ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მართალი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2014


სურვილს ტოვებს

სურვილებს    ტოვებს

მოაბიჯებდა ტროტუარზე,მოჰქონდა ქუჩა
გოგოს,სლავური წარმოშობის,
ლაზური სისხლით.
უყურებს ყველა,გაოცებას ბოლო არ უჩანს
და გული წყდებათ,ამ გოგონას რომ ერქვა-*სხვისი*.

მოაბიჯებდა ამაყად და ყელმოღერებით,
მოაჯადოვა ირგვლივ მყოფნი,დარდი არააქვს.
ჩაუვლის გვერდით მამაკაცებს მწველი ღიმილით
და მიაცილებს გაშტერებულ თვალთა ამალა.

ნეტავ ასეთი სასწაული რამ გააჩინა?
საოცრება რომ დაინახონ ყველა მზად არის,
უცებ იქვე სხვა სასწაულმა გადაარჩინა
ავტომობლი
ერთი,ორი.მესამე და მრავალი მგზავრი.

სხვა კონკურსების ჩატარება აღარ იფიქრონ,
მშვენიერების გადარაზონ ყველა დარბაზი.
დანაშაულის ზღვარზე იდგა მხოლოდ იმიტომ,
რომ დედისერთა გოგოსავით იყო ლამაზი.

გაჩერდა ქუჩა,მოძრაობა უკვე მოესწრო,
გოგოს სლავური წარმოშობის,
ლაზური სისხლით
მიდიოდა და მიჰქონდაა და სურვილებს ტოვებს:
სახელი *სხვისი* არ აღმოჩნდეს იქნებ არც მისი...
                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები