 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2014 |
მისუსტებულ ხეებს ჯერაც, ცა გაუდით ლანდად, თებერვალი დამდგარა და ხეში წყალი ჩადგა. გავცდი უკვე, გავიარე, ნუ გამატანთ დარდად, ვარტყობ მაგ წყალს ხე ვერ ასწრებს... რაც დალია -კარგავს. ცოტა კიდევ, მიწავ, კიდევ, ფესვთან მეტი დარჩეს... რათა ბევრი გადაუსხას იმ დატოტვილ მაჯებს. გზისპირს ასე საცოდავად ბუჩქები რომ დგანან ფეხზე ,გამხმარ-გაფარჩხული, ფიჩხის კონას გვანან, სადაცაა დრო მოუვათ, სიყვარულის ხანა, -თვალი მაყვალს დაუდგება- დახდებიან გოგოები, სავსე მთვარისთანა. დაგრეხილი ვაზები შორს, სანახევროდ სჩანან, მიწოლილან რიგში, თითქოს დაუსვიათ დანა, მზემ თითები დაუტარა, ქარვა დაატანა, დააწერა სიყვარულის, -ტანზე -ანა-ბანა. რა ლამაზად იწყებს ფეთქვას გაზაფხულის სული, მესმის უკვე ,მკვდარი მიწის, მაჯისცემა სრული, საოცარი სურნელი დგას -გამომცხვარი პურის,- ზეიმია, დასაწყისი, დიდი სიყვარულის. მოლოდინით სავსე გული ამ ზეიმზე წავა...- მოგვაკითხეთ მისამართზე: მდელო, ტყის პირთანა... -სულ ტყუილად, თუ გგონია, შენ გიხმობდეს ნანა, ერთი ცეკვა ჩავიფიქრე მე იქ , ნიავთანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. :)) მარტივი და "რიკინით" წასაკითხი :) + :)) მარტივი და "რიკინით" წასაკითხი :) +
20. ცოტა პრიმიტიული ლექსია, ახალბედა პოეტის დაწერილს გავს. ცოტა პრიმიტიული ლექსია, ახალბედა პოეტის დაწერილს გავს.
19. ნიავს მოყოლილი ლექსია, როგორი მსუბუქია და რა ნათელი დასდევს თან. ეს ლექსი ავტორს ჰგავს, :)
ნიავს მოყოლილი ლექსია, როგორი მსუბუქია და რა ნათელი დასდევს თან. ეს ლექსი ავტორს ჰგავს, :)
18. მადლობა მუხა...:-* ერთგულო მკითხველო...:-* მადლობა მუხა...:-* ერთგულო მკითხველო...:-*
17. ეს ლექსი ვნახე, მაგრამ ბოლო ლუკმისთვის მოვიტოვე, , ვიცოდი ამ გვერდზე ძილის წინ სასიამოვნო რამეს წავიკითხავდი, ნიავთან მოცეკვავე ნანა , რა მელოდიური წარმოსახვაა არა?! ამ ლექსს დავარქმევდი "ბუნების მაჯისცემა"-ს
ეს ლექსი ვნახე, მაგრამ ბოლო ლუკმისთვის მოვიტოვე, , ვიცოდი ამ გვერდზე ძილის წინ სასიამოვნო რამეს წავიკითხავდი, ნიავთან მოცეკვავე ნანა , რა მელოდიური წარმოსახვაა არა?! ამ ლექსს დავარქმევდი "ბუნების მაჯისცემა"-ს
16. რა ლამაზად იწყებს ფეთქვას გაზაფხულის სული, მესმის უკვე ,მკვდარი მიწის, მაჯისცემა სრული, საოცარი სურნელი დგას -გამომცხვარი პურის,- ზეიმია, დასაწყისი, დიდი სიყვარულის.
++++++++++++55555555555555 რა ლამაზად იწყებს ფეთქვას გაზაფხულის სული, მესმის უკვე ,მკვდარი მიწის, მაჯისცემა სრული, საოცარი სურნელი დგას -გამომცხვარი პურის,- ზეიმია, დასაწყისი, დიდი სიყვარულის.
++++++++++++55555555555555
15. ჰოო აი როგორ ეტყობა ზრუნვითა და სიყვარულით რომაა დაწერილი თან რა მსუბუქია იმ ნიავივით :) თვალი მაყვალს დაუდგება- დახდებიან გოგოები, სავსე მთვარისთანა. მე ვიცნობ ერთ ასეთს მზემ თითები დაუტარა, ქარვა დაატანა, დააწერა სიყვარულის, -ტანზე -ანა-ბანა. ვუიი, თუ ნახა ეს ჩემი კომენტარი იმან :* ჰოო აი როგორ ეტყობა ზრუნვითა და სიყვარულით რომაა დაწერილი თან რა მსუბუქია იმ ნიავივით :) თვალი მაყვალს დაუდგება- დახდებიან გოგოები, სავსე მთვარისთანა. მე ვიცნობ ერთ ასეთს მზემ თითები დაუტარა, ქარვა დაატანა, დააწერა სიყვარულის, -ტანზე -ანა-ბანა. ვუიი, თუ ნახა ეს ჩემი კომენტარი იმან :*
14. მეუდაბნოე...:-* ზღაპრადმოსულო...:-* ჯერ ჩავიფიქრე და ...როცა ვიცეკვებთ, მერე ავღწერ მაგასაც..:)) მეუდაბნოე...:-* ზღაპრადმოსულო...:-* ჯერ ჩავიფიქრე და ...როცა ვიცეკვებთ, მერე ავღწერ მაგასაც..:))
13. -სულ ტყუილად, თუ გგონია, შენ გიხმობდეს ნანა, ერთი ცეკვა ჩავიფიქრე მე იქ , ნიავთანა. რა კარგი იქნება ნიავთან ცეკვა.:) ლამაზ კადრებად აღწერილი . -სულ ტყუილად, თუ გგონია, შენ გიხმობდეს ნანა, ერთი ცეკვა ჩავიფიქრე მე იქ , ნიავთანა. რა კარგი იქნება ნიავთან ცეკვა.:) ლამაზ კადრებად აღწერილი .
12. მომეწონა, ხალისიანი და რიტმული ლექსია. მომეწონა, ხალისიანი და რიტმული ლექსია.
11. თოლია...:-* თოლია...:-*
10. სწორედაც რომ შენ გიხმობენ, ნანა :)
როგორ ცოცხლად გრძნობ შენს გარშემო სამყაროს...
სწორედაც რომ შენ გიხმობენ, ნანა :)
როგორ ცოცხლად გრძნობ შენს გარშემო სამყაროს...
9. ჭაო. :*** კარგი რიტმია ძალიან, ნამდვილი საგაზაფხულო-სახალისო :) :**
"მზემ თითები დაუტარა, ქარვა დაატანა, დააწერა სიყვარულის, -ტანზე -ანა-ბანა."
5 :) ჭაო. :*** კარგი რიტმია ძალიან, ნამდვილი საგაზაფხულო-სახალისო :) :**
"მზემ თითები დაუტარა, ქარვა დაატანა, დააწერა სიყვარულის, -ტანზე -ანა-ბანა."
5 :)
8. მადლობა ყველას...:-* მაგდალენა ბეი...:-* სათაურზე გეთანხმები...:) რამეს მოვუფიქრებ...:-* მადლობა ყველას...:-* მაგდალენა ბეი...:-* სათაურზე გეთანხმები...:) რამეს მოვუფიქრებ...:-*
7. -ცოტა კიდევ, მიწავ, კიდევ, ფესვთან მეტი დარჩეს... რათა ბევრი გადაუსხას იმ დატოტვილ მაჯებს. +5 -ცოტა კიდევ, მიწავ, კიდევ, ფესვთან მეტი დარჩეს... რათა ბევრი გადაუსხას იმ დატოტვილ მაჯებს. +5
6. ხელოვნურობა არასდროს არ არის თქვენს ლექსებში ამიტომ ძალიან მომწონს ++ მართლა სიმღერასავით ლექსია ისე :) ხელოვნურობა არასდროს არ არის თქვენს ლექსებში ამიტომ ძალიან მომწონს ++ მართლა სიმღერასავით ლექსია ისე :)
5. სულ ღიღინ-ღიღინით წავიდა ნან, იმღერება ეს :) სულ ღიღინ-ღიღინით წავიდა ნან, იმღერება ეს :)
4. რა კარგი განდაგანა-ლექსია, ჭანანა, გაზაფხულის სიყვარულით სავსე! ისეთი სავსე, რომ უკეთეს სათაურს იმსახურებდა. :) რა კარგი განდაგანა-ლექსია, ჭანანა, გაზაფხულის სიყვარულით სავსე! ისეთი სავსე, რომ უკეთეს სათაურს იმსახურებდა. :)
3. -ცოტა კიდევ, მიწავ, კიდევ, ფესვთან მეტი დარჩეს... რათა ბევრი გადაუსხას იმ დატოტვილ მაჯებს. --კარგი და სასიამოვნო ლექსია ++ -ცოტა კიდევ, მიწავ, კიდევ, ფესვთან მეტი დარჩეს... რათა ბევრი გადაუსხას იმ დატოტვილ მაჯებს. --კარგი და სასიამოვნო ლექსია ++
2. მოლოდინით სავსე გული რათქმაუნდა წავა, მოგვაკითხეთ მისამართზე: ...მდელო, პურის ყანა.. სულ ტყუილად, თუ გგონია, შენ გიხმობდეს ნანა, ერთი ცეკვა ჩავიფიქრე მე იქ , ნიავთანა.
რა კარგია კარგი!მოგიკითხა არტემ 5+++ მოლოდინით სავსე გული რათქმაუნდა წავა, მოგვაკითხეთ მისამართზე: ...მდელო, პურის ყანა.. სულ ტყუილად, თუ გგონია, შენ გიხმობდეს ნანა, ერთი ცეკვა ჩავიფიქრე მე იქ , ნიავთანა.
რა კარგია კარგი!მოგიკითხა არტემ 5+++
1. წესით თებერვალში უნდა დამედო, მაგრამ დაპატიმრებული იყო აქამდე...:))) ბათუმის "ლექსების გამოფენაზე" გავაგზავნე და ვერ გავიდა ეს... "ასი სიტყვა" კი...-გასულა... წესით თებერვალში უნდა დამედო, მაგრამ დაპატიმრებული იყო აქამდე...:))) ბათუმის "ლექსების გამოფენაზე" გავაგზავნე და ვერ გავიდა ეს... "ასი სიტყვა" კი...-გასულა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|