ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2014


სიმძაფრე

ძალიან მძაფრია უშენობა,
თოვს, ან წვიმს.
სუნი დამყვება შენი თმების,
მთაწმინდის ნაძვის.
როგორი მძაფრია უშენობა,
უსაზღვრო, ზღვის კიდეს
ვხედავ შენს ყვრიმალებთან,
სულის თოკებზე მძივს კიდებს.
ისეთი მძაფრია უშენობა,
ყვირილად აღმომხდება,
მიყვარხარ,
ხმის ჩახლეჩამდე,
იოგების დაწყვეტამდე.
მოხვიდე რა მოხდება?!
როდესაც მძაფრია უშენობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები