომ რომ მასაც ჩვენსავით სძულს იანკები - ღმერთი არ არის ჩვენსკენ, მას ხომ იდიოტებიც სძულს მხ/ფ: კარგი, ცუდი და ბოროტი
შესავალი:
ჩემი ეზო განდონებითაა სავსე. ვინ ყრის ვერაფრით დავადგინე. რამოდენიმეჯერ დავუდარაჯდი კიდეც, მაგრამ საკმარისია ჩამთვლიმოს ახალ-ახალი პარტიები ჩნდება, ზოგი მოკუნტული, როგორც ნაყოფი მუცელში, ზოგი გადაწელილი როგორც ზეწარი საწოლზე, ზოგს ქარი აფრიალებს უღიმღამოდ, როგორც დამარცხებულ მეომართა დროშას. აღარც ვდარაჯობ, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მეფიქრა მე ხომ არაფერს ვმაიმუნობ თავად ძილში-მეთქი. რამოდენიმე მეზობელს შევამჩნიე ამრეზით მიცქერენ თითქოს ჩემი ბრალი იყოს ეზო რომ წალეკა განდონებმა. ბავშვობიდან ასეა და მე შევეჩვიე სიმართლე გითხრათ, ადრე სახლის კართან თუ ვნახავდი ფეხს გავკრავდი ხოლმე, ახლა მაგასაც აღარ ვაკეთებ. ყველას საკუთარი დამოკიდებულება გაგვიჩნდა განდონების მიმართ. მეზობელი ჩემს პირდაპირ, ჯანღონიანი ქალბატონი, ოთხი ზომა მკერდით და სამი სანაქებო შვილით, ყოველდღე წმენდს მეტრის რადიუსზე საკუთარი კარიდან, ამ დროს ძალიან ჰგავს ფარგალს. ჩემს ქვემოთ ახალგადმოსულები ცხოვრობენ და ყოველ მეორე დღეს წმენდენ თავიანთ სართულს ზედა და ქვედა სართულის პირველ საფეხურებამდე, ასე ამბობენ, მანამდე სადაც ვცხოვრობდით იქაც ასე იყოო. მათ ქვემოთ აკრობატების ოჯახი ცხოვრობს, სულ არ აწუხებთ არაფერი, უნდა ნახოთ სამსახურიდან რომ მოდიან ხელი-ხელ ჩაკიდულები ანტილოპასავით დახტიან განდონებში, სახლშიც პირდაპირ აივნიდან ადიან და სადარბაზოს შესასვლელში განდონების ხროვაზეც არ უწევთ ფეხის გადაბიჯება. აი უფრო ქვემოთ კი ძალიან კაპრიზული ქალბატონი ცხოვრობს, აი ისეთი მეტროს მგზავრებს რომ გვანან და ტაქსებით დადიან. რამოდენიმე მეზობელი აიყოლია, თუ ძველი მაცხოვრებელი ხარ და შეეჩვიე განდონებს, ავტობუსის გაჩერებამდე ინატრებ ერთი განდონზე ფეხი დამადგმევინაო. საგულდაგულოდ წმენდენ ყოველ შაბათ-კვირას. სადარბაზოს შემოსასვლელში განცხადებაც გააკრეს, ”პტეროდაქტილო, ძირს ნუ დაყრი განდონებს!”. მაგრამ რათ გინდა?! მოვა საღამო, მივირთმევთ ვახშამს, ბოლო ღერ სიგარეტს არტისტულად მოვისვრით აივნიდან, დავწვებით და დილას ახალ განდონებს ვითვლით. ვისაც არ მობეზრდა, პტეროდაქტილებს წყევლის მემილიონედ. ვისაც თავი ჭკვიანი ჰგონია ამბობს, პტეროდაქტილები კაი ხანია გადაშენდენო. მე კი ვფიქრობ რითი გავერთო, ტაბლეტები გადავყლაპო უზომოდ, თუ სიგარეტის ნამწვს მივყვე აივნიდან?!
შემთხვევა:
თორმეტი წლისამ გადავწყვიტე დღიურის წერა დამეწყო. ის დღე იყო პირველი პრეზერვატივი რომ ვნახე ეზოში. თუმცა პირველად სულ არ ვიცოდი რა ერქვა ციდან ჩამოვარდნილ რეზინის უფერულ ნაგლეჯს მამას დომინოს თამაშისას მხარზე რომ დაეცა. მამამ, როგორც ათეისტმა, ასეთი კომენტარი გააკეთა: - მეორედ მოსვლა არ იქნება! ცოტა ხანში მეზობლის ბავშვმა გაბერილი მოათრია საღაციდან და მამამისს გაეპრანჭა: - ნახე, მამი, მე რა მაქ! მისმა ტყუპისცალმა აქოშინებულმა მოირბინა, მკლავზე დაქაჩა და ფიქრები ”ბუშტია, თუ პრეზერვატივი” გაუფანტა: - მამი, გამიბერე რა! - ჰმ... მეორედ მოსვლა არ იქნება! - გაიმეორა მამამ
დღიური:
...დღეს პრეზერვატივის დანიშნულება გავიგე, ვერ ყოფილა კაი სიტყვა და ამიერიდან ხუთი წერტილით ავღნიშნავ.
...ციდან ცვივა ..... მღერის ჩემი მეზობელი უჩა, თან ცხვირიდან გამოღებულ წვინტლებს ფეხსაცმლის ძირებზე აკრავს.
...დავთვალე და გამოვიდა, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ეზოდან დაახლოებით 50 000 ..... გაიტანეს.
...მამა იძახის თავის დროზე იქ რომ ჩაეყარათ ..... სადაც საჭიროა დღეს სეპარატიზმი აღარ იარსებებდაო, მე ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა მამას, არც ისე ჭკვიანი ვარ.
...თხუთმეტის გავხდები მალე, წელს სულ ორჯერ ჩაგვირთეს ელექტროენერგია. მამამ პირველად შეადარა მთავრობა და ..... ერთმანეთს. მე მომეწონა ასეთი შედარება და პირველად უჩა შემომედარა ველოსიპედზე რომ არ დამსვა მაშინ.
...უჩას ოჯახი ყოველ საღამოს პრეტენზიებით ამოდის ჩვენთან. მამა ბრაზობს. რა ჩემი ბრალია, ეგეთი ძუნწია უჩა.
...დღეს თექვსმეტის გავხდი უბნის უფროს ბიჭებს ბოზებში გავყევით მე და უჩა, მამამ გაგვაფრთხილა ვენერიული დაავადება რომ არ აიკიდოთ, ..... უნდა იხმაროთო. მე ვუთხარი, უჩას არ სჭირდება-მეთქი. უჩამ იკითხა, რატომო. მამამ თვალები დამიბრიალა. საღამოს უჩა მარტო ამოვიდა და ველოსიპედი მაჩუქა.
...მე და უჩა დავძმაკაცდით, ველოსიპედს ხშირად ვთხოვნი ხოლმე. მამამ ”გრინ კარტის” გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, პასუხი ზაფხულში იქნებაო. ზაფხულში ან სოფელში ვიქნები ან ამერიკაში.
...სოფელში მაგარი დრო ვატარე, მერე ბებია მოკვდა და ქალაქში წამომიყვანეს ნათესავებმა, მამას ”გრინ კარტა” მოუგია და ამერიკაში ცხოვრობს.
...მამამ ”რიბოკის” ბოტასები გამომიგზავნა. შემპირდა თუ კარგად ისწავლი, ამერიკაში წაგიყვან და ჩემთან მოგაწყობ ბენზინგასმართ სადგურზე ლუიზიანაშიო.
...მამამ ამერიკელი ცოლი მოიყვანა, ”რიბოკის” ბოტასები დამეხა, სკოლაშიც ცუდად ვსწავლობ.
...ათეისტი გავხდი, უჩა თეისტია და ყოველ საღამოს ვკამათობთ.
...მე და უჩას ერთი გოგო მოგვწონს და ვეღარ ვძმაკაცობთ. ამ ბოლო დროს მისი ოჯახი კვლავ ინტენსიურად ამოდის ჩემთან.
...უჩამ გოგო დამითმო, ჩვენ ისევ დავძმაკაცდით. რითი გადავუხადო ამდენი სიკეთე?!
...ვიფიქრე ვიფიქრე და საბოლოოდ, გოგო დავუთმე ისევ უჩას.
...დღეს პირველად მოვწიე პლანი.
...დღეს პირველად გავსინჯე წამალი.
...დღეს უჩას პირველად გავასინჯე პლანიც და წამალიც.
...ჩვენ რომ გოგო მოგვწონდა გათხოვდა. სიძეს ”ლინკოლნი” ჰყავს.
...უჩა სახლიდან აღარ გამოდის. გამუდმებით უსმენს, "დოორზს" და "ნირვანას".
...უჩას ხუთშაბათს ვასაფლავებთ. ეს კვირა ინტენსიურად ვიმყოფები მის ოჯახში.
...მამა ელიზბარი ღვთისნიერი ვინმე გამოდგა, მართალია ორჯერ მეტი გადაგვახდევინა, მაგრამ მაინც აზიარა უჩა.
...ქალაქს უნდა მოვწყდე ცოტა ხნით, ავეჯს გავყიდი და სადმე წავალ.
...მამა ვნახე სიზმარში, რეიბანები ეკეთა და მაიამის მზეს ეფიცხებოდა, მერე უცბად, გაიბერა, გაიბერა და გასკდა. გავვარდი და წყალი გამოვივლე პირში.
...ნაბოზვარი მარიზა მაიმედებს არ ინერვიულო, დიდი ამბავი რეზინია და გაიხა, ჩემგან არაფრის შეგეშინდესო.
...უჩა ვნახე სიზმარში ..... ხარო მითხრა. ეს თვე ინტენსიურად ვიმყოფები მის საფლავზე.
...მეზობლის ბინა გატყდა, ოცდაათი ოჯახიდან ოცდაცხრა მე მადებს ხელს, ის ერთი მარტოხელა კაცია და იმ უბედურს ორივე ხელი ამპუტირებული აქვს.
...ნარზე ვწევარ და ვფიქრობ, უხელო კაცი როგორ იწმენდს ტრაკს.
...აგერ უკვე ორი წელია ქალთან არ ვყოფილვარ, ჩემი ახალი ოჯახის წევრები მირჩევენ მათსავით ”ქათმებში” ჩავიდე, ბოთლა არაყით, ან "პაჩკა" სიგარეტით.
...ნარზე ვწევარ და ვფიქრობ, რამდენი ორხელა არ ზრუნავს საკუთარ ტრაკზე.
..."პარაშასთან" ვდგავარ და ვფიქრობ, ხელი რომ არ მქონდეს რა მეშველებოდა?!
...ხვალ, იაალა!.. სიხარულს ვმალავ, ზაზას თოთხმეტი, გიას თორმეტი, კოღოს ცხრა. აუ, ეგრევე ნაბოზვარ მარიზას ვურეკავ, ცოლადაც მოვიყვან. თაფლობის თვეს შავი ზღვისპირეთში გავატარებინებ. ხმელთაშუას შევპირდები, მაგრამ მერე ვეტყვი, რომ წელს არ გამოვიდა. ცურვასაც ვასწავლი. უსინდისო ვიყო, ერთხელაც თუ გავახსენო, რომ ბოზია, მეტი რაღა უნდა მაგის ბოზი დედას...
... - ალო, მარიზ, მიცანი? - შე .....!!!
...ეს კვირა ინტენსიურად ვიმყოფები, შიდსით დაავადებულთა ცენტრში, მარიზას პალატაში.
...ეს წელი სისტემატურად მამყოფებენ შიდსით დაავადებულთა ცენტრში, ჩემს პალატაში.
...მე და მარიზა ვმეგობრობთ, შენზე აღარ ვბრაზობ, ჩემი ”კანეცი” მაინც ეს იყოო მითხრა.
...მარიზას ვეცოდები. ვაშლს მითლის ხოლმე და თეფშით შემოაქვს. არ ყოფილა ნაბოზვარი მე რომ მეგონა. გამომიტყდა ჩემი ოცნება ექიმობა იყოო. მეცოდება მარიზა. თეფშს წყალს ვავლებ და შემაქვს. ვატყვილებ ჩემი ოცნებაც ექიმობა იყო-თქო. ვეცოდები და ვაშლის გასათლელად ემზადება.
...უკვე ერთი თვეა რაც ხილი არ მიჭამია. აღარ მიყვარს, ვაშლი განსაკუთრებით. ზღვისპირეთში კაი ამინდებიაო, გადმოსცემს რადიო. ახლა ცურავს ალბათ მარიზა, ფორმალინში... მითხრა სულ ვილოცებ შენზეო. მე კიდე ნაბოზარი მეგონა.
...უცხოელი სპეციალისტები დამტრიალებენ თავს და გაცხარებულები არ აცლიან ერთმანეთს ლაპარაკს. ხელში ფურცლებს ატრიალებენ და გაკვირვებულები დამცქერიან. მე ჩემს ახალ მეგობარს ბურას ვეთამაშები. რა გოიმია, ისე "ვაწყობ" კარტს ვერც ხვდება. ასწორებს, სულ ვუგებ. ნეტა რამდენ ხანს იცოცხლებს, ამას რომ რამე მოუვიდეს მერე რა მეშველება, რიღათი გავერთობი?!
...ჩემმა უხელებო მეზობელმა მინახულა, ამ ჩემს მეგობარსაც გავაცანი. მარტო გოიმი კი არა, კრეტინიც ყოფილა, ამ უხელო კაცს გაცნობისას ხელი გაუწოდა. უხელებომ უბნის ამბები მომიყვა, თუმცა ისეთი არაფერი, ზოგი მოუკლავთ, ზოგი გაუუპატიურებიათ, ზოგი დაუჭერიათ, ეგ ვიღას უკვირს, მეთქი რამე ახალს იტყოდა. ჰო, ..... ისევ ცვივაო, ცვივა, ცვივა და ცვივაო.
...უცხოელმა სპეციალისტებმა, კიდევ უამრავი უცხოელი სპეციალისტი ჩამოიყვანეს. იმდენი რომ მთავარ ექიმს ვთხოვე, ან შენ კაბინეტში გადამიყვანე, რომ ყველა მოვთავსდეთ ან ქალაქის მუნიციპალიტეტში ვინმე გეყოლება ნაცნობი და მიშენების უფლება მოგვცენ-თქო.
...უცხოელმა სპეციალისტებმა და მათმა ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა კიდევ უამრავი უცხოელი სპეციალისტი ჩამოიყვანეს.
...დღეს მიშენებას ვიწყებთ, ვფართოვდებით. დამატებითი ასოცი კვადრატული მეტრი ხუმრობა არ გეგონოთ. დიდი მადლობა ბატონ გ. უ-ს.
...მე და ჩემმა მეგობარმა უცხოელ სპეციალისტებს სეკის თამაში ვასწავლეთ. კონი ხუთი დოლარი. ნეტა ჩემი ახალი მეგობარი ახალ წლამდე იცოცხლებდეს, კრეტინის თაობაზე ”ცინკები” კარგად დაამუღამა.
...მერსედესის ჯიპი ვიყიდო თუ ლინკოლნის?! ლინკოლნის უბრალოდ მუღამი მაქვს, მერსედესი გერმანულია. აუ, ოღონდაც კრეტინმა ახალწლამდე გამიქაჩოს.
...ამერიკელმა და გერმანელმა სპეციალისტებმა დახოცეს კინაღამ ერთმანეთი, გაგეცინებათ რაზე: ლინკოლნი ჯობია თუ მერსედესიო. რამოდენიმე სპეციალისტმა ”ფუფლო” გააკატავა, ზოგი გალოთდა, ჩემი ახალი მეგობარი ”ცინკებზე” ”დაიწვა”, მერსედესის და ლინკოლნის საკითხი ყოველ საღამოს კამათის მიზეზია და ხშირად ჩხუბით მთავრდება. მოკლედ, აირია მონასტერი.
...მთავარ ექიმს ვთხოვე თავის ოთახში, დივანზე დამაძინოს, აღარ შემიძლია ამათი ატანა.
...მთავარმა ექიმმა და ჩამოყვანილმა, იმათმა ჩამოყვანილმა და კიდე ჩამოყვანილების ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა გაოცებულებმა მახარეს, შენს სიცოცლხეს საფრთხე აღარ ემუქრება და მალე გაგწერთო.
...გადავრჩი?! ნუთუ ..... ვარ?!
...უჩა ვნახე სიზმარში. მე ისევ ათეისტი ვიყავი, უჩა თეისტი, ისევ წავკამათდით.
- ღმერთი შეცდა შვილი, რომ დაბლა ჩაუშვა სათამაშოდ! - სისულელეებს როშავს უჩა და ყოველ ღამე ძილს მიტეხავს.
...მე ისევ ათეისტი ვარ, უჩა თეისტი, თუმცა აღარ ვკამათობთ და მშვიდად მძინავს.
...ჩემს ეზოში უამრავი ..... ყრია. ვინ ყრის ვერაფრით დავადგინე.
...ამ დღიურს დავწვავ, მერე ან თავს მოვიკლავ ან გავლოთდები ან რავი რამე ბიზნესს დავიწყებ. რა აზრი აქვს რას ვიზამ, მეორედ მოსვლა მაინც არ იქნება!
კოშმარი:
ღმერთი ერთხელ უკვე შეცდა! - მაინც არ მეშვება უჩა
ქუჩაში, პრეზერვატივების გროვაში ვგდივარ, დაგლეჯილი "რიბოკის" ბოტასები მაცვია...
2010 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. რამესმის პროზის. წასაკითხად გაასწორა.. რამესმის პროზის. წასაკითხად გაასწორა..
15. სადაც ასე ხედავენ იქ " მეორედ მოსვლა არ იქნება! " - გავიმეორებ მეც
სადაც ასე ხედავენ იქ " მეორედ მოსვლა არ იქნება! " - გავიმეორებ მეც
14. მე ძალიან მომეწონა ^_^ +++ მე ძალიან მომეწონა ^_^ +++
13. დიდი ტექსტია და მიუხედავად ამისა ინტერესით ჩავიკითხე. კარგია, მე ძალიან მომეწონა.5 დიდი ტექსტია და მიუხედავად ამისა ინტერესით ჩავიკითხე. კარგია, მე ძალიან მომეწონა.5
12. ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
11. ამ ტექსტს განდონები რომ მოაცილო, ვფიქრობ, არაფერი დარჩება. ნეტა, თუ შეიძლებოდა, ავტორს განდონები სხვა რამით შეეცვალა?
მომეწონა. ამ ტექსტს განდონები რომ მოაცილო, ვფიქრობ, არაფერი დარჩება. ნეტა, თუ შეიძლებოდა, ავტორს განდონები სხვა რამით შეეცვალა?
მომეწონა.
10. თბილისის ფორუმზე ვპოსტავ, მაგრამ ამ ნიკით, ან მისი რამე ინტერპრეტაციით არასდროს დამიპოსტავს :) ჰმ... ძილში ხომ არ ვმაიმუნობ რაღაცას? :D :D :D თბილისის ფორუმზე ვპოსტავ, მაგრამ ამ ნიკით, ან მისი რამე ინტერპრეტაციით არასდროს დამიპოსტავს :) ჰმ... ძილში ხომ არ ვმაიმუნობ რაღაცას? :D :D :D
9. თბილისის ფორუმი, ნიკიც იგივე იყო. თბილისის ფორუმი, ნიკიც იგივე იყო.
8. მადლობა კომენტარებისთვის ;)
ნეფერტარს: მომიწევს ვთქვა, რომ მე ის არ ვარ, ან უბრალოდ ვერ ვიხსენებ, ერთერთი ფორუმის მომხმარებელი ვარ 2002 წლიდან და 5000-ზე მეტი პოსტი მაქვს გაკეთებული, რომელ ფორუმზეა საუბარი? :) მადლობა კომენტარებისთვის ;)
ნეფერტარს: მომიწევს ვთქვა, რომ მე ის არ ვარ, ან უბრალოდ ვერ ვიხსენებ, ერთერთი ფორუმის მომხმარებელი ვარ 2002 წლიდან და 5000-ზე მეტი პოსტი მაქვს გაკეთებული, რომელ ფორუმზეა საუბარი? :)
7. ავტორო, მე ფორუმზეც მომწონდა შენი ნაწერები... ახლაც მახსოვს დიდებული ჰიმნი ულამაზეს ფეხებზე და არასოდეს დამვიწყებია. ახლა არ თქვა მე-ის, არ ვარო, იგივე ხელწერაა, აზრის თანამიმდევრულობაც იგივე.
5. ავტორო, მე ფორუმზეც მომწონდა შენი ნაწერები... ახლაც მახსოვს დიდებული ჰიმნი ულამაზეს ფეხებზე და არასოდეს დამვიწყებია. ახლა არ თქვა მე-ის, არ ვარო, იგივე ხელწერაა, აზრის თანამიმდევრულობაც იგივე.
5.
6. ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
ავტორი: იმბეცილი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 1
4. ზედმეტად ნაცნობი ავტორი.
ნაწერი არ მომწონს. წერა რომ შეუძლია, კი იცის. ზედმეტად ნაცნობი ავტორი.
ნაწერი არ მომწონს. წერა რომ შეუძლია, კი იცის.
3. ძალიან მომეწონა, ძალიან! ძალიან მომეწონა, ძალიან!
2. თითქმის რომანია, იმდენი რამაა ნათქვამი ყოველი წინადადებით.
მთხრობელის თვითირონიაა ძალზე ეფექტური.
თითქმის რომანია, იმდენი რამაა ნათქვამი ყოველი წინადადებით.
მთხრობელის თვითირონიაა ძალზე ეფექტური.
1. :3 რა თქმა უნდა, მაგარია! :3 რა თქმა უნდა, მაგარია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|