ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2008


სამება

დაჰყურებ ქალაქს მტკვარს და დედასა,
შენი სიკეთე სამშობლოს ფარავს
და ბოროტებას სიკეთით მალავს,
მიხვალ შეგინდობს თუ მოგიპარავს.

მუხლებს მოვიდრეკ და მოვალ შენთან,
დაგეჩოქები ღმერთივით ალალს,
ცოდვებს გაგანდობ,პატიებას გთხოვ,
ვიცი მიშველი და მომცემ წამალს.

გამშვენებს ჯვარი წმინდა ნინოსი
და წმინდა ხატი აქ ასვენია,
შენზე ის ვწერე რაც დამინახავს
და რაც სხვებისგან მომისმენია.

რეკავს და რეკავს შენი ზარები,
ეს კეთილთათვის მოსასმენია,
ერთხელ ვისმინე და იმის შემდეგ
ვნატრობ,რომ კიდევ მომასმენია.

მინდვრად გაშლილან ნაზი ყვავილნი,
ხედავს სამებას შემკობილს მადლით
და ღამის შუქზე მისი კედლები
ლოცვით ივსება ელვარებს სანთლით

ღამე ვარსკვლავნი თავს მოიყრიან
შეწუხებულნი რომ იყონ დარდით,
ლოცვას იწყებენ ტაძრის მწვერვალზე
და შემკობილნი ქრებიან მადლით.

დილით ამოდის შენი მნათობი
და მზის სხივები ეზოს გინათებს,
თვით ღრუბელიც კი მუხლმოდრეკილი
ტაზარში შესვლას ლოცვას ინატრებს.

შენ სასახლე ხარ ღვთის მსახურებით,
ნეტავ რა ხელმა,როგორ გაშენა?
ასე შეგამკო მადლიერებით
გაგალამაზა და ჯვრით გამშვენა!

შენ დიდო ძალავ,ჩვენო მფარველო,
თეთრად დაგცქერის მთაწმინდის მთვარე,
მე დაჩოქილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
ჩემი სამშობლო შენ დაიფარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები