 | ავტორი: ლეგატო ჟანრი: საბავშვო 17 თებერვალი, 2014 |
დედას ისე ეჩქარება გავიზარდო სწრაფად, პროფესიაც შემირჩია, ეუბნება მამას: -ჩვენი გიგი, ინჟინერი გამოვაო ალბათ. ცათამბჯენებს ააშენებს, დაამშვენებს ქალაქს. მამამ წარბებს აუწია გადახედა მკაცრად, -იურისტი იქნებაო აი მალე ნახავ! ხან ერთი სთქვეს,ხან მეორე, გაიბუტნენ თანაც ... -ჯერ სკოლაში წამიყვანეთ, რომ ვისწავლო კარგად, ჩემ ბებიკოს ვენაცვალე, დამიბერდა რაღაც, ექიმობა მირჩევნია მორჩით ახლი კამათს! ანი და ლუკა --------------------- ანი ლუკას ასწავლის, ანგარიშს და თვლასო: -ათი ვაშლი გქონდა და, მე შევჭამე ცხრაო. არ დაფიქრდე იცოდე სწრაფად უნდა სთქვაო, გადათვალო ჩქარ-ჩქარა, შენ რამდენი გაქვსო! -არ მჭირდება ფიქრი მე გაგებუტე ანი, ქალბატონო ბოლო დროს ღორმუცელა გახდი! წერილი ბაჭიას ----------------------
სკუპი,სკუპი კურცხვიტავ, სკუპი, სკუპი ბაჭიავ, სტუმრად გეპატოჟები გთხოვ მეწვიო,ძალინ. ყურშას არ დაენახვო, თორემ ძალზედ ავია. ბებოს ბოსტნად კომბოსტოს ფარჩის კაბა აცვია. სკუპი ერთი კურდღელო, სკუპი ორი ბაჭიავ. კუდფუმფულავ,ყურგრძელო, ლამაზო და პრანჭიავ. მამალო ----------- შენ ყიყლიყო მამალო, ყოველ დილა-საღამო ფრთას შემოჰკრავ ფრთაზე და სასიმღეროდ მზად ხარო. შემოჯდები ღობეზე, აბრიალებ თვალსაო. ბიბილო გაქვს წითელი, დეზები საამაყო. შენ ოხერო მამალო, ყოყლიჩინა რად ხარო? გაბღენძილი დადაიხარ გენერალი მყავხარო
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ესეც კარგია მაგრამ ისინი ჯობია ++ ესეც კარგია მაგრამ ისინი ჯობია ++
12. გმადლობთ შეფასებისთვის. გმადლობთ შეფასებისთვის.
11. როგორი კოკროჭინა და სათუთი ლექსებიაააა
ავტორი: ლეგატო ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5 17 თებერვალი, 2014 როგორი კოკროჭინა და სათუთი ლექსებიაააა
ავტორი: ლეგატო ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 5 17 თებერვალი, 2014
10. მეც დუმბაძის გიგილო გამახსენდა რატომღაც... თბილები, თან სახალისო ++ მეც დუმბაძის გიგილო გამახსენდა რატომღაც... თბილები, თან სახალისო ++
9. მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ. მადლობა. მიხარია რომ კითხულობთ და მოგწონთ. მადლობა.
8. რა კარგებია...555 რა კარგებია...555
7. მომეწონა. ამასთან ნოდარ დუმბაძის ,,გიგილო" გამახსენდა. ++ მომეწონა. ამასთან ნოდარ დუმბაძის ,,გიგილო" გამახსენდა. ++
5. ვეთანხმები მაგდალენას,ყველაზე რთულად ნამდვილად მეც საბავშვო ლექსის დაწერა მიმაჩნია-როცა ლექსს წერ,ლირიკულ გმირთან მეტწილად საკუთარ თავს აიგივებ და საკუთარ განცდებს გადმოგვცემ...ბავსვის თვალით სამყაროს დანახვა ნამდვილად არაა ადვილი,მომეწონა...ცოტათი რითმებს ტუ გააზლიერებთ არ აწყენდა,ისე კი ნამდვილად კარგებია ყველა, + + ვეთანხმები მაგდალენას,ყველაზე რთულად ნამდვილად მეც საბავშვო ლექსის დაწერა მიმაჩნია-როცა ლექსს წერ,ლირიკულ გმირთან მეტწილად საკუთარ თავს აიგივებ და საკუთარ განცდებს გადმოგვცემ...ბავსვის თვალით სამყაროს დანახვა ნამდვილად არაა ადვილი,მომეწონა...ცოტათი რითმებს ტუ გააზლიერებთ არ აწყენდა,ისე კი ნამდვილად კარგებია ყველა, + +
4. სკუპ სკუპ ^_^ გავერთე სკუპ სკუპ ^_^ გავერთე
3. პირველს არაუშავს, დანარჩენი უკეთესებია! პირველს არაუშავს, დანარჩენი უკეთესებია!
1. ყველაზე რთული მგონია, საბავშვო ლექსების წერა. კარგად გაგირთმევიათ თავი. ყველაზე რთული მგონია, საბავშვო ლექსების წერა. კარგად გაგირთმევიათ თავი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|