ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


უსათაურო

******
ხევსურის ქალმა თუმც სადაროდ ჩაიწნა თმები
თებერვალს სუნთქვა გამოსტყუა მთლად სააპრილო,
ათოვდა ისევ ბარისახოს და თეთრი მთები,
გაზაფხულს ისე მოელიან როგორც მაყრიონს.

*****
მთას თეთრი ფაფახი მოხადეს ქარებმა
ყელს ნისლებს ახვევენ გულზვიად მასპინძელს
იები მოსულა ქალაო, მთის მკერდზე
გაზაფხულს შეხსნია საკინძე.

*******
რადგან დღეს ასე ახლოა ზეცა,
რადგენ ცხოვრება კვლავ სპექტაკლია
მინდა სცენაზე ჯინსები მეცვას,
მინდა სცენარი სადაც "მაკლია"!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები