 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 3 აპრილი, 2014 |
ამოიწვერა მზის ტანი, ხეობას ჯანღი აკლდება, გუმანი,ვაჟი, გასროლა, ლხინს აიტაცებს ახადი, ვინ იცის–ვის რა ჯავრი აქვს, ტვირთი საზიდი ნაკლებად, აკვნიდან დარდის დაყოლა, ერს რომ ნამუსი ახადეს. მიერეკება წელი წელს, ბედი მის თავზე წერილს წერს, დიაკვანს მცველის როლი აქვს, სალოცავს უდგას სამანი, სამშობლოს გვერდში დადგომით ახოკინებენ სიმწრით წვერს, მტერს აცილებენ გმირები, მედგრად სამარის კარამდე. მებრძოლს შეუდგა წუხილი, სამშობლოს იავარობის, ლექსებითა და სიმღერით მამულს მობანა იარა, ყველას სწადია დაპყრობა, საქართველოსკენ გამორბის, ჯავრმა და მუხანათობამ ჩვენს თავზე გადაიარა. არწივის ლაღი სამყარო, ფეთქავს კლეედბის ექოდან, ვაჟკაცის საქმე ქვეყნისთვის, უკვალოდ არა ქრებოდა, თუმცა ღალატის ჯანღი და ვარამის ფერი ბინდია, საქართველოდან გმირები მაინც არასდროს მიდიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ირინკა-გავითვალისწინებ ვიფიქრებ და აუცილებლად შევცლი. გაიხარე ნამდვილად მეც ვფიქრობდი რომ რაღაცნაირად რაღაცნაირი იყო ეს სტრიქონი. თუმცა ბავშვური რომ არის მაინც კარგია მაგრამ აღარ იქნება.გაიხარე, მოგიკითხე და წარმატებები შენც. ხშირად მესტუმრე ხოლმე რჩევებით. ირინკა-გავითვალისწინებ ვიფიქრებ და აუცილებლად შევცლი. გაიხარე ნამდვილად მეც ვფიქრობდი რომ რაღაცნაირად რაღაცნაირი იყო ეს სტრიქონი. თუმცა ბავშვური რომ არის მაინც კარგია მაგრამ აღარ იქნება.გაიხარე, მოგიკითხე და წარმატებები შენც. ხშირად მესტუმრე ხოლმე რჩევებით.
8. ყველას სწადია დაპყრობა, საქართველოსკენ გამორბის,
გილო ეს ფრაზა რაღაცა მებავშვურა, საქართველოსკენ გამორბის რაღაცა ვერ... ეს გამორბის შეცვალე რამენაირად რჩევაა :)
ისე კარგია :) მოგიკითხე ყველას სწადია დაპყრობა, საქართველოსკენ გამორბის,
გილო ეს ფრაზა რაღაცა მებავშვურა, საქართველოსკენ გამორბის რაღაცა ვერ... ეს გამორბის შეცვალე რამენაირად რჩევაა :)
ისე კარგია :) მოგიკითხე
7. ვაჟ–კაცში რაც ვიგულისხმე თუ ამას მიმიხვდი და მაინც ერთად დაწერას მირჩევ, მაშინ რაც ვიგულისხმე ის აღარ იქნება, მაგრამ მაინც დავწერ ისე როგორც მირჩევ ამ შემთხვევაში და ამის მიზეზს არ ვიტყვი თუ რამტომ ვცვლი. ერთად რომ იწერება ეს ვიცი ნამდვილად, შეხსენებისთვის მადლობა. რაც შეეხება რიტმიდან ამოვარდნას, მესამე სტროფის მესამე სტრიქონში მესამე სიტყვა ,,დაპყრობა'' იყო შეცდომით დაწერილი და ეწერა ..დაპყრბა'', ეს ტექსტის აკრეფის დროს დაშვებული ლაფსუსი იყო და გამოსწორებულია ხარვეზი.
მადლობა კიდევ ერთხელ. ვაჟ–კაცში რაც ვიგულისხმე თუ ამას მიმიხვდი და მაინც ერთად დაწერას მირჩევ, მაშინ რაც ვიგულისხმე ის აღარ იქნება, მაგრამ მაინც დავწერ ისე როგორც მირჩევ ამ შემთხვევაში და ამის მიზეზს არ ვიტყვი თუ რამტომ ვცვლი. ერთად რომ იწერება ეს ვიცი ნამდვილად, შეხსენებისთვის მადლობა. რაც შეეხება რიტმიდან ამოვარდნას, მესამე სტროფის მესამე სტრიქონში მესამე სიტყვა ,,დაპყრობა`` იყო შეცდომით დაწერილი და ეწერა ..დაპყრბა``, ეს ტექსტის აკრეფის დროს დაშვებული ლაფსუსი იყო და გამოსწორებულია ხარვეზი.
მადლობა კიდევ ერთხელ.
6. გილო, ვაჟკაცი ერთად იწერება და იმიტომ , აქ შეიძლება შენ ვაჟებს და კაცებს გულისხმობ მაგრამ მაინც ცუდად ხვდება თვალს.
რიტმიდან კი პირველ და მეორე სტორფებში ამომაგდო - ტქვესმეტმარცვლიანი სტრიქონია და სადღაც მეტია მარცვალი, მე ასე ვიგრძენი და რა ვიცი აბა. გილო, ვაჟკაცი ერთად იწერება და იმიტომ , აქ შეიძლება შენ ვაჟებს და კაცებს გულისხმობ მაგრამ მაინც ცუდად ხვდება თვალს.
რიტმიდან კი პირველ და მეორე სტორფებში ამომაგდო - ტქვესმეტმარცვლიანი სტრიქონია და სადღაც მეტია მარცვალი, მე ასე ვიგრძენი და რა ვიცი აბა.
5. ნინო ქადაგიძე- იქნებ დააკონკრეტო რიტმიდან რა დგილებში შეძლო ლექსმა მკითხველის ამოგდება და ვაჟ–კაცის დეფისი გარეშე დაწერასაც რატომ მირჩევ, ამაშიც ცოტა მეტი კონკრეტიკა მჭირდება თუ არ დამზარდები. უფრო მეტად გავამახვილებ ნიუანსებზე ყურადღებას თუ მკითხველის მხრიდან ბუნდობამენა არ იქნება კომენტარებში.
მადლობა უღმესი რომ დრო დაუთმეთ ნაწერს და წაიკითხეთ. ნინო ქადაგიძე- იქნებ დააკონკრეტო რიტმიდან რა დგილებში შეძლო ლექსმა მკითხველის ამოგდება და ვაჟ–კაცის დეფისი გარეშე დაწერასაც რატომ მირჩევ, ამაშიც ცოტა მეტი კონკრეტიკა მჭირდება თუ არ დამზარდები. უფრო მეტად გავამახვილებ ნიუანსებზე ყურადღებას თუ მკითხველის მხრიდან ბუნდობამენა არ იქნება კომენტარებში.
მადლობა უღმესი რომ დრო დაუთმეთ ნაწერს და წაიკითხეთ.
3. საგმირო ეპოსით დაწერილი ლექსია და ისეთი, ძარღვიანი , მაგრამ ზოგგან რიტმიდან ამომაგდო . ვაჟ-კაც -ში რაც იგულისხმება მივხვდი, მაგრამ ჩემი აზრით, ჯობია ერთად დაწეროთ ...
საგმირო ეპოსით დაწერილი ლექსია და ისეთი, ძარღვიანი , მაგრამ ზოგგან რიტმიდან ამომაგდო . ვაჟ-კაც -ში რაც იგულისხმება მივხვდი, მაგრამ ჩემი აზრით, ჯობია ერთად დაწეროთ ...
2. საინტერესოა. ++ საინტერესოა. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|