ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2008


მზე ვიყავი და მთვარე ვშვი...

მზე ვიყავი და მთვარე ვშვი,
მკერდზე მივიკარ მაშინვე,
გამოვიღვიძე, სიზმარი მახსენდება და მაშინებს...
ცა მოქუფრული უსმენდა ჩემგან გასროლილ კივილებს,
არ მიამებდა არავინ სამშობიარო ტკივილებს.
მეფე ღამეთა, მთვარე ვშვი,
მკერდზე მივიკარ მაშინვე,
გამოვიღვიძე დავხედე,
მუცლის სიმშვიდე მამშვიდებს,
მზე კი არადა, ქალი ვარ,
მკერდქვეშ ვატარებ სამყაროს,
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ყრმა ვშვა
და ვინმემ იმასთან გამყაროს...
მზე ვიყავი და დავღონდი, ჩვილი წამართვეს მკერდიდან,
ძუძუსთავს მისი წილი რძე ცრემლებად გადმოეკიდა...
მზე ვიყავი და დავბნელდი შვილთან შეხვედრის იმედით,
იმდენი მაინც შევძელი, სხივის მანძილზე მივედი,
ჩემი ფერმკრთალი პატარა ლანდივით გაქრა ღრუბლებში,
ავტირდი ჭექა-ქუხილად, წვიმამაც ვერ მცა ნუგეში...
მზე კი არადა, ქალი ვარ, დედა ადამის ნატეხის,
გავიღვიძე და ვაგროვებ სიზმარს სარკეში გატეხილს... 
ქალი ვარ, შენი მიწა ვარ, რომ ჩამეკრა და გადარჩე,
შენს გაგრძელებას როცა ვშობ, მერე მიხვდები დანარჩენს...
მზე ვიყავი და მთვარე ვშვი, მკერდზე მივიკარ მაშინვე,
მზე მხოლოდ სიზმრად ვიყავი, ჰოდა ახლა ეს მამშვიდებს.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები