ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მაისი, 2014


* * *

ახლა ისე ვარ
ბავშვობაში თასმებს რომ გადააბამდი ერთმანეთს
და ჩაპლინობდი.

ან სულაც
ცუდი ნიშნები რომ დაგიგროვდებოდა
და გადაბარებაც აღარ გშველოდა წლის ბოლოს.

წყალმცენარეები ამომეზარდა ხელებზე
თვალებში ხავსი მომედო
ვჭაობდები!

გემუდარები!
ამომათრიე ამ მიწიდან,
რომელიც ჩემზე დადის..

და როგორც დედა მბანდა მუხლისთავს
ჩამომრეცხე ისე წარსული

ღამით კი გეტყვი: "მომეცი ხელი."

და მერე "ერთი ბეღურა,
ორი,
სამი.."

ჩაგეძინება..

მე მოგიყვები ზღაპარს
მოუსვენარ გოგონაზე,
რომელიც ერთმანეთზე აბამდა თასმებს
და ჩაპლინობდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები