ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სხვა სამყარო
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2014


ფიქრით მთელი ღამე მოვიარე

ფიქრით მთელი ღამე მოვიარე,
ქარი _ სიმარტოვის დანაბერი.
ჩემი ლექსებივით მგლოვიარე,
შენ არ წაგიკითხავს არაფერი...
არ ვარ სიზმრებიდან გაქცეული,
გრძნობა სიკვდილივით დამყვებოდა,
ნახე რა სისხლია ჩაქცეული
ჩემში სინანულის საყელოდან..
მტკივა სიმარტოვე ნისლიანი
ღამით... მით უმეტეს იარები,
ბაღი მახსნედება ისლიანი,
როცა საფლავებზე ვიარები.
ალბათ, დამივიწყებ იანვრიდან,
ახლა არავისთვის ვიგონები,
სულში გაჩენილი იარიდან,
მომდის სისხლიანი სტრიქონები.
წვიმს და წარსულისკენ ეტირები,
ფიქრის ალბომებიც გეყრებიან,
წვიმს და წვიმის ძაფის წყვეტილები
ასფალტს თავგანწირვით ეხლებიან.
ფიქრი გახსენდება ირიბები,
იცი, თვითმკვლელობაც მინუსია.
გარეთ _ გულწასული ტირიფები...
მთელი სიმარტოვის ილუზია...
ფიქრით მთელი ღამე მოვიარე,
ქარი _ სიმარტოვის დანაბერი.
ჩემი ლექსებივით მგლოვიარე
შენ არ წაგიკითხავს არაფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები