 | ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2014 |
დღის და ღამის შუქის ფერთა ლივლივით, ალაგ-ალაგ გრძელ ჩრდილებმა ჩაყლაპეს. მრისხანება მოდის თითქოს ქუხილით, ელდანაკრავ ფერებს შორის რომ გაქრეს.
თითქოს ციდან შავი სეტყვა მოვიდა, თითქოს ისევ დედამიწა დაბრმავდა. უკანასკნელ შუქს აქრობდა მხევალი, უცებ ისევ ... ცამ იელვა განათდა.
გძელ ჩრდილებმა გადასერეს მთა-ბარი, თითქოს სადმე ეშმაკები წვანანო, დედამიწა გამხდარიყო მწევარი, ცის კალთებზე ცის ღრუბლები დგანანო.
უკანასკნელ შენობაშიც ჩავიდა, ბნელი ღამის სიო სევდაგაკრული, მოერია დედამიწას სიბნელე და გაშეშდა ქვეყნად ყველა მალული.
დაეყუდა ბნელ ღამეში შენობა, თითქოს მიწას სავედრებელს ჩასძახის. კრთება ღამე,ეოცა და დაიბნა, ეშინია სხვამ არა თქვას საძრახი.
გაშიშვლებულ რუხ ხეებით სამყარო, სნეულივით სუსტია და მკვდარია, გაუჩერდა თითქოს მიწას პულსიც და ჰორიზონტზე გაზაფხულის ქარია.
მოწითალო ცას ღრუბლები მოაწყდა, თითქოს მძივი შეაწყვიტეს ქალს მკერდზე. დაიმორცხვა ცის კიდეზე წვიმამ და კვლავ შეეხო დედამიწას მკვდარ ხელზე.
დღის და ღამის შუქის ფერთა ლივლივით, თითქოს ჩვენი დედამიწა განათდა. ცის ალიონს შეეგებნენ ღრუბლები, კარზე ჩუმად გაზაფხული მოგვადგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმადლობთ ბატონო ოთარ ^_^ გმადლობთ ბატონო ოთარ ^_^
4. ცოტა კორექტურაა გაპარული და თუ არ დაგეზარება შეასწორე.
კარგი გოგო ხარ, არ შეწყვიტო წერა, გააგრძელე და დროთა განმავლობაში დაიხვეწები დარწმუნებული ვარ. ცოტა კორექტურაა გაპარული და თუ არ დაგეზარება შეასწორე.
კარგი გოგო ხარ, არ შეწყვიტო წერა, გააგრძელე და დროთა განმავლობაში დაიხვეწები დარწმუნებული ვარ.
3. გმადლობთ ^_^ გმადლობთ ^_^
2. გაუჩერდა თითქოს მიწას პულსიც და ჰორიზონტზე გაზაფხულის ქარია. გაუჩერდა თითქოს მიწას პულსიც და ჰორიზონტზე გაზაფხულის ქარია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|