ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: პროზა
27 ნოემბერი, 2008


Happy Thanksgiving - ანუ, შემოდგომის ნიუ იორკი…

ეს ამერიკაა,
Nიუ Yორკ სითი.

რა ხდება? რა ჩოჩქოლია თაიმ სქვერზე ამ დილაადრიან? ჯერ დილის 6 საათია, ნიუ იორკის ცივი, ოკეანის ნიავი მკაცრად ქრის. თუმცა, ვის ააქვს ნიუ იორკის ცივი ქარის დარდი?? არც არავინ აქცევს  ყურადღებას მას, უფრო მეტიც, იგნორირებას უკეთებენ ამინდის კუდაბზიკობას. ნიუ იორკში ყველა დაკავებულია,
ყველა გიჟივით სადღაც მიიჩქარის,

                  რიტმი,
                        ფორტე,
                              სფორცანდო,,,


მაღალი სახლების გარემოცვაში  საკუთარი თავი უფრო პაწაწკინტელად წარმოჩინდება. თუმცა, აქ ყველა მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი თავს გრძნობს თავად.

ზემოთ ავღნიშნე, ჩოჩქოლი შეინიშნება მეთქი, და ნეტა რა ხდება?? მოიცა,, მივიდე ახლოსს,,,, ჰოოო,,,,, თურმე, “სექსი დიდ ქალაქში” მორიგი სერიის გადაღება მიდის,, აი, სარა პარკერიც გამოჩნდა,,, კამერა მოძრაობს, რეჟისორის ხმა გვამცნობს: " Action"  ეს ნიშნავს, გადაღება დაიწყო, ჩემთვის ამ ქაოსური მოძრაობის ყურება ერთი შეხედვით მომხიბვლელია,, თითქის რაღაც დიდის ნაწილი ვხდები, შეიძლება ფილმის გაშვებისას ტელე ეთერში, საკუთარ თავსაც კი მოჰკრა თვალი, შენ ხომ დიდი სამყაროს, ნიუ იორკის ნაწილი ხარ?

OK, ვტოვებ გადასაღებ მოედანს (უფრო სწორად თაიმს სქვერს) და მივემართები უმისამართოდ. რატომ უმისამართოდ? არ ვიცი,, მიყვარს ამ ქალაქში ხეტიალი, განსაკუთრებით უთენია, როდესაც ქუჩები სრულიად ცარიელია, როდესაც პოლიციის მანქანების გარდა თითქმის არავინ დადის.. მიყვარს დილაადრიან, გარეთ გამოსული ადამიანების ცქერა. ვესალმები მათ,  Morning, Hi,  ყველაფერი უბრალოდ, ყოველგვარი ამპატრავნებისა და ზიზილ-პიპილოების გარეშე ხდება.

მე ვარ რაღაც დიდი სამყაროს ნაწილი.

გადავწყვიტე ფეხით ამეარა ცოტა ზემოთკენ, 56-ე ქუჩას ავუყევი, ვალდორფ ასტორიას გავუსწორდი, ანჯელინა ჯოლი ჯერ არ გამოსულა გარეთი, დაცვა აკონტროლებს ტერიტორიას, ბრედ პიტიც ჯერ სახლშია,, ნებივრობს ასტორიას აპარტამენტებში.

კეთილი ნების ელჩი - გაერო,
                            Bრავო
                                  ანჯელინა,,
                                                Bრავო,,

საკმაოდ  შემცივდა, ნიუ იორკი მკაცრია, არ ინდობს არავის,, ძლიერი უნდა იყო,,

გადავწყვიტე ცოტა გავმთბარიყავი (warm up) .  შევედი "სტარბაქსის" კაფეში,
-ლატე, მიდიუმ, ფლიზ - ვეუბნები ლამაზად მომღიმარ გოგონას.
-Yეს სერ - მომიგო მან,,

ისევ, ქუჩა, ისევ, ნიუ იორკი, რაღა თქმა უნდა, შემოდგომაა, ცივა,ფერადი ფოთლებით მოფენილია ქვაფენილი,, გრძნობა მაქვს, თითქოს ხალიჩზე დავდივარო, თითქოს დედამიწას ფეხს არ ვაკრებო,,,

დღეს დიდი დღესასწაულია -  Happy Thanksgiving!!!!

მივადექი როკფელერის ცენტრს, საციგურაო მოედანი უკვე დაუდგამთ, მუსიკა  is on,  მალე ტევა არ იქნება მოედანზე, პატარები, დიდები, ბავშვები, ქალები, კაცები,, ამოიცვამენ ციგურებს და გაუყვებიან სრიალა ნაპირებს, 

რაღაც ხმაური და ჩოჩქოლია იქვე,,, ვუახლოვდები,, სცენა დაუდგამთ ღია ცის ქვეშ, მომხიბლავი რიანა პირდაპირ ეთერში გაჰკივის , -

You can stand under my umbrella
You can stand under my umbrella
(Ella ella eh eh eh)
Under my umbrella

სატელევიზიო არხი ABC პროგრამაში  Good Morning America  - გადასცემს ამ ღონისძიებას,,, საინტერესოა,,, აღარ დაველოდე ეთერის დამთავრებას, ავტოგრაფის აღება რიანასგან იმ დღეს არ მქონდა ჩაფიქრებული,,

გავაგრძელე გზა,,, ისევ უმისამართოდ, მივდივარ,

ვტკბები გარემოთი,
                      ვფიქრობ,
                            ვოცნებობ,

ფეხი ავუჩქარე, ცივა,, მაგრამ არც თუ ისე ძალიან, უკვე 7 საათია, უცებ ფეხის სვლა შევაჩერე,,,, აქ რა მინდა?? აქეთ რატომ მოვდიოდი?? კარნეგი ჰოლის წითელი აგურის სიღაჟღაჟემ გონებაზე მომიყვანა,,, 2 ნაბიჯზე ოკეანის სანაპიროა,, დღეს გადავიფიქრე ოკეანეს გადავხედო,, წავედი ისევ უკან,,


ხალხი იღვიძებს,,,,

                                          გადავწყვიტე ცენტრალ პარკისკენ წავსულიყავი,

დღეს დიდი დღესასწაულია -  Happy Thanksgiving!!



ეს ამერიკაა,
Nიუ Yორკ სითი.

                                                        I  LoVe  NeW  YoRk



სიყვარულით,
მაჰათმა განდი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები