 | ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა 13 თებერვალი, 2014 |
ჩემს გურულ ბაბუას პირველი შვილიშვილი ბიჭი უნდოდა, მაგრამ მე გავჩნდი!.. ბაბუმ იხტიბარი არ გაიტეხა და ცოტა რომ წამოვიზარდე მაინც იმას მასწავლიდა, ბიჭისთვის რომ იქნებოდა უფრო უპრიანი... ზაფხულობით მშობლების გარეშე გურიაში გამწესება დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ, ერთ ზაფხულს ჩემმა მშობლებმა თბილისის ხვატს გურიის ჩერო რომ ამჯობინეს, ასე აღმოვჩნდი ბებია-ბაბუის კალთაში. როგორი იყო ეს „კალთა“ საკუთარ თავთან ერთად თქვენც გიამბობთ... სოფლის ბავშვები ჯერ შორიდან მზვერავდნენ, შემოყოფდნენ მეჩხერ ღობეში თავს და „ვინცხა გოგონას“ მეძახდნენ. ბებია სულ მაქეზებდა, - მიდი, ნენა, გეერიე ბაღნებშიო! ჰოდა, მეც გავერიე, მაგრამ, ვაი ამ გარევას! პირველივე დახუჭობანა იმით დამთავრდა, რომ მკრეს ხელი და დედა ღორი რომ ტალახის აბაზანას იღებდა, იმ ტლაპოში აღმოვჩნდი... არა და, ახალი დაბანილ-გაქუთქუთებული, თავზე ძმარგადანავლები... შეიცხადა, მარა, რა შეიცხადა ფატიმ, 2 წუთში მთელი სოფელი ჩვენს ჭიშკართან გაჩნდა. რომ გაიგეს, რაც მოხდა, კი ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი, მაგრამ, აბა, ერთი ჩემთვის ეკითხათ? არავის დანახვა არ მინდოდა, ტალახისფერი ცრემლებით ვტიროდი და თბილისში მინდა- მეთქი, გავიძახოდი... დაფაცურდა ბაბუა, დაანთეს შუა ცეცხლი, გამიცხელეს წყალი და დიდ მამაპაპურ აბაზანაში მაბანავეს. ბოლოსკენ ბებიამ თავზე კვერცხი დამატეხა, თმას გაგისლიკინებსო. ახლა, ამაზე მოვრთე ბღავილი - არ ვუყვარვარ ფატი ბებიას, კვერცხებს მამტვრევს თავზე -თქო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ტლაპოს ინციდენტი ამით ამოიწურა, ფატის შიშით ვინღა გაბედავდა ჩემს ხელყოფას. მეორე დღიდან აღარ მეძახდნენ „ვინცხა ბაღანას“. ასე მივიღე ამ გაფრონცქილმა თბილისელმა გურულ ტლაპოში ნათლობა... ბაბუა ყოველ წელს ხდიდა არაყს თითქმის ყველაფრისგან, თუ რამე ხილი იყო ეზოში. პირველად მაშინ გავიგე, რა ხილი იყო კურკანტელი და კორკიმელი. ეზოს განაპირას დიდი მუხა იდგა, პატარა რუც მოწანწკარებდა (სანამ ერთმა თვალნავსმა მეზობელმა არ გადაუკეტა გზა) და სწორედ ამ მუხის ჩეროში დგამდა ალიოშა ბაბუ არყის სახდელ აპარატს, სამფეხა ჯორკოებს, ტაბლას, ზედ არყის მომყოლებად წოდებულ მისაჭმელსაც და იწყებდა ჩემს დამოძღვრას. - თამრიკა, ბაბუ, არაყი პაწა ჭიქებით უნდა დაილიოს, სათითეებით, სასმელი კი არ უნდა მოგერიოს, შენ უნდა მოერიო მასო, ქართული სუფრა მარტო სმა-ჭამა კარაა, აგი ურთიერთობაა, ჭკვა-გონების ვარჯიშია და კარგად დამაყურე ბაბუ, ზღაპრული ჯინივით სიყვარულის ამოსვლაა დოქიდანო!.. მერე მოყვებოდა სადღეგრძელოების რიგითობას, რომელი უნდა გეთქვა პირველი, მეორე, მესამე და რატომ. გადმოდგებოდა ფატი ბებია აივანზე და სულ გააბდლდი აგი ბერიკაცი, ბიჭი კი არაა აი, ბაღანა, გოგოა, გოგოო! - შეახსენებდა ქართული სუფრის მადლსა და მარილში ჩემს გამათვითცნობიერებელს. გამოხდა ხანი და კი გამომადგა ბაბუაჩემის „სწავლანი ქართულ სუფრასა ზედა“. მთლად სიმონიკა სხირტლაძეობას ვერ დავიკვეხნი, მაგრამ, ალიოშა რომ არ დაიწუნებდა, ისეთი თამადა კი გამოვდექი სადაქალ-საახლობლოში, თან იმასაც მოეფინა ნათელი ყველა სასმელს რატომ მირჩევნია „ოტკა“... ბაბუას არყის გამოხდას მთლად უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ერთ მშვენიერ დღეს მე შევიქენი ამ ერთმანეთს ტკბილად შებერებულთა ჩხუბის მიზეზი. ბაბუამ ერთი სათითე მომაწოდა, ერთი სახარება შეგვეწიოსო და მეც გადავკარი. ასე 9-10 წლის კი ვიქნებოდი უკვე. ჯერ ნაპერწკლები გადმომცვივდა, მერე მდუღარება ჩამესხა საყლაპავში და ამ დროს გადმოდგა ბებია ფატი აივანზე. ჩემი ორბიტიდან გადმოცვენილი თვალები რომ დაინახა, კი მიხვდა, რაც მჭირდა... -ალიოშა, შენ მეესპე შენს პატრონს, შენ გამოგწვას ყრონტი მაგ ბრაზივით არაყმა ისთე, რაფერც ჩემს ანგელოზივით ბაღანას, ტიტუ, ტიტუ, დამაფსე ქალი ხომ, ამას რომ რამე მუუვიდეს, გადაგასხამ მაგ სასიკტილე ოტკას და წაგიკიდებ ცეცხლსო!!! - ამ ყველაფერს ისე დამაჯერებლად ამბობდა ფატი, რომ ალიოშას ცოტა არ იყოს, ემცხეთა ასეთი პერსპექტივა. მტაცა ხელი და იქვე მდგარი თუნგიდან მასხურა ცივი წყალი, მერე საფეთქლები დამიზილა, მერე პირში სულიც მიბერა და როგორც იქნა, მომასულიერა. მთელი საღამო არც ნარდი უთამაშია მეზობელთან, არც ტელევიზირისთვის შეუხედავს, იჯდა ასე, დარცხვენილი ბავშვივით კუთხეში. ძილის წინ ერთი კი წამოილუღლუღა, რამ გამააბდლა ამ ხნის კაციო... სამაგიეროდ, მეორე დღეს კაი ხნის დანაპირები ნარდის თამაში მასწავლა. ნეკა თითზე ფრჩხილი ჰქონდა წაზრდილი და ისე ოსტატურად გააპარებდა იმ ფრჩხილით ქვას, რომ ვერაფრით მიხვდებოდი, მაგრამ, მე რისი მაკვარანცხი ბაღანა ვიყავი, ბაბუს ეშმაკობა არ შემენიშნა. ქვას რეიზა მპარავ ბაბუ-მეთქი? - ვიკითხე და იქ დაესვა წერტილი ჩემს დიდ მონარდედ ქცევას... კარგად მღეროდა ალიოშა ბაბუ, ბუბუნა ხმა ჰქონდა, სოფელში განთქმული ბანი იყო. ღობეს წნავდა თუ წალდს ლესავდა, ისე ჩაიუბუნებდა, არაფერი ჯობდა მის მოსმენას... საოცრად გულთბილი და გულჩვილიც იყო. პატარა რაღაცაზე თვალზე კურცხალი ადგებოდა. ძაღლი გვყავდა ეზოში, სახელად გვაჯი. ერთხელ ვკითხე ბაბუს, ამ ძაღლს დაგვაჯულის არაფერი ეტყობა და ეს სახელი რატომ შეარქვი-მეთქი? -ბაბულიკა, ახლა კია ტანადი და თვალადი, მარა, რომ მევიძიე, იმფერი იყო, სახლში არ შემოიშობოდა, გატყაული, დაჩორთვილი, ფეხებდაბრეცილი, მარა, თვალები ჰქონდა ნამეტანი საწყალი და ჭკვიანი. ჩემზა ვთქვი, - ამ ლეკვს ისეთ ძაღლად ვაქცევ, იქეთ დაჰყეფს მის ბედს-თქვა და ქეც მეიყარა ამფერი... გვაჯიმ ჯერ ბაბუა გაისტუმრა იმ ქვეყნად, ისე იტირა პატრონი, კინაღამ ჩვენს გადასულს მივეწიეთ... ჩემს დაბადების დღეს გარდაიცვალა ალექსანდრე ბოლქვაძე... წინათგრძნობითაც გვაჯიმ გვაჯობა... ჩემი ძმა რომ დაიღუპა, სანამ რამეს გავიგებდით, სამი დღე არც ჭამა და არც წყალს დააკარა პირი... გვიან მივხვდით, თურმე რატომ... სამფეხა სკამი გამიგია, მაგრამ სამფეხა კატა -არა. ისიც შეიკედლა ბაბუს მოწყალე გულმა. სამფეხა კი იყო, მაგრამ სნაიპერივით ნადირობდა თაგვებზე. ისიც მახსოვს სამფეხა კატამ ოთხფეხა გვაჯის ხეზე როგორ აასწრო და იქიდან იქედნურად გადმოხედა... ეზოში ზღარბიც დაბაჯბაჯებდა. გამოვეკიდე, დაჭერა მინდოდა, მაგრამ ბებიამ შეგორგლილი ჩაიგორა კალთაში. ცოტა ხანს მათვალიერებინა, მერე მითხრა - ამასაც ქე ჰყავს, ნენა, მისი ბაღნები და აგი ვაშლები, ზურგზე რომ მოუკოტავებია, იმიზა უნდა, გოუშვათ ახლა მიზდაო... ჩვენს ეზოში ყველა სულიერი ბინადრობდა, მაგრამ არაფრის ისე არ მეშინოდა, როგორც ინდაურის. ის რომ „კულუ, კულუს“ დაიძახებდა, ჩიჩახვს ჩამოიბერავდა და ნახევარ წრეს დაარტყამდა, მე ბაბუს ფავარებდი თავს. - მაგ ინდოურის საცივს გაჭუმ ბაბუა მე შენ, თუ ვყოფილვარ ალიოშა ბოლქვაძეო - ჩუმად მეუბნებოდა ბაბუ, თან შეთქმულივით, თვალს მიპაჭუნებდა. „მუჭა-მუჭა“ მიყვარდა ძალიან. ბაბუს შერქმეული იყო ეს სახელი. ცხელ ჭადში ჩადებდა ყველს, პატარა კვერის ფორმას მისცემდა და ა, თამრიკა, მზადაა შენი მუჭა-მუჭაო. ახლა ასეთებს მე ვუკეთებ ჩემს ანასტასიას, ჯერ ჭ-ს ვერ ამბობს და „მუწა-მუწა“-ს ეძახის... ბაბუას ერთი და ჰყავდა, ტასო. იქვე ცხოვრობდა, ჩვენს გვერდით. მთელ სოფელში ასეთ ლამაზ და სუფთა ქალს ვერ ნახავდი. საოცრად მუჟუჟუნე ცისფერი თვალები ჰქონდა, კარგად თუ დააკვიდებოდი, შიგ გვირილებიც მოჩანდა. (მაინც რა არის ეს დალოცვილი გენეტიკა, ტასოსნაირი თვალები, თავის გვირილებიანად მარტო მე და მამას გამოგვყვა)... სამზადის მიწური ისე ჰქონდა ენით გალოკილი, ნამცეცს ვერ ნახავდი. დაილაპარაკებდა და თაფლი და შაქარი ამოსდიოდა პირიდან. -ნენავ სულო, ნენავ გულო, ნენავ, ჩემო დახატულო! - ამ სიტყვებით იცოდა ჩემი მოფერება. მე ვდნებოდი... უწონადობა მაშინ კი არა, მგონი, ახლაც არ ვიცი წესიერად რა არის, მაგრამ რაღაც ასეთი კი მემართებოდა... ინდაურის რომ მეშინოდა, ტასომაც იცოდა. იმ საზიზღარი ინდაურის გამო, მახსოვს, ტასო ბებიამ შეშინებულისა რომ შემილოცა. ის შელოცვა ახლაც ყურში მაქვს, მასავით ტკბილი და თბილი. მერე? ბევრმა წყალმა ჩაიარა... იდგა ჩემი ბავშვობისსუნიანი და კუჭევაშლისგემოიანი ოდა წლობით თავჩაქინდრული, არც ალიოშას ბანი ხდიდა ჭერს და არც ფატის ლოცვა უმაგრებდა კოჭებს, აღარც ის რუ მოწანწკარებდა ეზოს ბოლოში და ის მუხაც შეშად დაეჩეხათ სხვის ჭირზე ღობეს ჩხირად მოსობილ მეზობლებს... ახლა ადგილის დედად დედაჩემია იქ. ამ თბილისელმა ქალმა კიდეც დაბარა, კიდეც დათესა და ჭირნახულიც (თვითონ უდიდეს ჭირნანახმა) მთელი სოფლის გასაკვირი მოიწია. ზაფხულობით მარიამი, გიორგი, ლიკუნა და ჩემი შვილიშვილი, ანასტასია დარბიან ეზოში, ახლა ტასო დასდევს წიწილებს, იმ წიწილებს, ბაბუაჩემის შემოდგომამ რომ დაითვალა... 13.02.14
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. დიდი მადლობა, ჩემო უმა, მიხარია, თუ ჩემმა მოთხრობამ შენს მოგონებებშიც გამოგზაურა... დიდი მადლობა, ჩემო უმა, მიხარია, თუ ჩემმა მოთხრობამ შენს მოგონებებშიც გამოგზაურა...
36. ბოლო ორი პასაჟი შედევრია საერთოდ. ხომ იცით, როგორ მომწონხართ? არ გახსოვთ ქალბატონი თამარ ბოლქვაძისსაავტორო გადაცემა "ეძიე ქალი"? ეს უნდა გენახათ. როგორი აკადემიზმი შეზავებული სილაღეს, როგორი დასამახსოვრებელი იმიჯი. საოცრად საინტერესო ხმა და გარეგნობა. თქვენ ნამდვილი იდუმალი ქალი ხართ. მიყვარხართ. კიდევ იმისთVისაც ვისიამოვნე ძლიერ, რომ მეც გურული გოგო ვარ და ბევრი რამ გამახსენდა. ყველა კ-ვერ გაიგებს მაკვარანცხს, აბა! ყველას კ-არ გაუკეთებია "მუჭულები" (ჩვენ ასე ვეძახდით). ყველას თავისი უყვარს, მე კი აქ განსაკუტრებით ჩავთბი. ჩემო ტკბილო ქალბატონო, მადლობა დიდი ამ მოგზაურობისთვის გურულ ბავშვობაში+++კარგ ხასიათზე დავდექი და ჩათვალეთ, რომ ჩემი მადლი მოისხით. ჰო, ჩემ ბაბუსაც უყვარდა ნარდი, ოღონდ ნეკზე პირიქით - გრძელი ფრჩხილი ჰქონდა. ბოლო ორი პასაჟი შედევრია საერთოდ. ხომ იცით, როგორ მომწონხართ? არ გახსოვთ ქალბატონი თამარ ბოლქვაძისსაავტორო გადაცემა "ეძიე ქალი"? ეს უნდა გენახათ. როგორი აკადემიზმი შეზავებული სილაღეს, როგორი დასამახსოვრებელი იმიჯი. საოცრად საინტერესო ხმა და გარეგნობა. თქვენ ნამდვილი იდუმალი ქალი ხართ. მიყვარხართ. კიდევ იმისთVისაც ვისიამოვნე ძლიერ, რომ მეც გურული გოგო ვარ და ბევრი რამ გამახსენდა. ყველა კ-ვერ გაიგებს მაკვარანცხს, აბა! ყველას კ-არ გაუკეთებია "მუჭულები" (ჩვენ ასე ვეძახდით). ყველას თავისი უყვარს, მე კი აქ განსაკუტრებით ჩავთბი. ჩემო ტკბილო ქალბატონო, მადლობა დიდი ამ მოგზაურობისთვის გურულ ბავშვობაში+++კარგ ხასიათზე დავდექი და ჩათვალეთ, რომ ჩემი მადლი მოისხით. ჰო, ჩემ ბაბუსაც უყვარდა ნარდი, ოღონდ ნეკზე პირიქით - გრძელი ფრჩხილი ჰქონდა.
35. 'ბაობაბის" ნაირი ვერა, მაგრამ მაინც კარგია... ბავშვობაში მეც ბიჭურ რაღაცებს მასწავლიდნენ :)))))))) 5 `ბაობაბის" ნაირი ვერა, მაგრამ მაინც კარგია... ბავშვობაში მეც ბიჭურ რაღაცებს მასწავლიდნენ :)))))))) 5
34. სიმართლე რომ ვთქვა უფრო პოეზიას ვირჩევდი რომ წამეკითხა აქ. მაგრამ პროზაც ისეთი გემრიელი იყო. 5 ქულა.
სიმართლე რომ ვთქვა უფრო პოეზიას ვირჩევდი რომ წამეკითხა აქ. მაგრამ პროზაც ისეთი გემრიელი იყო. 5 ქულა.
33. ვაიმე! გუგას მგონი სიმონ სხირტლაძის თაობის ვგონივართ! ნეტა, კი ვყოფილიყავი ან თანამეიხე ან მოსწავლე მისი! იქნებ მაშინ მაინც რამე გამომდნარიყო ჩემგან!
მაპატიეთ, თანანა, ასე შემოჭრა. ვაიმე! გუგას მგონი სიმონ სხირტლაძის თაობის ვგონივართ! ნეტა, კი ვყოფილიყავი ან თანამეიხე ან მოსწავლე მისი! იქნებ მაშინ მაინც რამე გამომდნარიყო ჩემგან!
მაპატიეთ, თანანა, ასე შემოჭრა.
32. კარგად უთქვამს ბაბუათქვენს: მისდა დაწერილი უფროა სხვისდაო. ჩემი გურია და ათასი მოგონება გამიცოცხლეთ თვალწინ. კარგად უთქვამს ბაბუათქვენს: მისდა დაწერილი უფროა სხვისდაო. ჩემი გურია და ათასი მოგონება გამიცოცხლეთ თვალწინ.
31. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემიფასეთ, გამამხნევეთ და სტიმული მომეცით... დიდი მადლობა ყველას, ვინც შემიფასეთ, გამამხნევეთ და სტიმული მომეცით...
30. ვერაფერს იტყვი ღირსეული გამოდგა პროზაში შენი დებიუტი:) მე მგონი იმფერს დაწერ შენს მერე ძარლივით რომ დაყეფს აი, პროზა:) მე კი ბაბუაშენოვით მადგებოდა თავლზე ცრემლი და კი მივხვდი რომ მარტო ასაკის ბრალი არ იყო მაი:))) ვერაფერს იტყვი ღირსეული გამოდგა პროზაში შენი დებიუტი:) მე მგონი იმფერს დაწერ შენს მერე ძარლივით რომ დაყეფს აი, პროზა:) მე კი ბაბუაშენოვით მადგებოდა თავლზე ცრემლი და კი მივხვდი რომ მარტო ასაკის ბრალი არ იყო მაი:)))
29. ძალიან, ძალიან კარგია. +5 ძალიან, ძალიან კარგია. +5
28. კარგია! ასე მგონია, მუხართან ვსხედვართ და ამბებს გვიამბობ, ყველას აქვს რაღაც სახსოვარი, მაგრამ თქვენ ,რომ შეგიძლია ყოვევე ეს მოიტანო მკითხველამდე ასე ლამაზად , ემოციურად ეს არის ნიჭი. ძალიან მომეწონა, თუმცა მე, როგორც თქვენი მუდმივი მკითხველი , პოეზიაში უფრო გხედავთ. ჩემი შეფასება უმაღლესი! კარგია! ასე მგონია, მუხართან ვსხედვართ და ამბებს გვიამბობ, ყველას აქვს რაღაც სახსოვარი, მაგრამ თქვენ ,რომ შეგიძლია ყოვევე ეს მოიტანო მკითხველამდე ასე ლამაზად , ემოციურად ეს არის ნიჭი. ძალიან მომეწონა, თუმცა მე, როგორც თქვენი მუდმივი მკითხველი , პოეზიაში უფრო გხედავთ. ჩემი შეფასება უმაღლესი!
27. რა სასიამოვნოდ ჩამეკითხა ...5 ძალიან თბილი მოგონებებია ბებიაზე და ბაბუაზე...:-* ცოცხალი თხრობაა, სულ თვალწინ მედგა კითხვისას ეს ქალაქელი მატრაკვეცა გოგო...:) ძალიან კარგი იყო გვირილებიანი თვალები. და ბევრი სხვაც...
რა სასიამოვნოდ ჩამეკითხა ...5 ძალიან თბილი მოგონებებია ბებიაზე და ბაბუაზე...:-* ცოცხალი თხრობაა, სულ თვალწინ მედგა კითხვისას ეს ქალაქელი მატრაკვეცა გოგო...:) ძალიან კარგი იყო გვირილებიანი თვალები. და ბევრი სხვაც...
26. კარგად წერთ, ქალბატონო თამარ. მსუბუქად, ლაღად იკითხება. აცოცხლებთ სოფელს, ბებია–ბაბუას, გარემოს და ამ ყველაფერს შეუმჩნეველი, თითქოს ამის გამჟღავნებას ავტორი არ აპირებსო, ნოსტალგიის სუნი დაჰკრავს, წლებისა – ალბათ, იმ ადამიანებისა დრომ რომ წარიტაცა. ~ახლა ტასო დასდევს წიწილებს, იმ წიწილებს, ბაბუაჩემის შემოდგომამ რომ დაითვალა...~ ცხოვრება გრძელდება. კარგია. კარგად წერთ, ქალბატონო თამარ. მსუბუქად, ლაღად იკითხება. აცოცხლებთ სოფელს, ბებია–ბაბუას, გარემოს და ამ ყველაფერს შეუმჩნეველი, თითქოს ამის გამჟღავნებას ავტორი არ აპირებსო, ნოსტალგიის სუნი დაჰკრავს, წლებისა – ალბათ, იმ ადამიანებისა დრომ რომ წარიტაცა. ~ახლა ტასო დასდევს წიწილებს, იმ წიწილებს, ბაბუაჩემის შემოდგომამ რომ დაითვალა...~ ცხოვრება გრძელდება. კარგია.
25. ბევრჯერ ვცადე კომენტარის დაწერა და ვერ მოვუყარე სიტყვებს თავი, იმდენად მშობლიური და ახლობელი იყო ჩემთვის. "მუჭა-მუჭა"-ს ჩემები "ჭაჭუტა"-ს ეძახიან :))) 5! ძალიან კარგია. ბევრჯერ ვცადე კომენტარის დაწერა და ვერ მოვუყარე სიტყვებს თავი, იმდენად მშობლიური და ახლობელი იყო ჩემთვის. "მუჭა-მუჭა"-ს ჩემები "ჭაჭუტა"-ს ეძახიან :))) 5! ძალიან კარგია.
24. ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 თებერვალი, 2014 ნამეტანი კაი:) ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 თებერვალი, 2014 ნამეტანი კაი:)
23. გმადლობ გუგა, შენი თაობისთვის არცთუ ხშირად დამახასიათებელი პასუხისმგებლობისა და პატივისცემისთვის!!! გმადლობ გუგა, შენი თაობისთვის არცთუ ხშირად დამახასიათებელი პასუხისმგებლობისა და პატივისცემისთვის!!!
22. გულწრფელად მინდა გითხრათ.............ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდები თქვენს ნამუშევრებს...............ტენდი, ნეფერტარი, თქვენ, ბეი..............სიყვარულითაც და პასუხისმგებლობითაც.....................
ხმამაღლა მინდა ვთქვა - გამორჩეულები ხართ!!!!!(თუ, რა თქმა უნდა მომცემთ ამის უფლებას) გულწრფელად მინდა გითხრათ.............ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდები თქვენს ნამუშევრებს...............ტენდი, ნეფერტარი, თქვენ, ბეი..............სიყვარულითაც და პასუხისმგებლობითაც.....................
ხმამაღლა მინდა ვთქვა - გამორჩეულები ხართ!!!!!(თუ, რა თქმა უნდა მომცემთ ამის უფლებას)
21. მსიამოვნებს აქ შემოსვლა) მსიამოვნებს აქ შემოსვლა)
20. ჩემო გუგა, შენ ხომ ხარ ჩვენზე ახალგაზრდა, ჩემი თაობისთვის ყველაზე დიდი შემფასებელი შენი თაობაა და იცი რატომ? არა თქვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამო, უბრალოდ, ახალგაზრდები ხართ უტყუარი ბარომეტრები, თქვენ არ გეპარებათ სიყალბე და იმიტომ... ჩემო გუგა, შენ ხომ ხარ ჩვენზე ახალგაზრდა, ჩემი თაობისთვის ყველაზე დიდი შემფასებელი შენი თაობაა და იცი რატომ? არა თქვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამო, უბრალოდ, ახალგაზრდები ხართ უტყუარი ბარომეტრები, თქვენ არ გეპარებათ სიყალბე და იმიტომ...
19. არა,გუგა, გენაცვალე. მე აქ ყველაზე უფროსი ვარ, თუ არ ვცდები, მაგრამ "კომუნისტური ბავშვობა" "პერესტროიკამდე" ყველას ერთნაირი გვქონდა :))))
თანაც, გუგა, მე მივხვდი პირველად (მგონი) თანანს რომ შეეძლო პროზაში მშვენიერი რამ მოერთმია "სუფრაზე" და ძალიან გამიხარდა ამიტომ.
მე შენი პროზაც წაკითხული მაქვს. :) და ძირითადად პროზას ვკითხულობ.
აი, თანანა გვაპატიებს ამ "ჩეთს" თავის გვერდზე. :)) არა,გუგა, გენაცვალე. მე აქ ყველაზე უფროსი ვარ, თუ არ ვცდები, მაგრამ "კომუნისტური ბავშვობა" "პერესტროიკამდე" ყველას ერთნაირი გვქონდა :))))
თანაც, გუგა, მე მივხვდი პირველად (მგონი) თანანს რომ შეეძლო პროზაში მშვენიერი რამ მოერთმია "სუფრაზე" და ძალიან გამიხარდა ამიტომ.
მე შენი პროზაც წაკითხული მაქვს. :) და ძირითადად პროზას ვკითხულობ.
აი, თანანა გვაპატიებს ამ "ჩეთს" თავის გვერდზე. :))
18. ახლა დავუკვირდი............ერთი თაობის ქალბატონები ეგურგურებით ერთმანეთს?................აქებთ და ადიდებთ!!!!!!! არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ რომ "აღმოვაჩინე"..............მესიამოვნა...............ღმერთი თქვენსკენ ძვირფასებო............ ახლა დავუკვირდი............ერთი თაობის ქალბატონები ეგურგურებით ერთმანეთს?................აქებთ და ადიდებთ!!!!!!! არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ რომ "აღმოვაჩინე"..............მესიამოვნა...............ღმერთი თქვენსკენ ძვირფასებო............
17. ბაბუა-ბებიების კალთიდან იწყება პროზაში ბედის ცდა. რამდენი რამე ჩაეტია აქ! "მუჭა-მუჭა" რომ იტევს ისე. აწი, არ გაჩერდეთ! გვაჯიზე ცალკე ველოდებით... სიმონიკა სხირტლაძის აქ ხსენება გამეხარდა. გზა დალოცვილი ყოფილიყავით პროზაშიც. ბაბუა-ბებიების კალთიდან იწყება პროზაში ბედის ცდა. რამდენი რამე ჩაეტია აქ! "მუჭა-მუჭა" რომ იტევს ისე. აწი, არ გაჩერდეთ! გვაჯიზე ცალკე ველოდებით... სიმონიკა სხირტლაძის აქ ხსენება გამეხარდა. გზა დალოცვილი ყოფილიყავით პროზაშიც.
16. კაი კია და! სხვიზდა ეძახე შენ! :)
კაი კია და! სხვიზდა ეძახე შენ! :)
15. დიდი მადლობა, ტენდი! რაცხა ჩემთვის ვიცოდვილე, ნამეტანმოძალებულ მოგონებებს გავყევი ბავშვობაში და ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ მოგეწონებოდათ... მაგრამ, როგორც ჩემი ბრძენი ბაბუა იტყოდა, -მიზდა დაწერილი უფროა სხვიზდაოოო... დიდი მადლობა, ტენდი! რაცხა ჩემთვის ვიცოდვილე, ნამეტანმოძალებულ მოგონებებს გავყევი ბავშვობაში და ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ მოგეწონებოდათ... მაგრამ, როგორც ჩემი ბრძენი ბაბუა იტყოდა, -მიზდა დაწერილი უფროა სხვიზდაოოო...
14. ამ ბოლო დროს ვამჩნევ ბევრგან ვწერ ნომერ 13 კომენტარს. რაშია, ნეტავი, საქმე? :))) ამ ბოლო დროს ვამჩნევ ბევრგან ვწერ ნომერ 13 კომენტარს. რაშია, ნეტავი, საქმე? :)))
13. ოიიი, თანააა, აი, ჰომ ვთქვი ყველას გასაგონად, პროზაში ბადალი არ გეყოლებათ-თქვა! ა, ბატონო! :) ძალიან გამიხარდა ამ მოგონების წაკითხვა ახლა მე. თავზე გადანავლები ძმარი მეც მახსოვს ბავშვობიდან. ა, ბატონო, უცხო პლანეტელებისაგან დაწერილ პროზას არ ჯობია ეგე?! :) ჰო რა! ისე წერენ გეგონება უცხო პლანეტელების დაწერილიაო, გეგონება ამოწურეს ყველა სათქმელი და "ქართული რაღა უნდა თქვა?!"-ს პრინციპი აქვთ.
პატივისცემით. კიდევ ვიმეორებ, შეუცდომელ "დიაგნოზს" ვუსვამ პოტენციურ პროზაიკოსებს :)
პატივისცემით კი არა და, დიდი სიყვარულით, ტენდი :) ოიიი, თანააა, აი, ჰომ ვთქვი ყველას გასაგონად, პროზაში ბადალი არ გეყოლებათ-თქვა! ა, ბატონო! :) ძალიან გამიხარდა ამ მოგონების წაკითხვა ახლა მე. თავზე გადანავლები ძმარი მეც მახსოვს ბავშვობიდან. ა, ბატონო, უცხო პლანეტელებისაგან დაწერილ პროზას არ ჯობია ეგე?! :) ჰო რა! ისე წერენ გეგონება უცხო პლანეტელების დაწერილიაო, გეგონება ამოწურეს ყველა სათქმელი და "ქართული რაღა უნდა თქვა?!"-ს პრინციპი აქვთ.
პატივისცემით. კიდევ ვიმეორებ, შეუცდომელ "დიაგნოზს" ვუსვამ პოტენციურ პროზაიკოსებს :)
პატივისცემით კი არა და, დიდი სიყვარულით, ტენდი :)
12. თქვენს პოეზიასაც სულ ეტყობოდა, მაკვარანცხი ბავშვი რომ იქნებოდით.
რა ცოცხალი მოგონება იყო- თავზე გადავლებული ძმრის და ახლადგამოხდილი "ოტკის" სურნელიც კი ვიგრძენი.
"მუჭა-მუჭა" იმერული საშვილიშვილო მეგონა მე :)
გვირილებიანი თვალები- რა კარგი საჩუქარია.
მე-9 კომენტარიც როგორ მოგიხდათ!
თქვენს პოეზიასაც სულ ეტყობოდა, მაკვარანცხი ბავშვი რომ იქნებოდით.
რა ცოცხალი მოგონება იყო- თავზე გადავლებული ძმრის და ახლადგამოხდილი "ოტკის" სურნელიც კი ვიგრძენი.
"მუჭა-მუჭა" იმერული საშვილიშვილო მეგონა მე :)
გვირილებიანი თვალები- რა კარგი საჩუქარია.
მე-9 კომენტარიც როგორ მოგიხდათ!
11. ძალიან მომეწონა.სიამოვნებიტ წავიკითხე.++++ ძალიან მომეწონა.სიამოვნებიტ წავიკითხე.++++
10. ხო, ფრიადი 5 ხო, ფრიადი 5
9. და ისევ - თვალები კამკამა, და ისევ - ტუჩები თაკარა დამშანთა წამწამთა სიშავემ - ხელებში აყვანილს მიგაფრენ! ვარსკვლავებს(ცის ლამპიონები) აისის ისრებით თიშავენ... იშვა განთიადი ცისმარე - დასუსხა ღიმილი ლალებმა, მთვარეს კი მზის სხივზე ნიშნავენ, ქილიკი ატეხეს ქალებმა. და ისევ - თვალები კამკამა, და ისევ - ტუჩები თაკარა და ისევ - თვალები კამკამა, და ისევ - ტუჩები თაკარა დამშანთა წამწამთა სიშავემ - ხელებში აყვანილს მიგაფრენ! ვარსკვლავებს(ცის ლამპიონები) აისის ისრებით თიშავენ... იშვა განთიადი ცისმარე - დასუსხა ღიმილი ლალებმა, მთვარეს კი მზის სხივზე ნიშნავენ, ქილიკი ატეხეს ქალებმა. და ისევ - თვალები კამკამა, და ისევ - ტუჩები თაკარა
8. მაგრად მომეწონა. მე ვირბინე იმ ეზოში და ვხუხე არაყი. :) 5 ქულა. მაგრად მომეწონა. მე ვირბინე იმ ეზოში და ვხუხე არაყი. :) 5 ქულა.
7. ჩემი მაქსიმუმიც აქ! ++ ჩემი მაქსიმუმიც აქ! ++
6. ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 თებერვალი, 2014
ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
13 თებერვალი, 2014
5. „მუჭა-მუჭა“ მიყვარდა ძალიან. ბაბუს შერქმეული იყო ეს სახელი. ცხელ ჭადში ჩადებდა ყველს, პატარა კვერის ფორმას მისცემდა და ა, თამრიკა, მზადაა შენი მუჭა-მუჭაო. ახლა ასეთებს მე ვუკეთებ ჩემს ანასტასიას, ჯერ ჭ-ს ვერ ამბობს და „მუწა-მუწა“-ს ეძახის...
უჰ, რა სითბო დაატრიალეთ! ++ „მუჭა-მუჭა“ მიყვარდა ძალიან. ბაბუს შერქმეული იყო ეს სახელი. ცხელ ჭადში ჩადებდა ყველს, პატარა კვერის ფორმას მისცემდა და ა, თამრიკა, მზადაა შენი მუჭა-მუჭაო. ახლა ასეთებს მე ვუკეთებ ჩემს ანასტასიას, ჯერ ჭ-ს ვერ ამბობს და „მუწა-მუწა“-ს ეძახის...
უჰ, რა სითბო დაატრიალეთ! ++
4. კარგია,სასიამოვნო წასაკითხი + კარგია,სასიამოვნო წასაკითხი +
2. გურიაში რომ ბჭოლის ხე მიდგას, იმ სიგრძე მადობა, ჩემო მედი!!! :))))))))))))
გურიაში რომ ბჭოლის ხე მიდგას, იმ სიგრძე მადობა, ჩემო მედი!!! :))))))))))))
1. ამ ლეკვს ისეთ ძაღლად ვაქცევ, იქეთ დაჰყეფს მის ბედს..
მუჭა-მუჭა... აქამდე სად იყავი დალოცვილო?? ისეთი პროზაა სულს რომ შეგიგუბებს,ტირილი რომ გინდა და თვალი გემღვრევა,ცხვირი გეწვის.. კი მიმიხვდები თამარ,რადგან მიყვარს შენი გვერდი "ჩემიანია" კოხტა პროზაა,სევდიანი,თუმცა ხალასი.. სიამოვნებით წავიკითხავ -აწი რასაც პროზად მოიტან.. კარგია და კარგი...
მადლობა! პროზაში პირველი--5. სიყვარულით------ ამ ლეკვს ისეთ ძაღლად ვაქცევ, იქეთ დაჰყეფს მის ბედს..
მუჭა-მუჭა... აქამდე სად იყავი დალოცვილო?? ისეთი პროზაა სულს რომ შეგიგუბებს,ტირილი რომ გინდა და თვალი გემღვრევა,ცხვირი გეწვის.. კი მიმიხვდები თამარ,რადგან მიყვარს შენი გვერდი "ჩემიანია" კოხტა პროზაა,სევდიანი,თუმცა ხალასი.. სიამოვნებით წავიკითხავ -აწი რასაც პროზად მოიტან.. კარგია და კარგი...
მადლობა! პროზაში პირველი--5. სიყვარულით------
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|