ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: საბავშვო
8 მარტი, 2014


ნიცას ლექსი (ერთი,ორი,სამი და...)

ერთი,ორი,სამი და...
ასე ვსწავლობ დათვლას.
მინდა მყავდეს სამი და,
ვითამაშო მათთან.
აბა,თქვენ არ გცალიათ,
დროს  ემდურით სულ.
მე რომ კედლებს ვეხლები,
მეუბნებით- ,,სუუ,, .
გავიდოდი ეზოში
ჩემს მეგობარ დებთან.
მერე რაღას მეტყოდა
ერთი ვნახოთ დედა.
იჯდეს მამა ოთახში
და რაც უნდა  წეროს.
ოღონდ  ბევრი  ბავშვები
დააბაროს წეროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები