ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე-17
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2014


ნატას.

ერთფეროვნება,
ნაკვალებით სავსე მარტოობის პროსპექტი,
უშენობით გაჟღენთილი ჰაერი,
დაგეძებ იქ სადაც არ ხარ,
ხუთი თვე, სამი კვირა და ორი დღე.
მეექვსე ოცდაორი გადავხაზე კალენდარში,
ყავის ფინჯანში ბოშა ქალიც კი ვეღარ ხედავს შენს ნაფეხურებს...
საფეხურები, მოაჯირი, კარები,
რომლის მიღმაც კარანტინია, ჩემი ოთახი,
სადაც ფანჯარა შლაგბაუმის ფუნქციას ასრულებს და სამყაროსგან მმიჯნავს.
ღამით ჩემი, დღისით კი მარტოობის.
ოთახში კოჭლი მაგიდა,
მაგიდაზე მარტოობის ქირა - მტვრის ნაწილაკები,
რომელზეც ყოველ ღამე თითებით შენს სუნთქვას ვრითმავ.

და მერე ქუჩები, სახლები, ქუჩები.
ყველა გზაჯვარედინზე ვყვირი შენს სახელს...

მინდა გიპოვო!
მინდა გიპოვო.
მინდა გიპოვო...

მინდა გიპოვო, თუნდაც იმიტომ, რომ გითხრა გეძებდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს