ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2008


საყვარელ ქალს

         
                    საყვარელ ქალს

მე შენში მომყონს ლამაზი სული,
მზედ ანთებული გრზნობის მორევი,
შენთან ყოფნისას არ მაქვს წარსული                                                                                                                                    და მავიწყდება სევდა ყოველი.

მე იშვიათად გრძნობებთან დავრჩე
და თუ გავწირე თავი ფიქრისთვის,
წინ დამიდგება ის შენი სახე,
რომელიც მომწონს მე სიცილისთვის.

შენი სიცილი განუსაზღვრელი,
შევდა ნარევიც, ჩუმიც და ანციც,
არ მეგულება ქვეყნად ქართველი,
რომ არ მოხიბლოს ქალი და კაციც.

,,ტანო-ტატანო”---შენზე არ ვიტყვი,
,,გულის წარმტანოც”—სხვისთვის მითქვია,
მაგრამ გჯეროდეს ასეთი სიტყვით,
არცერთი ქალი არ შემიკრთია.

შენ რა დაგარქვა? არ ვიცი რა ვქნა...
შენ ცით მოსულო სიცილის თოვავ!
ბოლოს თუ შენთან სილაღე დარჩა,
ალბათ სიკვდილიც სიცილით მოვა.

მე მაინც ვერ ვთქვი შენი სახელი,
შენ სახელს ალბათ ბევრად სჯობიხარ,
როცა შენთან ვარ, ქრება ნაღველი,
რა ,,ჯადოქარი” სული ყოფილხარ!

,,ჯადოქარი-თქო”! რად გაიკვირვე?
აბა სხვა რაა შენი ნაგვარი?
ზღაპრად აკინძე გრძნობების კიბე
და შენშიც არის ზღაპრის მაგვარი.

მე კი ბავშვივით ზღაპარი მიყვარს,
რა ვქნა, ეს გრძნობა დიდხანს შემომრჩა,
შენ წინ უძღვები ,,დევსა” და ,,ჭინკას,”
ბავშვობა ,,ბეწვის ხიდზე” გამოგყავს.

სულს შემპარვია ოცნება წმინდა,
ყვავილთა ჯარით მორთულა დარი...
მე შენს სიცილთან სიკვდილიც მინდა
და სიკვდილამდე შენით ვარ მკვდარი!

უკუნი ღამე ლურჯად ბიბინებს,
სადღაც შორს ვარსკვლავთ კისკისი ისმის...
ვერავინ ისე ვერ გამიღიმებს,
რომ შევადარო შენს სიცილს ცისკრის!

როგორც ალერსი ბაგეზედ მკვდომი...
ცის კაბადონზე დაღვრილა ნისლი...
ეს გული არი შენი გამგონი
და სურს ალერსი...არ მკითხო რისთვის?

მე მართლა წამით ვრჩები გრძნობებთან
და თუ მომინდა დღეს აღტკინება...
მინდა რომ გთხოვო, თხოვნად ყოველთა...
გამიცინე და გამეცინება!!!

                    თბილისი 1991 წელი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები