ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიატა
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2014


მინიატურა

ყვითელი ავტობუსიდან ძლივს ჩამოაღწია, გზა მუჯლუგუნებით გაიკვლია და მიწისქვეშასკენ გაეშურა. ალაგ–ალაგ შეჭუჭყული თოვლი შემორჩენოდა უსიცოცხლო  ასფალტს . ყინვის მაგიურ ძალას დაეხშო მისი სისხლძარღვები და ვერცერთ კიდურს ვეღარ გრძნობდა.     
  კიბეზე ჩამომჯდარ ქალთან შეჩერდა. ქალი მრავალ ფენა ძონძებში იყო დაგრაგნილი, თავი მკერდში ჩაერგო და აკანკალებული ჭუჭყისფერი ხელი კალთაზე უსულოდ  ჩამოჰკიდებოდა...     
კიბეზე ჩაიმუხლა...თვითონაც არ იცოდა , რატომ მოუნდა ამ ქალის თვალებში ჩახედვა, იქ რა უნდა ამოეკითხა. პირიდან ნუგეში ამოართქლა, ქალს იდაყვზე ხელი მოჰკიდა და თავისკენ შემოაბრუნა, მაგრამ ამაოდ. ძონძებშიგადახვეულმა თავი უფრო მიაბრუნა და სახე ხელებში ჩამალა...მიუხვდა უნდობლობას, ადამიანურ სირცხვილს მიუხვდა, მეტი აღარ შეაწუხა, თავის ტკივილთან დატოვა ისევ ისე მიწასმიყინული და გამოქანდაკებული... უსულო ხელი გამოუშალა და ის ჩაუდო, რისი მიცემაც იმ წუთას შეეძლო.
მერე გზა უმიზნოდ  განაგრძო , ძარღვებში სისხლი ამოძრავდა, ყველა ჭრილობა გაეხსნა ისევ... თვალწინ ის ქალი ედგა, ტკივილიან სახეს ძონძებში რომ მალავდა, მაინც რატომ მოუნდა მის თვალებში ჩახედვა? თანაგრძნობის გამოსახატად თუ  თავისი უპირატესობა უნდოდა ეგრძნო? მაგრამ სად ჰონდა ეს უპირატესობა? ჭრილობებმა თავი შეახსენეს და ახლა ამ ქალის ადგილას მოუნდა ყოფნა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები