ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუკუბუს
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2014


ინან(ა)ებ !..

                                          "ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა."

                                                                              [ძველი აღთქმა-დაბადება-თავი მეექვსე]


ინანებ ღმერთო, შეცდომაა კაცს მისცე ნება
მაშინ, როდესაც ყველაფერი შენი გზით მიდის,
იქნებ არც ღირდეს აშენება შენამდე ხიდის
ინანებ ღმერთო, შეცდომაა კაცს მისცე ნება!


შემოდგომისფერ ნისლებშია სამყარო ჩემი,
ვფიქრობ, ეს ფიქრი რად მომეცი თუ არ გინდოდა...
ინანებ ღმერთო, რომ დაუშვი შეცდომა ნებით,
გემი წავიდა უკვდავების სანაპიროდან...

გარდამავალი იმედებით შევცქერი სოფელს,
სულს სუიციდის უსუსური აზრი უჩნდება,
უცნაურია ჩემი მსგავსი რომ საუბრობდეს:
ინანებ ღმერთო, შეცდომაა კაცს მისცე ნება!


"და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც..."


და თქვენ იუდას ასამართლებთ ღალატისათვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები