 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 20 თებერვალი, 2014 |
იყო და არა იყო რა და უყვები ზღაპრებს, ვერ ახდენილს, ნაშვილებ ღამეს.
ხელებში ისევ გაგიცივდა ინდური ჩაი, დროდადრო, თვალებს შემოახლი გაყინულ სარკმელს, თვლემს სავარძელში თებერვალი და როგორც კატა იზმორება გათენებამდე...
გათოვდა, ალბათ წაიშალა ის ნაკვალევი ბაღში ჩვენს სკამთან რომ დატოვე და იმედებად მომახვიე მხრებზე მკლავები. არც მაგ თითების სუნი შერჩათ, ალბათ იმ ჭადრებს, რომლის ფრთებ ქვეშაც უფრო დიდხანს გელოდებოდი, ვიდრე მრავალჯერ არ დასცვივდა ხმელი ფოთლები. შენ არ მოხვედი...
ტუჩებს ისველებ უნებურად ინდური ჩაით, არც კი მოგისვამს, იშმუშნები, ცივია როგორც, მისი ხელები სიგარით და ვნებებით მთვრალი, გეჩვენა ბოლოს...
იყო და არა... იმეორებ უკვე ხმამაღლა, ტკივილი თითქოს ძალას აცლის თებერვლის ღამეს, დგას განთიადი, სუსხი ატანს შალის მოსასხამს, აქ მარტოობით შემოსილი სახეს მალავ და საკუთარ მკლავებს შემოიჭდობ სევდის საფარად.
რამდენს ამბობენ მაინც ხელები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მე ლექსის განცდა არ დამრჩენია.. მე ლექსის განცდა არ დამრჩენია..
6. კარგია ძალიან!!!
ტკივილი თითქოს ძალას აცლის თებერვლის ღამეს, დგას განთიადი, სუსხი ატანს შალის მოსასხამს, აქ მარტოობით შემოსილი სახეს მალავ და საკუთარ მკლავებს შემოიჭდობ სევდის საფარად. +++++
კარგია ძალიან!!!
ტკივილი თითქოს ძალას აცლის თებერვლის ღამეს, დგას განთიადი, სუსხი ატანს შალის მოსასხამს, აქ მარტოობით შემოსილი სახეს მალავ და საკუთარ მკლავებს შემოიჭდობ სევდის საფარად. +++++
5. კარგი იყო ნამდვილად! კარგი იყო ნამდვილად!
2. ძალიან კარგი ლექსი და ნაცნობი ხელწერა თითქოს :) 5 ძალიან კარგი ლექსი და ნაცნობი ხელწერა თითქოს :) 5
1. "თვლემს სავარძელში თებერვალი და როგორც კატა იზმორება გათენებამდე..."
ამისწინაც მომეწონა მე აქ :)
"თვლემს სავარძელში თებერვალი და როგორც კატა იზმორება გათენებამდე..."
ამისწინაც მომეწონა მე აქ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|