ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2014


@ @ @

ბავშვურ აზრების ციცაბო კალთით
დალაშქრე ჩემი გრძნობების პიკი,
იმარჯვე ხელში ცელივით განცდა

და ჩემს ოცნებებს ვნებების ნამგლით,
ისე მარჯვედ და ყოჩაღად მკიდი
რომ აღარ ღირდა იმედზე დაცდა...


შენ ხომ იმედებს ვალივით მართმევ,
მე მხოლოდ კოცნის მევალედ გთვლიდი
და გიფარავდი ალერსის ნაბდით,

რადგან ამბორად დაფენილ კალთებს
ვემთხვევი ფერფლად ნაქცევი ნიჭით
და გაბუსხული ტუჩების თარგით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები