ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2014


დედა, ისევ ისე ვეწევი...

(ვარიაციები ელენა ვაენგას სიმღერის ტექსტებზე)

მუსიკა, სიგარა, აბსენტი,
ღამე თავნებობას უხდება.
რაღაც სხვანაირი აქცენტით,
მიყურებთ ნაშიშვლებ მუხლებზე...
ისევ თავგადასვლებს დავეძებ,
სიმშვიდე ავიგდე აბუჩად.
დილამ თქვას დასკვნები ღამეზე,
ახლა რომ თვალები არ უჩანს...
დედა, ისევ ისე ვეწევი,
ისევ არ მასვენებს გამჩენი!
ჯერ პასუხგაუცემ შენს წერილს,
სიზმარი ბრალდებად მაჩეჩებს...
ჯერ შავად ნაწერი ყოფა მაქვს,
ოდესმე ხომ გადავათეთრებ...
ჯერ ამაოებამ მომთაფლა,
ვნებების საწუწნი "კანფეტით"...
ჯერ ისევ ვუყვარვარ ფორიაქს,
თავი დასაკარგად მეძახის!
ჩემს წლებს ჯერ სიგიჟის ფონი აქვთ,
ჭკვიანი ვერა და ვერ გავხდი!..
დედა, შენი უღვთო დუმილი
მთავარი თემაა ამ წუთას.
ხომ ვიცი, როგორი გული გაქვს,
შენმა უცრემლობამ "გამწუწა"...
დედა, ისევ იმდენს ვეწევი,
მიწა ამოვიცვი ქალამნად.
იქნებ და, ჩემ ბედსაც ვეწიო,
ქარის რომ მიუძღვის ქარავანს...
ჯერ კი თრიაქივით მაბრუებს,
ტანში სიყმაწვილის თარეში.
დედა, გთხოვ ჯერ ნუ დამაბრუნებ,
თუმც, მარტოც არ უნდა გაგეშვი...
  02.02.14




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები