ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაიმბრე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


ვეგუები შესაბამისად

უმეტყველოა ეგ თვალები, როგორც თაბახი,
უმისამართო და რაღაც მხრივ უემოციო.
უერთმანეთოდ გასულ წამებს, ისე გადავთვლი,
სევდა შემიპყრობს და ვეცდები სევდა "მოვწიო."

უსაშველოა, უშენობის მწარე განცდა და
თუმცა რა ძალმიძს? ვეგუები შესაბამისად.
ეს გული ერთხელ, მთელი გულით, ისე გამწარდა,
დათვრა და ისე დაიბოღმა, ვეღარ გამიშვა.

ახლაც ერთბაშად ამოხეთქა შენზე ოცნებამ,
(გამოძინებულ ტვინს ცოტათი არ ეკადრება)
ზეცას ვარსკვლავი, ისევ ისე ჩუმად მოსწყდება,
ასე ჩუმადვე დაგვტოვებს და დაგვეკარგება.

ჩემი ცხოვრების ეპიზოდებს ვითვლი ყოველღამ,
მსურს მოვაქციო ერთ უჯრედში, მერე ვიხსენო -
ყოველი წამი, შენით მთვრალს რომ მომაყოლებდა:
ლექსებს, საუბრებს, ფერი რომ აქვს მოატმისფერო.

ჰოდა მეც ვტოვებ, ატმოსფეროს, დახუთულობას,
სუფთა ჰაერი მინდა ზეცას დავამადლო და
მაგრამ გახსოვდეს თუ არ შეწყვეტ ღამით სტუმრობას,
ისევ გაკოცებ, და არც ახლა მოგთხოვ მადლობას.

უმეტყველოა ეგ თვალები, როგორც თაბახი,
უმისამართო და რაღაც მხრივ უემოციო.
უერთმანეთოდ გასულ წამებს, ისე გადავთვლი,
სევდა შემიპყრობს და ვეცდები სევდა "მოვწიო."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები