 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 29 აპრილი, 2014 |
აღარ ჩანს ხედები, ვეღარ ვიხედები სახლიდან. რკინა და ბეტონი, სულ ნაკლებ-მეტობით მახლიან, თვალებში სიცივეს და ვეღარ ვიცილებ ბაცილას დიდი გულგრილობის, მხოლოდ მღვდელს ჭილოფში არ სცივა... ყველაზე ადვილი, არ დარჩეს ადგილი ბუნებას. სართულზე სართული სუნთქვასაც ართულებს. კურნებას არ ექვემდებარა შეშლილი ქვეყანა... წალკოტებს? წაიღებს სხვა წყალი, ათასი საწყალი ნაფოტად დარჩება იმ ხეთა, არც ვინ რომ მიხედა მოჭრისას... ჰოდა, ამ ფარაში ყოჩი რომ პარპაშებს კოჭლია... ყაყანი უაზრო ათას ბემურაზის, „კაცობენ“... არავინ არ ფიქრობს, სადღაა საფიხვნო, არ ცოდნა? დღეს ისე ფასდება, მდიდრულ ფასადებად ირთვება. კაციდან კაცამდე, ცოტა ხნით აცადე „მირთმევა“... შენი მიქარვებით წაგიყვანს ქარონთან სიკვდილი. სიცრუე გამოგხარავს, აზრზე თუ არ მოხვალ, იტკინე, გული ან სული ან ეგ თავი სრულიად ნარჩევი... ქალაქი გადარჩეს, არ დარჩეს პაპაშენს სარჩევში... ყივჩაღთა ურდოს ჰგავს ქაჯების ბუდობა ქალაქში... ჩუმად და უნდობლად ვისაც რა უნდოდა დალაშქრა! გზას რომ აგიყრიან და გორას, ფიქრიანს ბოჭავენ. გულზე თუ გეხება, შენ ვის რა ფეხები მოჭამე?.. რკინა და ბეტონი, არ გინდა ეგ ტონი მენტორის! ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი... 24.04.14
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან მომწონს ეს ლექსი)... ძალიან მომწონს ეს ლექსი)...
9. ყივჩაღთა ურდოს ჰგავს ქაჯების ბუდობა ქალაქში...
ყივჩაღთა ურდოს ჰგავს ქაჯების ბუდობა ქალაქში...
8. 5555 მომეწონა ძალიან წარმატებებს გისურვებთ 5555 მომეწონა ძალიან წარმატებებს გისურვებთ
7. გზას რომ აგიყრიან და გორას, ფიქრიანს ბოჭავენ. გულზე თუ გეხება, შენ ვის რა ფეხები მოჭამე?.. რკინა და ბეტონი, არ გინდა ეგ ტონი მენტორის! ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი... გზას რომ აგიყრიან და გორას, ფიქრიანს ბოჭავენ. გულზე თუ გეხება, შენ ვის რა ფეხები მოჭამე?.. რკინა და ბეტონი, არ გინდა ეგ ტონი მენტორის! ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი...
6. ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი... მაგარი ადგილია +++
ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი... მაგარი ადგილია +++
5. "სრულ წარმატებას რომ მიაღწიო, სტილის სილამაზე შესანიშნავ იდეებს უნდა შეუხამო. უმისოდ ლიტერატურული ნაწარმოები ვერ გაუძლებს დროის გამოცდას, განსაკუთრებით კი თარგმნის გამოცდასო." კ. ჰელვეციუსს უთქვამს (თქვენზე) +10
"სრულ წარმატებას რომ მიაღწიო, სტილის სილამაზე შესანიშნავ იდეებს უნდა შეუხამო. უმისოდ ლიტერატურული ნაწარმოები ვერ გაუძლებს დროის გამოცდას, განსაკუთრებით კი თარგმნის გამოცდასო." კ. ჰელვეციუსს უთქვამს (თქვენზე) +10
4. პიჩიკატოებივით სტრიქონებია- ყოველი ფრაზა მოსხლეტილია, თითქოს წივის, სულის მოთქმის საშუალებას არ გაძლევს და თან მძაფრი ეფექტიც აქვს.
კარგ პოეტთან ერთად თქვენს ლექსებს კარგი მოქალაქეც წერს!
პიჩიკატოებივით სტრიქონებია- ყოველი ფრაზა მოსხლეტილია, თითქოს წივის, სულის მოთქმის საშუალებას არ გაძლევს და თან მძაფრი ეფექტიც აქვს.
კარგ პოეტთან ერთად თქვენს ლექსებს კარგი მოქალაქეც წერს!
3. ვიხჩობით ყელამდე ბეტონში... და ლექსაც უხდება ეს ტონი...:)
5
ვიხჩობით ყელამდე ბეტონში... და ლექსაც უხდება ეს ტონი...:)
5
2. ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი...
მე ძალიან მომწონს ++ ჩემს ქალაქს მპარავენ, ბრიყვების ქარავნით მე მგონი...
მე ძალიან მომწონს ++
1. აი კარგი ლექს-პროტესტი! +5
აი კარგი ლექს-პროტესტი! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|