 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2014 |
მარტივით მარტივი ცნებაა ლოთობა, ვცან ორი გენია: მონე და სეზანი.... როდესაც აწუხებთ ხეებს უფოთლობა, მარტია, მარტინის ნანატრი სეზონი. დამშეულ თვალებით ალიონს დაკორტნის, მზე-ასე ზარმაცი, ცხრათვალა, ავყია... მერე, წესისამებრ მოუსმენს მაკ-კარტნის, გაათბობს სიმინდებს, კიტრსა და აყიროს. ჩემამდეც მოწვდება მსუბუქი სხივებით, ზეცაში მგოსნებზე მეტადრე უწყიან... ვეღარ დამეთმობი, არ გაისხვისები, შევეშვათ ფებრუას, საძაგელ სურწყუნისს, ზეგისთვის უთუოდ მოვარდეს მირკანი, კვირტებზე დასახლდეს უმძაფრეს ალერსით... რადიოს ჩაგირთავ, მე- შენი მარკონი, მერე წესისამებრ მოვუსმენთ პავლეს და ვიტყვით, რომ: მარტივი ცნებაა ლოთობა, ვცან ორი გენია: მონე და სეზანი.... როდესაც აწუხებთ ხეებს უფოთლობა, მარტია, მარტინის ნანატრი სეზონი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. არა, ვუსმენ ხოლმე :)) არა, ვუსმენ ხოლმე :))
23. მომეწონა ++ მაკ-კარტნი რითმისთვისაა? მომეწონა ++ მაკ-კარტნი რითმისთვისაა?
22. ე.ი. თვალი გადავავლე თქვენს ვერლიბრებს. თქვენ ძალიან კარგად და ზემიწევნით ზუსტად გადმოსცემთ საკუთარ თუ სხვათა სათქმელს, რაც ასე მნიშვნელოვანია პოეტესასათვის, საწყენია, რომ არ რითმავთ :) ე.ი. თვალი გადავავლე თქვენს ვერლიბრებს. თქვენ ძალიან კარგად და ზემიწევნით ზუსტად გადმოსცემთ საკუთარ თუ სხვათა სათქმელს, რაც ასე მნიშვნელოვანია პოეტესასათვის, საწყენია, რომ არ რითმავთ :)
21. მე არ ვწერ ლექსებს :))) მე არ ვწერ ლექსებს :)))
20. ბალახას მიეცა რითმვის ნიჭი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ- პოეზიისათვის. საწყენია, რომ ის ლექსებს არ წერს... ბალახას მიეცა რითმვის ნიჭი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ- პოეზიისათვის. საწყენია, რომ ის ლექსებს არ წერს...
19. ბალახას მიეცა რითმვის ნიჭი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ- პოეზიისათვის. საწყენია, რომ ის ლექსებს არ წერს... ბალახას მიეცა რითმვის ნიჭი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ- პოეზიისათვის. საწყენია, რომ ის ლექსებს არ წერს...
18. ჯონათან, მოკლედ რაააა :D არ მათქმევინო ხოლმე :D
მეც ზედვაკელის ეგ ლექსი ამომიტივტივდა :) და ეს ავტორი ძალიან მომწონს მე :) ჯონათან, მოკლედ რაააა :D არ მათქმევინო ხოლმე :D
მეც ზედვაკელის ეგ ლექსი ამომიტივტივდა :) და ეს ავტორი ძალიან მომწონს მე :)
17. ავტორს მოსწონს ის, რაც "რითმისთვის სჭირდება". ავტორს მოსწონს ის, რაც "რითმისთვის სჭირდება".
16. ნეტა მონე და სეზანი მარტლა მოსწონს ავტორს თუ "რითმისთვის სჭირდება" ?!
ნეტა მონე და სეზანი მარტლა მოსწონს ავტორს თუ "რითმისთვის სჭირდება" ?!
15. მარტივით მარტივი ცნებაა ლოთობა, ვცან ორი გენია: მონე და სეზანი.... როდესაც აწუხებთ ხეებს უფოთლობა, მარტია, მარტინის ნანატრი სეზონი.
ჯერ მარტო მონე და სეზანის გამო ვწერ5
მომეწონა ,მოიტანა მარტის განწყობა:)
მარტივით მარტივი ცნებაა ლოთობა, ვცან ორი გენია: მონე და სეზანი.... როდესაც აწუხებთ ხეებს უფოთლობა, მარტია, მარტინის ნანატრი სეზონი.
ჯერ მარტო მონე და სეზანის გამო ვწერ5
მომეწონა ,მოიტანა მარტის განწყობა:)
14. ასტონ მარტი-ნი :)) ასტონ მარტი-ნი :))
13. "მარტივით მარტივი ცნებაა ლოთობა..." გამეცინა =) მარტი მარტივი თვე არააა??? არც ლოთობაა მარტივი?
ჰო,მე მასე არ მეგონა.... "მარტივით მარტივი ცნებაა ლოთობა..." გამეცინა =) მარტი მარტივი თვე არააა??? არც ლოთობაა მარტივი?
ჰო,მე მასე არ მეგონა....
12. პარანორმალურია :)) +1 "______________ პარანორმალურია :)) +1 "______________
11. მარტინი ცხოვრებაში არ დამილევია :))) მადლობა ჟადენ, ჟ'ადორე :)) მარტინი ცხოვრებაში არ დამილევია :))) მადლობა ჟადენ, ჟ`ადორე :))
10. საინტერესო მარტი იყო სიმინდებით და მაკ კარტნით... :) საინტერესო მარტი იყო სიმინდებით და მაკ კარტნით... :)
9. პირველკაცობა ისედაც არ მიზიდავს :)) პირველკაცობა ისედაც არ მიზიდავს :))
7. ავყია .... რაღაც არ მომხვდა თვალში და დანარჩენი კარგია...ლამაზი ლექსია. ავყია .... რაღაც არ მომხვდა თვალში და დანარჩენი კარგია...ლამაზი ლექსია.
6. ცოტათი აყირომ ამიყირავა რითმა, მაგრამ საინტერესო რაკურსით დანახული მარტია მაინც. და ეს ყველაფერი "მარტინი"-ის დავაბრალო მარტო? ცოტათი აყირომ ამიყირავა რითმა, მაგრამ საინტერესო რაკურსით დანახული მარტია მაინც. და ეს ყველაფერი "მარტინი"-ის დავაბრალო მარტო?
5. ნორმალურია +1 ნორმალურია +1
4. მართლა რა მაგარია :) მართლა რა მაგარია :)
2. გიო ზედვაკელის "მარტის ემოციის" შემდეგ, ეს ლექსი იქნება ჩემი სამარტო ლექსი :)
მეორე ადგილი ვერცხლია, ხომ იცი :)
გიო ზედვაკელის "მარტის ემოციის" შემდეგ, ეს ლექსი იქნება ჩემი სამარტო ლექსი :)
მეორე ადგილი ვერცხლია, ხომ იცი :)
1. ვეღარ დამეთმობი, არ გაისხვისები, შევეშვათ ფებრუას, საძაგელ სურწყუნისს, ზეგისთვის უთუოდ მოვარდეს მირკანი, კვირტებზე დასახლდეს უმძაფრეს ალერსით...
აქ დავიკარგე. დანარჩენი მომეწონა ვეღარ დამეთმობი, არ გაისხვისები, შევეშვათ ფებრუას, საძაგელ სურწყუნისს, ზეგისთვის უთუოდ მოვარდეს მირკანი, კვირტებზე დასახლდეს უმძაფრეს ალერსით...
აქ დავიკარგე. დანარჩენი მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|