ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია
ჟანრი: პროზა
29 ნოემბერი, 2008


ვემალები...

  უმიზეზოდ ჩამოვღამდი და ზაფხულის თბილ წვეთებად გავწვიმდი...
ჩემს ბნელ ოთახში ჩავიკეტე და სიჩუმეს ვუგდე ყური. არაფრისმეტყველია, მაგრამ ამავე დროს საინტერესო...
  მალე მთვარე შემოფენს მკრთალ სხივებს და შეეცდება ოთახი გაანათოს, ველი... არაუშავს, ბნელ კუთხეს მაინც ვიპოვი სადმე...
  კედელს თითებს ვახებ და ვგრძნობ, როგორ უვლის ჟრუანტელი... თრთის...
ჭერს ვუყურებ და ვხედავ, ჭაღზე როგორ კიდია ჩემი ფიქრები და ვმარჩიელობ, რომლით დავიწყო?..
  ველოდები... ის კი იგვიანებს. ველი, როდის გაფანტავს ღრუბლებს და გამოჩნდება ჯერ ცაზე, შემდეგ კი ჩემს ოთახში...
  ვიცი, როცა შემოვა, სხივს შემახებს...
არა, მაინც ვიპოვი ბნელ კუთხეს სადმე, მერე კი ჭაღიდან მიყოლებით ჩამოვხსნი ფიქრებს და
              უბრალოდ
                            ვიფიქრებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები