 | ავტორი: ნაისი ჟანრი: პოეზია 28 თებერვალი, 2014 |
დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა აჰა, მოვედი ტაძრის კარებთან ძე დაცემული, ცოდვებით სავსე და ღვთის საუფლოს ვუცქერ გარედან და ცოდვის ჩაჩი მახურავს თავზე. აჰა, მოვედი, მიმიღე ღმერთო, რაც ცოდვა მაწევს მომწმინდე სულმთლად და აჰა, ვდგავარ, და ვიცი - ვყბედობ და ეს ყბედობა მიხუთავს სუნთქვას. მოვედი დღემდე ათასი ცოდვით და მოვიტანე ჩემი ბილწება. მოვდივარ მუდამ, მოვდივარ ოდით, თან მომაქვს ცოდვის არდავიწყება. მიმიღე, ღმერთო, საუფლოს წმინდას მაცქირე თუნდაც კარის ღრიჭოდან. ჩემს შეცოდებას მარადის ვზიდავ დაბადებიდან რაც შემიცოდავს. მხოლოდ შენა ხარ მოწყალე არსი და განმწმენდელი ხრწნილ სამარეთა. აჰა, მოვედი წმინდა ტაძარში და ცოდვით სავსე ვდგავარ კარებთან.
ს ი ნ ა ნ უ ლ ი აღმივსე, ღმერთო, თვალები ცრემლით და ჩემი გული სინანულს გეტყვის. ვიყავი შენი ვაზი და მრევლი, ეხლა ვარ ცოდვით გადანასეტყვი. დე, ასე იყოს, დე ვიყო მკვდარი, თუნდაც წამლეკოს წყალმა-ღვარცოფმა. შემაძლებინე, რომ გულის კარით განვაგდო ჩემი ცოდვილკაცობა. რომ სინანულად მოვიდე კვალად, რომ სიხარულით ავივსო მკერდი. დიდება შენდა... დიდება მარად... მკვდრეთით რომელი აღდეგინ ღმერთი!
1 * * * ჯვარს ეცვა იგი. ჯვარს აცვეს იგი. და იყო სიტყვა. და იყო ფიქრი. მილურსმნეს ხეზე სათუთი ტანი. თეთრი სხეული ჯვარზე აწამეს და იდგა მთელი ურიასტანი, დიდი და მცირე, კაცით-კაცამდე. "ესე არს შვილი, ესე არს დედა" - მის ცისფერ თვალებს მოაწვა სევდა. სამყაროს დარდი, ადამის ცოდვა, მხრებით იტვირთა უფალმა წმიდამ. "ჯვარს აცუ ეგე" - უგნური მოდგმა კვლავ გაჰკიოდა გოლგოთის ძირთან. და იგი, როგორც მეუფეს შვენის თვალებს ილტობდა მათთვის ვედრებით და იდგნენ მთასთან უძღები ძენი და დაულეწეს შუბით გვერდები.
2 * * * და მეც უვიცი, ცოდვილი, ბილწი, ვდგავარ და ვიცი, არ მაქვს შენდობა და აჰა, ისევ სირცხვილით ვიწვი გვერდს რომ მივლიან, როგორც კეთროვანს. ეჟვანშებმული ცოდვიან ხელზე გოდებით მივალ აღთქმულ მიწებზე. მე ვარ, უფალო, გაკრულმა ხეზე გულში რომ სისხლი ჩამომიწვეთე. მე ვარ, უფალო, ის ავაზაკი, მე ვარ, რომელმაც მრავალი ვცოდე და უსახური, როგორც ვასაკა. გვედრი "მიწყალე, მოხვიდე ოდეს"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "ეხლა ვარ ცოდვით გადანასეტყვი."
"და მეც უვიცი, ცოდვილი, ბილწი, ვდგავარ და ვიცი, არ მაქვს შენდობა და აჰა, ისევ სირცხვილით ვიწვი გვერდს რომ მივლიან, როგორც კეთროვანს."
(მე ვარჩევდი არა "ურიასტანი"-ს არამედ "ჰურრიასტანი" და კიდე "სათუთი" მეხამუშა)
+2 "ეხლა ვარ ცოდვით გადანასეტყვი."
"და მეც უვიცი, ცოდვილი, ბილწი, ვდგავარ და ვიცი, არ მაქვს შენდობა და აჰა, ისევ სირცხვილით ვიწვი გვერდს რომ მივლიან, როგორც კეთროვანს."
(მე ვარჩევდი არა "ურიასტანი"-ს არამედ "ჰურრიასტანი" და კიდე "სათუთი" მეხამუშა)
+2
6. სუსტი და დაუძლურებული ჰქონდა, მაგრამ სათუთი სხეული მხოლოდ ახალშობილ ჩვილს შეიძლება ჰქონდეს:)
სუსტი და დაუძლურებული ჰქონდა, მაგრამ სათუთი სხეული მხოლოდ ახალშობილ ჩვილს შეიძლება ჰქონდეს:)
5. დიდი მადლობა კომენტარებისთვის. გონივრულ კრიტიკას სიამოვნებით მივიღებ. მაგრამ: უცოდველი სული ა ქ ვ ს !.. ის, რომ იესო უცოდველია არ ეწინააღმდეგება იმას, რომ სხეული სათუთი, სუსტი და ჩვეულებრივად ადამიანური ქონდა.
დიდი მადლობა კომენტარებისთვის. გონივრულ კრიტიკას სიამოვნებით მივიღებ. მაგრამ: უცოდველი სული ა ქ ვ ს !.. ის, რომ იესო უცოდველია არ ეწინააღმდეგება იმას, რომ სხეული სათუთი, სუსტი და ჩვეულებრივად ადამიანური ქონდა.
4. იესოს სათუთი ტანი კი არა, უცოდველი სული ჰქონდა. ლექსი საინტერესოა, მომეწონა არის მასში რაღაც ღრმა და ღირებული...+ წარმატებებს გისრუვებ პოეზიის სამყაროში.
უნდა დაიხვეწო, დღეს შენიშვნებისაგან თავს შევიკავებ:)
იესოს სათუთი ტანი კი არა, უცოდველი სული ჰქონდა. ლექსი საინტერესოა, მომეწონა არის მასში რაღაც ღრმა და ღირებული...+ წარმატებებს გისრუვებ პოეზიის სამყაროში.
უნდა დაიხვეწო, დღეს შენიშვნებისაგან თავს შევიკავებ:)
3. საინტერესოა. საინტერესოა.
1. თუნდაც წამლეკოს წყალმა-ღვარცოფმა. შემაძლებინე, რომ გულის კარით განვაგდო ჩემი ცოდვილკაცობა. რომ სინანულად მოვიდე კვალად, რომ სიხარულით ავივსო მკერდი. დიდება შენდა... დიდება მარად...
ნაისი, ნაის! შეგეწიოს უფალი! + თუნდაც წამლეკოს წყალმა-ღვარცოფმა. შემაძლებინე, რომ გულის კარით განვაგდო ჩემი ცოდვილკაცობა. რომ სინანულად მოვიდე კვალად, რომ სიხარულით ავივსო მკერდი. დიდება შენდა... დიდება მარად...
ნაისი, ნაის! შეგეწიოს უფალი! +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|