 | ავტორი: ჰელლადოს ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2014 |
დე, არ დაკეტო ეგ კარები, ახლა, ბოლომდე, ჩაძინებამდე შეგიძლია ჩემთან რომ იყო? დე, ისევ ვხედავ უზარმაზარ საშიშ ორმოებს, მე იქ უშენოდ გავრბივარ და ვვარდები თითქოს.
მე რამდენიმე გაზაფხულის შემდეგ კი დედი, ხელში მიჭირავს ხმელი ფოტო პატარა ბიჭის. მახსოვს, მუხლნატკენს, ცრემმორეულს როგორ მისმენდი და მთელი გულით გაცინებას რომ მასწავლიდი.
თვრამეტი წლის ბიჭს თვალებიც კი არ შერჩა ძველი, მხოლოდ სურვილი - ყოველთვის რომ შენს გვერდით იყოს და უსაზომოდ მენატრება რაც მე წავედი, ჩაძინებამდე ჩაუქრობი სინათლის სითბო.
და წერტილამდე, დედა, ალბათ, ჯერ ვერ მივედი სულში კი წვეთავს უნდობლობა პატარა ბიჭის, თავი მომბეზრდა, დედა, უკვე ამდენ წვიმებით, დღეს, უშენობას ვერაფერი ვერ გადამიჭრის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა :) გაიხარეთ, უღრმესი მადლობა :)
12. მეც მომეწონა.ოო დედა ამ ქვეყნად ყველაზე დიადი და ყოვლის შემძლეა ჩვენთვის. ++ და წარმატებები ჩემგან მეც მომეწონა.ოო დედა ამ ქვეყნად ყველაზე დიადი და ყოვლის შემძლეა ჩვენთვის. ++ და წარმატებები ჩემგან
10. კარგი ლექსია კარგი ლექსია
9. თბილი და გულწრფელია. თბილი და გულწრფელია.
8. დიდი სითბოა. ++ დიდი სითბოა. ++
7. და უსაზომოდ მენატრება რაც მე წავედი, ჩაძინებამდე ჩაუქრობი სინათლის სითბო. რა სევდიანია ++ და უსაზომოდ მენატრება რაც მე წავედი, ჩაძინებამდე ჩაუქრობი სინათლის სითბო. რა სევდიანია ++
6. ძალიან კარგი:) ძალიან კარგი:)
5. გმადლობთ თქვენ ამ შეფასებებისთის. ბუდულა უბრალოდ ეს მონატრებაა, ღვთის წყალობით, მშვენიერი ადამიანის. გმადლობ :) გმადლობთ თქვენ ამ შეფასებებისთის. ბუდულა უბრალოდ ეს მონატრებაა, ღვთის წყალობით, მშვენიერი ადამიანის. გმადლობ :)
4. ჩემი შვილის სიტყვები ძილის წინ: ჩამაბულულე, დე...
სამწუხაროა, თუ ბოლო სტრიქონი სიმართლეა :( ჩემი შვილის სიტყვები ძილის წინ: ჩამაბულულე, დე...
სამწუხაროა, თუ ბოლო სტრიქონი სიმართლეა :(
3. კარგია.. .. სიმართლე და გულწერფელობა საუკეთესოო. წარმატებები. კარგია.. .. სიმართლე და გულწერფელობა საუკეთესოო. წარმატებები.
2. დე, არ დაკეტო ეგ კარები, ახლა, ბოლომდე, ჩაძინებამდე შეგიძლია ჩემთან რომ იყო? დე, ისევ ვხედავ უზარმაზარ საშიშ ორმოებს, მე იქ უშენოდ გავრბივარ და ვვარდები თითქოს.++ დე, არ დაკეტო ეგ კარები, ახლა, ბოლომდე, ჩაძინებამდე შეგიძლია ჩემთან რომ იყო? დე, ისევ ვხედავ უზარმაზარ საშიშ ორმოებს, მე იქ უშენოდ გავრბივარ და ვვარდები თითქოს.++
1. ლამაზი ყვავილებისგან შეკრულ თაიგულს ჰგავს.. სადაც უბრალოდ ყვავილების სწორად განლაგებაა საჭირო მეტი სილამაზისთვის)) სიკეთე ავტორს ლამაზი ყვავილებისგან შეკრულ თაიგულს ჰგავს.. სადაც უბრალოდ ყვავილების სწორად განლაგებაა საჭირო მეტი სილამაზისთვის)) სიკეთე ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|