ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2014


"მათხოვარი"

მზე იყო ცივი,უსხივო და მეტწილად ლოთი,
დღე იყო თითქოს ცოცხალმკვდარი, ნივთი პატარა,
ქუჩაში ბავშვი აგროვებდა ნამცეცებს შოთის
და მაინც ქვეყნად სიარული ხან კი,ხან არა,
უხაროდა და აგროვებდა ცხოვრების წუთებს
მეგობრად ჰყავდა:უფალი და ნამგალა მთვარე,
მისი შემყურე ყველა ღამე ცრემლებით უთევს
და მაინც სადღაც მიიმალა ნოტიო არე...
უდედმამობა სულს უტკიებს,მიდის ბილიკით,
უსამართლოა ეს ცხოვრება ,ზოგჯერ ასეა,
ზოგს ათნაირი საუზმე აქვს,ზოგს კი პირიქით,
ზოგის სხეული ლეშია,და ზოგის სავსეა,
სიყვარულით და სიხარულით,დღე არის ცივი,
მე ბავშვის ფონზე ჩემი რწმენით ნივთი პატარა,
ვარ და იესო დავინახე მის მღვრიე თვალში,
რომელსაც ქვეყნად სიარული ხან კი ხან არა
(უხაროდა და დაეძებდა ქუჩაში უფალს )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები