ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მართალი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2014


ჩერდები


ბევრჯერ გადავლილ საფეხურებს კვლავ გადაივლი,
მერე ჩერდები,იფიქრებ და ასე გადაწყვეტ.
ყველა ეპიზოდს  წარსულიდან გამოვლილს,დაცლილს,
გადაარჩევ და ახარისხებ სულ ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

საკუთარ თავთან რჩები ახლა კეთილგანწყობით,
მერე მოგონილს არ უჯერებ,აღარც კი უსმენ.
საუკეთესოს დაუჯერო- ასე გაწყობს და
სუყველა ტყუილს სიმართლეს და ნამდვილს მიუსევ.

დაიმახსოვრე დარჩენილი ყველაფერი და
ყველა მოვლენა სამერმისოდ თუკი არ იცლის
ნააანგარიშებს და გადათვლის გუშინდელიდან
დღევანდელ დღესაც დაიმგვანებს -ტყუპისცალივით.

დავიწყებისთვის ყველა ამბავს ვერა და ვერ თმობ.
საკუთარ აზრებს დაიცავდი ახლა წესივით.
დრო ჩერდება და მერე ისევ ყველაფერს იცნობ
და კითხვის ნიშნებს შეცვლი უკვე მრავალწერტილით....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები