საქართველო არსებობის სხვადასხვა პერიოდში იცვლიდა ხოლმე თავის სახეს, სტილს, თავის გატანის მეთოდს. ხან გმირობის და თავდადების ქვეყანა იყო, ხან ლოზუნგების, ხან მშიშრების, ეხლა კი განდიდების მანია და ნარცისიზმის ელემენტები შეეპარა.
უკვე ვიცით რა სამარცხვინო ფორმატზეა გადასული საბას დაჯილდოება, რომელიც მხოლოდ ქართული სულის გამანადგურებელ ავტორებს აჯილდოვებს ძირითადად. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სივრცეში „ლექსების გამოფენაღა იყო, და იმასაც წაეპოტინა მავანის ხელი, რამაც ძალიან შეურაცხყო მისი შვილები და მეც მათ შორის, თუმცა აქამდე მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი იქაური თბილი გარემოსა და კარგი ატმოსფეროს შესახებ, მაგრამ წელს, საიუბილეო მეათე გამოფენას დავესწარი.
სიმართლე რომ ითქვას, მოლოდინი მეტის მქონდა, მეგონა ყველა ერთმანეთს გავიცნობდით, ერთი საყოველთაო ზეიმი იქნებოდა. ძირითადად ასეც იყო, თუმცა ხარვეზებიც ბევრი იყო ნამდვილად, რამაც გული მატკინა და ჩავთვალე საჭიროდ დამეწერა ამის შესახებ. არა იმიტომ რომ კრიტიკის ხასიათზე ვარ, არამედ იმიტომ რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ.
100სიტყვა: არ ვიცი რა ჰქონდა გაგზავნილი სხვებს, მაგრამ ფინალში გასული ნაწარმოებების ხარისხი იყო ძალიან დაბალი, თუ იყო თემა, აკლდა გავრცობა, ან საერთოდ აზრი ბუნდოვანი იყო, ბევრგან უინტერესო, თუმცა არ მგონია რომ ეს პრობლემა ავტორების ბრალი ყოფილიყო. თვითონ ფორმატი 100სიტყვა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე ღირებული შექმნა და გააგზავნო. ამიტომ პირველი დღე ძალიან უინტერესო იყო ჩემთვის.
პოეზია: აქ თავი ხვა პრობლემამ იჩინა, ფინალში გასული ლექსების უდიდესი ნაწილი იყო ვერლიბრი, (ეს არ ვიგულისხმე პრობლემაში) შიგადაშიგ კარგებიც, მაგრამ, ეს იყო ჟიურის გემოვნებაზე დაყრდნობით შერჩეული მასალა და არა ლექსების მაღალპოეტური შესრულების ხარისხით და ღირებულებებით შეფასებული პოეზია. მიკერძოებულობა თვალსაჩინო იყო, ვერ იყო სათანადოდ შენიღბული, რაც ჟიურის კომპეტენციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებდა სამწუხაროდ.
შეიძლება ვიღაცა მეტყვის რომ ვერლიბრის ეპოქაა და ყველას ვერლიბრი ჰქონდა გაგზავნილი, მაგრამ მაგის საწინააღმდეგოდ გეტყვით, რომ იმ 3-4 ლექსიდან, რომელიც კონვენსიური იყო გასული ფინალში, ხალხის რჩეული, ანუ მკითხველის სიმპატია სწორედ რომ კონვენსიური ლექსი გახდა, და არა ვერლიბრი.
სასაცილო იყო ამ ლექსის გამოცხადების შემდეგ, იმ ბოძთან მოსული სახეების თვალთვალი, რომლებიც უკმაყოფილო სახეებით მოაწყდნენ ამ ლექსს წასაკითხად,და როცა ვერ პოულობდნენ იქ რაიმეს ისეთს, რითიც ეს ლექსი თავისას ჯობდა (საკუთარი ხომ ყველაზე უკეთესია), უფრო უკმაყოფილო სახეებით მიდიოდნენ უკან.
არ მომეწონა რომ, ყავისა და ტორტის მაგიდასთან უფრო დიდი რიგები იდგა, ვიდრე გამოფენილ ლექსებთან. რომ სტუმრები გარკვეულ ჯგოფებად იყვნენ კლასიფიცირებულნი, რომ წარდგენა იყო სუსტი, პროზა პოეზიასავით რომ იკითხებოდა და შინაარსს რომ ჩქმალავდა, თუმცა ვერც პოეზიას ეტყობოდა დიდად რომ პოეზია იყო. არ მომეწონა რომ თითქმის ყველამ იცოდა რომელი ვისი ლექსი იყო და მგონი მარტო მე დავდიოდი პირდაღებული და ვკითხულობდი.
მომეწონა, ის რომ ქართველებს კიდევ გვქონია უნარი ერთმანეთთან მხარში დგომისა და ერთმანეთის გატანისა. ვულოცავ ზაზას, რომ ამდენი დათესილი სიკეთე გვალვის დროს არ ჩახმა და წინ დახვდა გაჭირვების ჟამს ხალხის გვერდში დგომით. მომეწონა ის რომ ბევრი ჩემთვის საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი ვნახე და ერთმანეთს გულები სითბოთი ავუვსეთ. მომეწონა გარემო, სითბო და სიყვარული, რომელიც ალბათ გლეხი კაცის გარდა, მხოლოდ მსგავს წრეებშია შემორჩენილი და ვისურვებდი კონკურენციის გამო ფარულ მტრობას არ გაეხუნებინოს ეს ადამიანური ღირებულებები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. ჯაფარა77...:-* გაიხარე... კარგი ახსნა განმარტებაა და მგონი ჯობია შეწყდეს აქ კომენტარებიც....:) ჯაფარა77...:-* გაიხარე... კარგი ახსნა განმარტებაა და მგონი ჯობია შეწყდეს აქ კომენტარებიც....:)
46. ჰო, ვისაც ჩემს გვერდზე ეზარება გადასვლა, იმათთვის დამავიწყდა მეთქვა რომ მე ზურაბ ჯაფარიძე ვარ, იგივე ჯაფარა77. გმადლობთ ჰო, ვისაც ჩემს გვერდზე ეზარება გადასვლა, იმათთვის დამავიწყდა მეთქვა რომ მე ზურაბ ჯაფარიძე ვარ, იგივე ჯაფარა77. გმადლობთ
45. თავიდან ეს ნაწერი რომ დავდე, ბოლოში მქონდა ოცამდე ავტორი და მათი თითო ლექსი ჩამოწერილი (გალაკტიონიდან ზანგურამდე) და ვთავაზობდი მკითხველს თავისი რჩეული ხუთეული გამოევლინა და პირველი ადგილის მფლობელი. ანუ გასართობი კონკურსის ფორმატი, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ეს რეიტინგიც მაშინ მოიპოვა ნაწერმა.
მერე ადმინმა წაშალა და გადაიტანა ფორუმში, კონკურსებში. რაც ახსნეს რომ კონკურსის ფორმატი აქ არააო. ვთხოვე საკონკურსო ნაწილი მოეცილებინათ და დანარჩენი დაებრუნებინათ. როცა დააბრუნეს ნაწერი, კომენტარები წაშლილი იყო, დაახლოებით 25-მდე, და მხოლოდ ქულები გადმოჰყვა, როგორც ჩანს. 32 ქულა ქონდა როცა დააბრუნეს.
ასე რომ ეს ქულები მხოლოდ ამ ნაწილის დამსახურება არაა და მკითხველს არაკომპეტენტურობაში ნუ დავდებთ ბრალს.
რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, მთელ ტექსტში ჩანს, რომ ეს წუხილია გულშემატკივრისა და არა ჩასაფრებულის პოზიცია.
მხოლოდ ერთი წინადადება წერია ამ ყბადაღებულ ტორტზე, ეტყობა გამაღიზიანებელი რიგების შედარება გახდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ტორტის თემა იმიტომ წამოვჭერი, რომ ამ კონკურსის, დღის პირველი ნაწილის, ანუ დაჯილდოვების ნაწილში მისი ადგილი რეალურად არ იყო. როცა ყველა მონაწილე იქედან სადილზე მიდიოდა ერთად, ან სპორტულ შეჯიბრებაზე, იქ შეიძლება გაიჭრას ტორტი და არაა სავალდებულო ლექსთან მივიდეს მონაწილე ტორტითა და ყავის ჭიქით, თან იმ პირობებში, როცა ხალხი მოძრაობს და შეიძლება ვინმე დასვარო ან გადაასხა ყავა. სხვა დატვირთვა ამ წინადადებას არ ჰქონია, თუმცა ეტყობა არ დავწერე ყველასთვის მისაღებ ენაზე და შედეგიც ამიტომ დადგა ასეთი.
სხვა აქ გაუგებარი ჩემი აზრით არაფერი წერია, ამიტომ აწი, არანაირ კომენტარზე პასუხს აღარ დავწერ. დარწმუნებული ვარ ბევრი ისარგებლებს ამითი, მაგრამ არ მაღელვებს.
თუმცაღა, გულის სიღრმეში მიხარია კიდეც ეს პროტესტი, რადგან ეს ადასტურებს თუ რამდენად ძვირფასია ეს კონკურსი ყველასთვის, რაც მე, როგორც ამ კონკურსის ერთერთ გულშემატკივარს მახარებს.
რაც შეეხება რატომ არ ვშლი, --იმიტომ რომ რადგან დავდე, უნდა იდოს და სამარცხვინოს ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში.
ასევე ვიცი რომ ეს კრიტიკა პუბლიცისტიკა არაა, მაგრამ რადგან თავიდან ჰქონდა კონკურსის ფორმატი, მაინტერესებდა ეს კონკურსი რამხელა მხარდაჭერას ჰპოვებდა და ამიტომ არ დავდე სხვაში
გმადლობთ ყველას, ვინც წაიკითხეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ, განსაკუთრებით იმათ, ვინც პროტესტი გამოხატეთ. ცინიკოსებს კი თავისიც ეყოფათ
თავიდან ეს ნაწერი რომ დავდე, ბოლოში მქონდა ოცამდე ავტორი და მათი თითო ლექსი ჩამოწერილი (გალაკტიონიდან ზანგურამდე) და ვთავაზობდი მკითხველს თავისი რჩეული ხუთეული გამოევლინა და პირველი ადგილის მფლობელი. ანუ გასართობი კონკურსის ფორმატი, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ეს რეიტინგიც მაშინ მოიპოვა ნაწერმა.
მერე ადმინმა წაშალა და გადაიტანა ფორუმში, კონკურსებში. რაც ახსნეს რომ კონკურსის ფორმატი აქ არააო. ვთხოვე საკონკურსო ნაწილი მოეცილებინათ და დანარჩენი დაებრუნებინათ. როცა დააბრუნეს ნაწერი, კომენტარები წაშლილი იყო, დაახლოებით 25-მდე, და მხოლოდ ქულები გადმოჰყვა, როგორც ჩანს. 32 ქულა ქონდა როცა დააბრუნეს.
ასე რომ ეს ქულები მხოლოდ ამ ნაწილის დამსახურება არაა და მკითხველს არაკომპეტენტურობაში ნუ დავდებთ ბრალს.
რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, მთელ ტექსტში ჩანს, რომ ეს წუხილია გულშემატკივრისა და არა ჩასაფრებულის პოზიცია.
მხოლოდ ერთი წინადადება წერია ამ ყბადაღებულ ტორტზე, ეტყობა გამაღიზიანებელი რიგების შედარება გახდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ტორტის თემა იმიტომ წამოვჭერი, რომ ამ კონკურსის, დღის პირველი ნაწილის, ანუ დაჯილდოვების ნაწილში მისი ადგილი რეალურად არ იყო. როცა ყველა მონაწილე იქედან სადილზე მიდიოდა ერთად, ან სპორტულ შეჯიბრებაზე, იქ შეიძლება გაიჭრას ტორტი და არაა სავალდებულო ლექსთან მივიდეს მონაწილე ტორტითა და ყავის ჭიქით, თან იმ პირობებში, როცა ხალხი მოძრაობს და შეიძლება ვინმე დასვარო ან გადაასხა ყავა. სხვა დატვირთვა ამ წინადადებას არ ჰქონია, თუმცა ეტყობა არ დავწერე ყველასთვის მისაღებ ენაზე და შედეგიც ამიტომ დადგა ასეთი.
სხვა აქ გაუგებარი ჩემი აზრით არაფერი წერია, ამიტომ აწი, არანაირ კომენტარზე პასუხს აღარ დავწერ. დარწმუნებული ვარ ბევრი ისარგებლებს ამითი, მაგრამ არ მაღელვებს.
თუმცაღა, გულის სიღრმეში მიხარია კიდეც ეს პროტესტი, რადგან ეს ადასტურებს თუ რამდენად ძვირფასია ეს კონკურსი ყველასთვის, რაც მე, როგორც ამ კონკურსის ერთერთ გულშემატკივარს მახარებს.
რაც შეეხება რატომ არ ვშლი, --იმიტომ რომ რადგან დავდე, უნდა იდოს და სამარცხვინოს ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში.
ასევე ვიცი რომ ეს კრიტიკა პუბლიცისტიკა არაა, მაგრამ რადგან თავიდან ჰქონდა კონკურსის ფორმატი, მაინტერესებდა ეს კონკურსი რამხელა მხარდაჭერას ჰპოვებდა და ამიტომ არ დავდე სხვაში
გმადლობთ ყველას, ვინც წაიკითხეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ, განსაკუთრებით იმათ, ვინც პროტესტი გამოხატეთ. ცინიკოსებს კი თავისიც ეყოფათ
44. კენტავრ, რა ხუმარა ხარ... ჩაქრი შენა
დათო: სხვათაშორის არ გაჭირდა და შემდეგ კომენტარში ავხსნი მაქ რაცაა გაუგებარი კენტავრ, რა ხუმარა ხარ... ჩაქრი შენა
დათო: სხვათაშორის არ გაჭირდა და შემდეგ კომენტარში ავხსნი მაქ რაცაა გაუგებარი
43. ქარონ ძმაო, ართმეტიკაში გიჭირდა? 50 ლექსთან ათ-ათი კაცი რომ დგას, ერთ ტორტთან 50ზე გამრავლებული ათი რამდენია? უფრო ბევრი ხოა,ჰა.
აბა თქვი:აააააა. აბი გლუკოზა:)))
გაიხარე.ვიხალისე. ქარონ ძმაო, ართმეტიკაში გიჭირდა? 50 ლექსთან ათ-ათი კაცი რომ დგას, ერთ ტორტთან 50ზე გამრავლებული ათი რამდენია? უფრო ბევრი ხოა,ჰა.
აბა თქვი:აააააა. აბი გლუკოზა:)))
გაიხარე.ვიხალისე.
42. :D :D :D :D :D თავფურცელზე კი არა ვფიქრობ უნდა ამობეჭდოს ადმინისტრაციამ სახელით "ქარონული პუბლიცისტიკა" რა დღეშია ურაკპარაკი ატყობთ? :D :D :D :D :D თავფურცელზე კი არა ვფიქრობ უნდა ამობეჭდოს ადმინისტრაციამ სახელით "ქარონული პუბლიცისტიკა" რა დღეშია ურაკპარაკი ატყობთ?
41. ვიღაც მომავლიდან:
გეთანხმები.
პაატა:
სიტყვა სასაცილო შეურაცხყოფისთვის არც მიხმარია, მე შენი ერთერთი მეგობარი ვარ და რომ ჩემს პირად გვერდზე გადასულიყავი გეცოდინებოდა ვინც ვარ და რატომ დაგიწერე მასე იმასაც მიხვდებოდი.
რაც შეეხება ამ კონკურსს, გეთანხმები და იცი შენ რომ (რომ ნახავ ვინც ვარ) ბევრჯერ ვცადე დახმარებაც. მე ერთი არ მისმის, რატომ აღიქვით ეს წერილი ამ კონკურსის საწინააღმდეგო ტონად. როცა სინამდვილეში პირიქით ვარ განწყობილი, და ეს შენც იცი. უბრალოდ დავწერე რაც მომეწონა და რაც არ მომეწონა. რა დავაშავე ამხელა. ეს რეაქციები მიქმნის შთაბეჭდილებას რომ ის რაც ნაკლად ავღნიშნე, ყველასთვის ცნობილი იყო და დაფარვას ცდილობდით და რომ ვთქვი ეს ვერ მაპატიეთ, არ მაქვს ცუდი განზრახვა არანაირად, პირიქით, რაც ნაკლად მომეჩვენა ვთქვი. ჩათვლით რომ სწორად დავინახე, კი ბატონო, მიიღებთ ზომებს, არ ჩათვლით საყურადღებოდ და დარჩება ხმად მღაღადებლისა... თუ არ მოგეწონათ, -ეს აჟიოტაჟი რომ უფრო აპიარებს ამ წერილს ვერ იგებთ დავიჯერო? ვიღაც მომავლიდან:
გეთანხმები.
პაატა:
სიტყვა სასაცილო შეურაცხყოფისთვის არც მიხმარია, მე შენი ერთერთი მეგობარი ვარ და რომ ჩემს პირად გვერდზე გადასულიყავი გეცოდინებოდა ვინც ვარ და რატომ დაგიწერე მასე იმასაც მიხვდებოდი.
რაც შეეხება ამ კონკურსს, გეთანხმები და იცი შენ რომ (რომ ნახავ ვინც ვარ) ბევრჯერ ვცადე დახმარებაც. მე ერთი არ მისმის, რატომ აღიქვით ეს წერილი ამ კონკურსის საწინააღმდეგო ტონად. როცა სინამდვილეში პირიქით ვარ განწყობილი, და ეს შენც იცი. უბრალოდ დავწერე რაც მომეწონა და რაც არ მომეწონა. რა დავაშავე ამხელა. ეს რეაქციები მიქმნის შთაბეჭდილებას რომ ის რაც ნაკლად ავღნიშნე, ყველასთვის ცნობილი იყო და დაფარვას ცდილობდით და რომ ვთქვი ეს ვერ მაპატიეთ, არ მაქვს ცუდი განზრახვა არანაირად, პირიქით, რაც ნაკლად მომეჩვენა ვთქვი. ჩათვლით რომ სწორად დავინახე, კი ბატონო, მიიღებთ ზომებს, არ ჩათვლით საყურადღებოდ და დარჩება ხმად მღაღადებლისა... თუ არ მოგეწონათ, -ეს აჟიოტაჟი რომ უფრო აპიარებს ამ წერილს ვერ იგებთ დავიჯერო?
40. მოდით რა ნუ ვაფრქვევთ ბრძნულ აზრებს. ვისაც უნდა წავა ლექსების გამოფენაზე და ვისაც უნდა არ წავა. ყველა კონკურსი რაღაც კუთხით სუბიექტურია და ამის გააზრებას სანამ თქვენს ნაწარმოებს გააგზავნით მაშინ გირჩევთ. იმ ჟიურიში ჩვეულებრივი ადამიანები არიან ხო? რაც შეეხება ტორტის რიგს ბატონო ქარონო, ბოძებთან ხალხი გადანაწილებული იყო გასაგები მიზეზების გამო და ტორტთან შეგროვილი იქნებოდა ასევე გასაგები მიზეზის გამო. თუ რამეა გაუგებარი უკეთ აგიხსნი.
მეცინება უბრალოდ და ბევრი წერაც მეზარება.
მე ისინი უფრო მაინტერსებს ვინც ამ რაღაცის შეფასებისას ორიანს და ხუთიანს დააჭირა ხელი და ამაყად გაიმართა წელში რამეთუ საკუთარი ვალი მოხდილად ჩათვალა :))) მოდით რა ნუ ვაფრქვევთ ბრძნულ აზრებს. ვისაც უნდა წავა ლექსების გამოფენაზე და ვისაც უნდა არ წავა. ყველა კონკურსი რაღაც კუთხით სუბიექტურია და ამის გააზრებას სანამ თქვენს ნაწარმოებს გააგზავნით მაშინ გირჩევთ. იმ ჟიურიში ჩვეულებრივი ადამიანები არიან ხო? რაც შეეხება ტორტის რიგს ბატონო ქარონო, ბოძებთან ხალხი გადანაწილებული იყო გასაგები მიზეზების გამო და ტორტთან შეგროვილი იქნებოდა ასევე გასაგები მიზეზის გამო. თუ რამეა გაუგებარი უკეთ აგიხსნი.
მეცინება უბრალოდ და ბევრი წერაც მეზარება.
მე ისინი უფრო მაინტერსებს ვინც ამ რაღაცის შეფასებისას ორიანს და ხუთიანს დააჭირა ხელი და ამაყად გაიმართა წელში რამეთუ საკუთარი ვალი მოხდილად ჩათვალა :)))
39. თუ სახელით მომმართავ ეს ნიშნავს რომ მიცნობ. თუ მიცნობ ისიც გეცოდინება, რომ თავს არასდროს ავიგდებ არავის წინაშე ... :) მე მართლა არ ვიცი ვინ ხარ. რაც შეეხება ამ წერილს მართლაც არ ვარგა როგორც კრიტიკა-პუბლიცისტიკა.
ხოლო, "ლექსების გამოფენა" კიდევ უფრო სხვა თემაა. ეს უნიკალური წამოწყება და საშუალებაა დღევანდელ რეალობაში ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის, სადაც მონაწილეობას ღებულობენ როგორც დამწყები ასევე გამოცდილი მწერლები. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ ამ ყველაფრის ტვირთი მხოლოდ ერთი კაცის, ზაზა ფირცხალაიშვილის, კისერზე გადადის. იმის ნაცვლად, რომ გვერდში ამოვუდგეთ ამ უნიკალურ წამოწყებას რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით მიმდინარეობს და რომელსაც უკვე სახელმწიფოს მხრიდან გამოუჩნდნენ მტრები და საფრთხის წინაშე დააყენეს ამ პროექტის არსებობა, ასეთი შინაარსის კი არა და უფრო სხვა ხასიათის მიდგომა სჭირდება. საინტერესო ისაა, რომ ვერც ობიექტურობაში დასდებს ვერავინ ბრალს მის ორგანიზატორს და ჟიურის. იქ ყველაფერი ალალად და სუფთად ფასდება. შეიძლება შეცდომაც დაუშვას ვინმემ, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიკერძოებით არაფერი ხდება.
მივუბრუნდები ჩემს "სასაცილო" მდგომარეობას და გეტყვი, რომ ასეთი მომართვა ჩემთვის შეურაცხყოფაა და გამომეხმაურე პირადში. ძალიან მინდა გავიგო ვინ ხარ. თუ სახელით მომმართავ ეს ნიშნავს რომ მიცნობ. თუ მიცნობ ისიც გეცოდინება, რომ თავს არასდროს ავიგდებ არავის წინაშე ... :) მე მართლა არ ვიცი ვინ ხარ. რაც შეეხება ამ წერილს მართლაც არ ვარგა როგორც კრიტიკა-პუბლიცისტიკა.
ხოლო, "ლექსების გამოფენა" კიდევ უფრო სხვა თემაა. ეს უნიკალური წამოწყება და საშუალებაა დღევანდელ რეალობაში ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის, სადაც მონაწილეობას ღებულობენ როგორც დამწყები ასევე გამოცდილი მწერლები. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ ამ ყველაფრის ტვირთი მხოლოდ ერთი კაცის, ზაზა ფირცხალაიშვილის, კისერზე გადადის. იმის ნაცვლად, რომ გვერდში ამოვუდგეთ ამ უნიკალურ წამოწყებას რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით მიმდინარეობს და რომელსაც უკვე სახელმწიფოს მხრიდან გამოუჩნდნენ მტრები და საფრთხის წინაშე დააყენეს ამ პროექტის არსებობა, ასეთი შინაარსის კი არა და უფრო სხვა ხასიათის მიდგომა სჭირდება. საინტერესო ისაა, რომ ვერც ობიექტურობაში დასდებს ვერავინ ბრალს მის ორგანიზატორს და ჟიურის. იქ ყველაფერი ალალად და სუფთად ფასდება. შეიძლება შეცდომაც დაუშვას ვინმემ, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიკერძოებით არაფერი ხდება.
მივუბრუნდები ჩემს "სასაცილო" მდგომარეობას და გეტყვი, რომ ასეთი მომართვა ჩემთვის შეურაცხყოფაა და გამომეხმაურე პირადში. ძალიან მინდა გავიგო ვინ ხარ.
38. კენტავრ, სულ ტყუილად ირჯები, არავის შენი აზრი არ აინტერესებს, შენ სხვაობასაც კი ვერ არჩევ კითხვასა და რიტორიკულ კითხვას და დაცინვას შორის.
პაატა,
არ მინდა საკადრისად გიპასუხო, მაგრამ დამიჯერე, ეს ვითომდა მხარდაჭერა სასაცილოდ გაჩენს.
მეც რომ მინდა რომ გავუფრთხილდეთ ლექსების გამოფენას, და არ დაკარგოს მისი დანიშნულება და ღირებულება ეგ მიწერია სწორედ აქ, მაგრამ თქვენ რას კითხულობთ ამ ტექსტში არ მესმის. თქვენი ნებაა, თუ ბრმები გინდათ იყოთ, კი ბატონო, თუ არადა მინდა ერთმა მაინც ამომიკოპიროს ამ ტექსტში, ის საგანგაშო ადგილი, რომლითაც ასე შეგაშფოთეთ. თორე უარგუმენტო ლანძღვა ყველას შეუძლია.
რაც შეეხება ტორტის თემას, არ მესმის რატომაა ეს ამხელა აჟიოტაჟის საფუძველი, რა არ იყო? რიგი არ იყო იქ? უფრო დიდი არ იყო ეს რიგი ვიდრე ბოძებთან, სადაც ლექსები ეკიდა? გასაგებია რომ სიმართლე თვალებს წვავს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ვახსენე რომ დავცინი ან ვაკრიტიკებ. არამედ სანამ ეს სხვისთვის სასაცილო თემა გახდება მიეხედოს.
თამარ ბუკიასგან მიკვირს და ჭა-სგან, თორე დანარჩენის პოზიცია მესმის. კენტავრ, სულ ტყუილად ირჯები, არავის შენი აზრი არ აინტერესებს, შენ სხვაობასაც კი ვერ არჩევ კითხვასა და რიტორიკულ კითხვას და დაცინვას შორის.
პაატა,
არ მინდა საკადრისად გიპასუხო, მაგრამ დამიჯერე, ეს ვითომდა მხარდაჭერა სასაცილოდ გაჩენს.
მეც რომ მინდა რომ გავუფრთხილდეთ ლექსების გამოფენას, და არ დაკარგოს მისი დანიშნულება და ღირებულება ეგ მიწერია სწორედ აქ, მაგრამ თქვენ რას კითხულობთ ამ ტექსტში არ მესმის. თქვენი ნებაა, თუ ბრმები გინდათ იყოთ, კი ბატონო, თუ არადა მინდა ერთმა მაინც ამომიკოპიროს ამ ტექსტში, ის საგანგაშო ადგილი, რომლითაც ასე შეგაშფოთეთ. თორე უარგუმენტო ლანძღვა ყველას შეუძლია.
რაც შეეხება ტორტის თემას, არ მესმის რატომაა ეს ამხელა აჟიოტაჟის საფუძველი, რა არ იყო? რიგი არ იყო იქ? უფრო დიდი არ იყო ეს რიგი ვიდრე ბოძებთან, სადაც ლექსები ეკიდა? გასაგებია რომ სიმართლე თვალებს წვავს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ვახსენე რომ დავცინი ან ვაკრიტიკებ. არამედ სანამ ეს სხვისთვის სასაცილო თემა გახდება მიეხედოს.
თამარ ბუკიასგან მიკვირს და ჭა-სგან, თორე დანარჩენის პოზიცია მესმის.
37. ამ ხარისხის კრიტიკოსი რომ სხვანაირად ვერ შეაფასებდა "ლექსების გამოფენას", კითხვისას დავრწმუნდი. იქნებ ბედი სხვა ჟანრში გეცადა?
რაც შეეხება "ლექსების გამოფენას" მოუფრთხილდით! მას უფრო მეტი დანიშნულება და ღირებულება გააჩნია ვიდრე ზოგიერთის უნიჭო კრიტიკას! ამ ხარისხის კრიტიკოსი რომ სხვანაირად ვერ შეაფასებდა "ლექსების გამოფენას", კითხვისას დავრწმუნდი. იქნებ ბედი სხვა ჟანრში გეცადა?
რაც შეეხება "ლექსების გამოფენას" მოუფრთხილდით! მას უფრო მეტი დანიშნულება და ღირებულება გააჩნია ვიდრე ზოგიერთის უნიჭო კრიტიკას!
36.
რა უნდა ამ პუბლიცისტიკას თავფურცელზე? ან საერთოდ რატომ დაიწერა ეს საერთოდ?
ეგ ავტორმა არ იცის რატომ დაიწერა და მე მეკითხები? მეცინება ასეთ ნაწერებზე, რომელსაც კრიტიკა-პუბლიცისტიკა აწერია, არა იმიტომ რომ სასაცილოა, არამედ იმიტომ რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ისევ ჩემ თავზე ვზრუნავ.
ვეთანხმები 31-ე კომენტარის ავტორს..

35. ეს საუკუნე:
თუ გგონია რომ რომელიმე გაიგებს ან შეიმჩნევს რომ გაიგო რა დაწერე მაქ, ძალიან ცდები. ეს საუკუნე:
თუ გგონია რომ რომელიმე გაიგებს ან შეიმჩნევს რომ გაიგო რა დაწერე მაქ, ძალიან ცდები.
34. ჩემი პასუხი სად წავიდა აქედან? რატომ შლით გაფრთხილებისა და მიზეზის თქმის გარეშე? ჩემი პასუხი სად წავიდა აქედან? რატომ შლით გაფრთხილებისა და მიზეზის თქმის გარეშე?
33. ვაი აქ რა ხდება თურმე. ქარონ მე ლექსების გამოფენაზე არა ვყოფილვარ მარა არაადამიანური პირფერობა და ქება დიდება რომ მიდის ლიტ სამყაროში და ოგადად ყველაფერში, ეს ახალი თემა არაა. ზოგადად საუკეთესო გამოსავალია, ის რასაც თავად აკეთებ, სხვას გადააბრალო. ასე ჩამოიცილებ იმ სიხლს რომელში ხელები გაქვს გასვრილი. ხო აი ეს იგივეა რომ ბრაზილიელებმა ირანელებს დააბრალონ ყავა გიყვართო. გრანდიოზული რამდენად იყო, ნუ ეს სასაცილოც აღარაა უჟე, მარა 5-6 კაცი რომ დადის და ერთმანეთს აქებს ეს უკვე უამრავმა საიტმა გამოიარა. და ყველას რაფრა ეჩვენება? აი ლიტ სამყაროს უვედურება ისაა, რომ გრამატიკულად იდეალურ ტექსტსა და პოეზიას შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. არის უდიდესი ნიჭი ბევრგან, მარა ხედვა ნული. ის რასაც თქვენ აკეთებთ, მეჩვიდმეტე საუკუნის მიჯნაზე გააკეთეს უკვე. ვის აკვირვებთ ამ ქვეყანაში ლექსით? ახლა ერთიტ მეტი გრიშა აბაშიძე გვეყოლება თუ ნაკლები აზრი? :დ ვაი აქ რა ხდება თურმე. ქარონ მე ლექსების გამოფენაზე არა ვყოფილვარ მარა არაადამიანური პირფერობა და ქება დიდება რომ მიდის ლიტ სამყაროში და ოგადად ყველაფერში, ეს ახალი თემა არაა. ზოგადად საუკეთესო გამოსავალია, ის რასაც თავად აკეთებ, სხვას გადააბრალო. ასე ჩამოიცილებ იმ სიხლს რომელში ხელები გაქვს გასვრილი. ხო აი ეს იგივეა რომ ბრაზილიელებმა ირანელებს დააბრალონ ყავა გიყვართო. გრანდიოზული რამდენად იყო, ნუ ეს სასაცილოც აღარაა უჟე, მარა 5-6 კაცი რომ დადის და ერთმანეთს აქებს ეს უკვე უამრავმა საიტმა გამოიარა. და ყველას რაფრა ეჩვენება? აი ლიტ სამყაროს უვედურება ისაა, რომ გრამატიკულად იდეალურ ტექსტსა და პოეზიას შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. არის უდიდესი ნიჭი ბევრგან, მარა ხედვა ნული. ის რასაც თქვენ აკეთებთ, მეჩვიდმეტე საუკუნის მიჯნაზე გააკეთეს უკვე. ვის აკვირვებთ ამ ქვეყანაში ლექსით? ახლა ერთიტ მეტი გრიშა აბაშიძე გვეყოლება თუ ნაკლები აზრი? :დ
32. ნიინ.
ჩვენ კიდე, ისეთი იმედი გვაქვს ყოველ წელს რომ დაგვაფასებთ მოსვლით. რატომ გვწყვეტთ ხოლმე გულს? აი, იმ პოეტებს, მწერლებს, ჟიურის წევრებს, ცნობად და დასაფასებელ პერსონებს - რატომ გვიტოვებთ უხასიათოდ თქვენი არმოსვლით?! რატომ გვიყრით წყალში ყველაფერს?!!!
უთქვენობას ვერ გვივსებს საქართველოს ყველა კუთხიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსული მონაწილეების თუ გულშემატკივრების სიმრავლეც კი. გთხოვთ, აუცილებლად მობრძანდით შემდეგ წელს. უსაზღვროდ გაგვაბედნიერებთ.
დამპირდით რაააააა.... ნიინ.

დამპირდით რაააააა....
31. ყველა მივეჩვიეთ უკვე ისეთი ადამიანების არსებობას, ვისაც ვერაფერი გამოსდის, ვერაფერს ქმნის და უკვე არსებულის, შექმნილის და ბევრთათვის საყვარელი მოვლენის თუ ადამიანის ლანძღვით და თავდასხმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და გაპოპულარულებას.
ამ ყველაფრის თავფურცელზე ხილვა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას,რაც ზევით დავწერე.
დაწყნარდით. დამშვიდდით. დაოკდით და ისე შეხედეთ მოვლენებს გვერდიდან თუ მონაწილე და თანამონაწილე ვერ ან არ ხართ.
ზრდილობის ნაკლებობას განიცდის ავტორი - ეს უკვე კომენტარებიდან ჩანს.
ვინც გუნდრუკს უკმევთ ამ ყველაფერს, იწონებთ და უწონებთ - მრჩება ეჭვი, რომ საკითხში ღრმად ჩახედულები არ ხართ. ნეფერტარისგან და ლელასგან ყველაზე მეტად გამიკვირდა აქ ამ კომენტარების ნახვა. მითუმეტეს, რომ მე კი ვხვდები თქვენ რაც თქვით მაგრამ, ცხადია, სათავისოდ პრიმიტიულად გამოსაყენებელ იარაღად აქცევენ ხოლმე ზოგზოგები.
ერთი დიდი მასხრობა მგონია აქ ჩამოწერილი ყველაფერი. აი, კმაყოფილი სახით, აჟიტირებული და აცქმუტებული რომ დაასრულებს წერას ავტორი და ხელების სავსავით ბედნიერი რომ ფიქრობს: "ესეც ასეეეე, ამას ახლა ურაკზე დავდეეებ და იქ ამბავი ატყდებააა, მინიმუმ ორი დღე მაინც მექნება კომენტარი კომენტარზეეეეე და ვიქნებიო ყურადღების ცენტრში"
გილოცავ, გვახალისე ყველა და მიიქციე ყურადღება.
მარა, ეს კეთილისმყოფელი და კეთილისმსურველი რატომ მალავ სახელსა და გვარს - რამ შეგაშინა. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის ვუმადლოდეთ ამ ბრძნულად ნათქვამ რჩევა-დარიგებებს. ყველა მივეჩვიეთ უკვე ისეთი ადამიანების არსებობას, ვისაც ვერაფერი გამოსდის, ვერაფერს ქმნის და უკვე არსებულის, შექმნილის და ბევრთათვის საყვარელი მოვლენის თუ ადამიანის ლანძღვით და თავდასხმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და გაპოპულარულებას.
ამ ყველაფრის თავფურცელზე ხილვა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას,რაც ზევით დავწერე.
დაწყნარდით. დამშვიდდით. დაოკდით და ისე შეხედეთ მოვლენებს გვერდიდან თუ მონაწილე და თანამონაწილე ვერ ან არ ხართ.
ზრდილობის ნაკლებობას განიცდის ავტორი - ეს უკვე კომენტარებიდან ჩანს.
ვინც გუნდრუკს უკმევთ ამ ყველაფერს, იწონებთ და უწონებთ - მრჩება ეჭვი, რომ საკითხში ღრმად ჩახედულები არ ხართ. ნეფერტარისგან და ლელასგან ყველაზე მეტად გამიკვირდა აქ ამ კომენტარების ნახვა. მითუმეტეს, რომ მე კი ვხვდები თქვენ რაც თქვით მაგრამ, ცხადია, სათავისოდ პრიმიტიულად გამოსაყენებელ იარაღად აქცევენ ხოლმე ზოგზოგები.
ერთი დიდი მასხრობა მგონია აქ ჩამოწერილი ყველაფერი. აი, კმაყოფილი სახით, აჟიტირებული და აცქმუტებული რომ დაასრულებს წერას ავტორი და ხელების სავსავით ბედნიერი რომ ფიქრობს: "ესეც ასეეეე, ამას ახლა ურაკზე დავდეეებ და იქ ამბავი ატყდებააა, მინიმუმ ორი დღე მაინც მექნება კომენტარი კომენტარზეეეეე და ვიქნებიო ყურადღების ცენტრში"
გილოცავ, გვახალისე ყველა და მიიქციე ყურადღება.
მარა, ეს კეთილისმყოფელი და კეთილისმსურველი რატომ მალავ სახელსა და გვარს - რამ შეგაშინა. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის ვუმადლოდეთ ამ ბრძნულად ნათქვამ რჩევა-დარიგებებს.
30. ქალბატონო ნანა-ჭა.
არ გეთანხმებით იმაში რომ ერთი ვიწრო კუთხიდანაა აქ დანახული აქ მოტანილი ამბავი. აქ რამდენიმე კუთხეა დანახული და ის ამაღლებული განწყობაც მათ შორის, რაზეც თქვენ მიანიშნებთ, ამ კონკურსის მნიშვნელობაც მაღალია ჩემთვის, მაგრამ ნაკლი რაც დავინახე ისიც ვთქვი და ეს დიდი გამოხმაურებაც არაა გამორიცხული რომ სიმართლის გამო იყოს. ასე რომ დაფიქრებაც არ გვაწყენდა ამ საკითხზე და საერთოდ ეს ნაწერი არაა იმაზე, რომ ტორტთან რიგი არ უნდა მდგარიყო, ან ეს სირცხვილია, არამედ იმაზეა რომ იქ უფრო დიდი რიგი არ უნდა მდგარიყო, ვიდრე იმ შეხვედრის მთავარ ატრიბუტთან და ღირებულებასთან -ლექსთან.
გეთანხმებით რომ ეს არაა კრიტიკა-პუბლიცისტიკა, მაგრამ არც პროზაა და რომელ განყოფილებაში დამედო? სხვაში არ დავდე, იმიტომ რომ რეიტინგით მინდოდა განმესაზღვრა, რამდენად მართალი ვიყავი. გეთანხმებით იმაშიც რომ თავფურცელზეც არ უნდა ყოფილიყო ეს ნაწერი, მაგრამ ეს უკვე მკითხველის გადაწყვეტილებაა და ეს თუ რამეს შეცვლის წავშლი არაა პრობლემა.
მაგრამ ვთვლი რომ იყოს, რომ ეგება ვინმე, ვისაც ეს ეხება--გამოაფხიზლოს
ქალბატონო ნანა-ჭა.

29. ეს თავფურცელზე კი არა, საიტზე რომ იდო , ისაც არ მომეწონა მე პირადად...:) პირველ რიგში იმიტომ რომ , არა მგონია ეს კრიტიკა პუბლიცისტიკა იყოს... მეტად ვიწრო კუთხიდან დანახული არაფრისმთქმელი წერილია ჩემი აზრით... ავტორს მინდა ვუთხრა: როცა კარგი და ამაღლებული განწყობა გაქვს ადამიანს, მაგ დროს არც ტორტის რიგში ჩადგომა მგონია მე სირცხვილი. განწყობა კი ყველას ქონდა იქ, წაგებულსაც და მოგებულსაც... -ეს ჩემი აზრით, მაგრამ მე ვინ მკითხავს?...:) მკითხველის არჩეულია, როგორც თქვა უკვე ნეფერტარმა
ეს თავფურცელზე კი არა, საიტზე რომ იდო , ისაც არ მომეწონა მე პირადად...:) პირველ რიგში იმიტომ რომ , არა მგონია ეს კრიტიკა პუბლიცისტიკა იყოს... მეტად ვიწრო კუთხიდან დანახული არაფრისმთქმელი წერილია ჩემი აზრით... ავტორს მინდა ვუთხრა: როცა კარგი და ამაღლებული განწყობა გაქვს ადამიანს, მაგ დროს არც ტორტის რიგში ჩადგომა მგონია მე სირცხვილი. განწყობა კი ყველას ქონდა იქ, წაგებულსაც და მოგებულსაც... -ეს ჩემი აზრით, მაგრამ მე ვინ მკითხავს?...:) მკითხველის არჩეულია, როგორც თქვა უკვე ნეფერტარმა
28. ეს ნაწერი თავფურცელზე მოხვდა მკითხველის არჩევანით კრიტიკოსო.
ეს ნაწერი თავფურცელზე მოხვდა მკითხველის არჩევანით კრიტიკოსო.
27. პოეზიის ქარონი თუ კრიტიკის კენტავრი.
თუს შემდეგ შენი სახელი გიწერია აშკარად.
მეც იგივე მინდა გკითხო კენტავრ, რა უნდა ამ პუბლიცისტიკას თავფურცელზე? ან საერთოდ რატომ დაიწერა ეს საერთოდ?
კრავაი:
რამხელა ლიტერატურული მოვლენა? ჰო რამხელა?!
ჩვენთვის ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ემოცია რომ გვერდზე გადადო და ფხიზელი თვალით შეხედო, რა იყო იქ წელს ცირკის მეტი? მინახე ამ ნაწერში ერთი ფაქტი მაინც ისეთი, რომელიც იქ არ იყო და ტყუილი წერია.
სირცხვილი იმის არ აღიარებაა რომ ტორტის დონემდე იყავით იქ დასული ძალიან ბევრი, მათ შორის პირადად თქვენ, ამის არაღიარებაა სირცხვილი. ირონია ნარევ კომენტარზე, ირონია ნარევი პასუხიც მიიღეთ და ისიც შეგემჩნიათ, თუ ასეთი სამართლიანობის შუქურა ხართ, მაგრამ მასხარა უფრო ხართ, და ფრთხილად, უცებ არ გაგეჩხიროთ ეგ ირონია და ცინიზმიცა და ის ტორტის ნაჭერიც ყელში.
მიუსხა ნავთი ცეცხლზე... აღიარეთ ზოგი რამე, კმარა ამხელა სიბრმავე, რომელსაც ვერანაირი სათვალე ვეღარ შველის უკვე. აღარ ბნელა რომ ასეთ იაფფასიან ხრიკებს ფასი ჰქონდეს პოეზიის ქარონი თუ კრიტიკის კენტავრი.
თუს შემდეგ შენი სახელი გიწერია აშკარად.
მეც იგივე მინდა გკითხო კენტავრ, რა უნდა ამ პუბლიცისტიკას თავფურცელზე? ან საერთოდ რატომ დაიწერა ეს საერთოდ?
კრავაი:
რამხელა ლიტერატურული მოვლენა? ჰო რამხელა?!
ჩვენთვის ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ემოცია რომ გვერდზე გადადო და ფხიზელი თვალით შეხედო, რა იყო იქ წელს ცირკის მეტი? მინახე ამ ნაწერში ერთი ფაქტი მაინც ისეთი, რომელიც იქ არ იყო და ტყუილი წერია.
სირცხვილი იმის არ აღიარებაა რომ ტორტის დონემდე იყავით იქ დასული ძალიან ბევრი, მათ შორის პირადად თქვენ, ამის არაღიარებაა სირცხვილი. ირონია ნარევ კომენტარზე, ირონია ნარევი პასუხიც მიიღეთ და ისიც შეგემჩნიათ, თუ ასეთი სამართლიანობის შუქურა ხართ, მაგრამ მასხარა უფრო ხართ, და ფრთხილად, უცებ არ გაგეჩხიროთ ეგ ირონია და ცინიზმიცა და ის ტორტის ნაჭერიც ყელში.
მიუსხა ნავთი ცეცხლზე... აღიარეთ ზოგი რამე, კმარა ამხელა სიბრმავე, რომელსაც ვერანაირი სათვალე ვეღარ შველის უკვე. აღარ ბნელა რომ ასეთ იაფფასიან ხრიკებს ფასი ჰქონდეს
26. პოეზიის ქარონი თუ კრიტიკის კენტავრი. რა უნდა ამ "პუბლიცისტიკას" თავფურცელზე?... პოეზიის ქარონი თუ კრიტიკის კენტავრი. რა უნდა ამ "პუბლიცისტიკას" თავფურცელზე?...
25. "და ვინც მონაწილეები ხართ ამ გამოფენისა, სინდისმა მაინც უნდა შეგაწუხოთ, თუ არ შეგრცხვებათ კიდეც, როცა ამისთანა პასკვილზე აწერთ ხელს საკუთარი დადებითი კომენტარებით.
ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ხმამაღლა თუ არა, ჩუმად მაინც თქვით, რომ მართალი ვარ! თამარ ბუკია. 2014-06-01 20:20:51"
ქალბატონო თამარ, გეთანხმებით. სირცხვილია რომ ტორტზე დაიყვანო ამხელა ლიტერატურული მოვლენა.ჩემი ირონიანარევი კომენტარი ეტყობა ვერ შეამჩნიეს.
"და ვინც მონაწილეები ხართ ამ გამოფენისა, სინდისმა მაინც უნდა შეგაწუხოთ, თუ არ შეგრცხვებათ კიდეც, როცა ამისთანა პასკვილზე აწერთ ხელს საკუთარი დადებითი კომენტარებით.
ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ხმამაღლა თუ არა, ჩუმად მაინც თქვით, რომ მართალი ვარ! თამარ ბუკია. 2014-06-01 20:20:51"
ქალბატონო თამარ, გეთანხმებით. სირცხვილია რომ ტორტზე დაიყვანო ამხელა ლიტერატურული მოვლენა.ჩემი ირონიანარევი კომენტარი ეტყობა ვერ შეამჩნიეს.
24. სიმართლე კარგად არის ნათქვამი,ზედმეტი შელამაზების გარეშე :)) გილოცავთ თავფურცელს! :)) ++ სიმართლე კარგად არის ნათქვამი,ზედმეტი შელამაზების გარეშე :)) გილოცავთ თავფურცელს! :)) ++
23. თამარ, მესმის რაზეც ლაპარაკობ და გეთანხმები, რომ მაგ კუთხით მასეცაა, მე აქ ის არ მითქვამს რომ მარტო ცუდი დავინახე, მაგრამ ცუდიც რომ დავინახე, ეგება საწყის სტადიაში, ეგება ჩანასახის ეტაპზე, მაგრამ არის, და ახლა ჯობია თქმა და გასწორებაზე ზრუნვა, ვიდრე მერე, როცა პრობლემად იქცევა.
დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეგ თქვენი ბოლო წინადადება, წმინდა წყლის დემაგოგია და ზეწოლაა ვითომ ნამუსზე აგდების მცდელობა.
ცხადია, ყველა ფაქტის, რაც მიწერია დამადასტურებელი არგუმენტიც მაქვს, და თუ თქვენც იქ იყავით და ვერ შეამჩნიეთ, ახლაც, აქედანვეც გაგახსენებთ და დაგანახებთ თამარ, მესმის რაზეც ლაპარაკობ და გეთანხმები, რომ მაგ კუთხით მასეცაა, მე აქ ის არ მითქვამს რომ მარტო ცუდი დავინახე, მაგრამ ცუდიც რომ დავინახე, ეგება საწყის სტადიაში, ეგება ჩანასახის ეტაპზე, მაგრამ არის, და ახლა ჯობია თქმა და გასწორებაზე ზრუნვა, ვიდრე მერე, როცა პრობლემად იქცევა.
დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეგ თქვენი ბოლო წინადადება, წმინდა წყლის დემაგოგია და ზეწოლაა ვითომ ნამუსზე აგდების მცდელობა.
ცხადია, ყველა ფაქტის, რაც მიწერია დამადასტურებელი არგუმენტიც მაქვს, და თუ თქვენც იქ იყავით და ვერ შეამჩნიეთ, ახლაც, აქედანვეც გაგახსენებთ და დაგანახებთ
22. ჩემი აზრით, ისეთი მძიმე მდგომარეობაა ერთი ბომბი თუ გამოასწორებს საქმეს, თორემ ისე, აბა, არ ვიცი სხვა რა უნდა ეშველოს ამ ყველაფერს.
რაც შეეხება გამარჯვებულ ლექსს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ლექსი (გამარჯვებული ლექსი) სულ ცოტათი მაინცაა ღირებული, ესეგი მეორე კლასელი ბავშვის ინტელექტი აქვს.
პირველ რიგში, ამ მზის დაბნელებისთვის ამ ხალხს რომ სჭირს, კრიტიკოსებს უნდა მოვუხადოთ მადლობა. კრიტიკოსები რომ ბრინჯს არჩევენ სამართლიანი და ობიექტური კრიტიკის ნაცვლად, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. თუმცა ნუ... მთვარი კრიტიკოსი ხალხია და პოეტი იქნება თუ მწერალი, იმაზე უნდა გათვალოს, რომ ხალხს მოეწონოს მისი შემოქმედება და დანარჩენი, ვინც რაც უნდა ის თქვასგაატაროს. მთავარი ჯილდო ხალხის სიყვარულია და არა ის, რომელ კონკურსში რომელი ლექსი გაიმარჯვებს. ასე რომ, აქცენტი ხალხზე და ამ არაფრისმომცემ და სამარცხვინო კონკურსზე არავინ გაგზავნოს ლექსი, ჩემი გონივრული რჩევა იქნება. დანარჩენი ვისაც როგორ მიაჩნია სწორად ისე გააკეთოს, მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ ბუნებრივია. ჩემი აზრით, ისეთი მძიმე მდგომარეობაა ერთი ბომბი თუ გამოასწორებს საქმეს, თორემ ისე, აბა, არ ვიცი სხვა რა უნდა ეშველოს ამ ყველაფერს.
რაც შეეხება გამარჯვებულ ლექსს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ლექსი (გამარჯვებული ლექსი) სულ ცოტათი მაინცაა ღირებული, ესეგი მეორე კლასელი ბავშვის ინტელექტი აქვს.
პირველ რიგში, ამ მზის დაბნელებისთვის ამ ხალხს რომ სჭირს, კრიტიკოსებს უნდა მოვუხადოთ მადლობა. კრიტიკოსები რომ ბრინჯს არჩევენ სამართლიანი და ობიექტური კრიტიკის ნაცვლად, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. თუმცა ნუ... მთვარი კრიტიკოსი ხალხია და პოეტი იქნება თუ მწერალი, იმაზე უნდა გათვალოს, რომ ხალხს მოეწონოს მისი შემოქმედება და დანარჩენი, ვინც რაც უნდა ის თქვასგაატაროს. მთავარი ჯილდო ხალხის სიყვარულია და არა ის, რომელ კონკურსში რომელი ლექსი გაიმარჯვებს. ასე რომ, აქცენტი ხალხზე და ამ არაფრისმომცემ და სამარცხვინო კონკურსზე არავინ გაგზავნოს ლექსი, ჩემი გონივრული რჩევა იქნება. დანარჩენი ვისაც როგორ მიაჩნია სწორად ისე გააკეთოს, მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ ბუნებრივია.
21. ძალიან ცუდია, თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ლექსების გამოფენამ. მეორე კონკურსიდან მოყოლებული, სულ ვღებულობდი მონაწილეობას და მსგავსი არასოდეს არაფერი შემინიშნავს. ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო ამ გამოფენამ. უცნობები ჩავდიოდით და მეგობრებად ვბრუნდებოდით იქიდან. ასე რომ, ვერაფრით დაგეთანხმები იმაში, რომ ყველას თავისი ლექსი გონებოდა ყველაზე ძლიერი. თუმცა, არც უმაგისობაა. კონკურსზე ხომ იმიტომ აგზავნი ლექსს თუ მოთხრობას, რომ გამარჯვების იმედი გაქვს?!
ნაწარმოებს რომ აგზავნი გამოფენაზე და მერე ელოდები შედეგს, ზაზა ფირცხალაიშვილის ნათქვამ ფრაზას "ჩაალაგე ჩემოდანი" - 10 წლის სიცოცხლე მოაქვს ყველა მონაწილესთვის, იმდენად კარგად ვგრძნობთ-ხოლმე თავს იმ ატმოსფეროში, რომელსაც წელიწადში ორი დღით გვჩუქნის ბათუმი.
და ვინც მონაწილეები ხართ ამ გამოფენისა, სინდისმა მაინც უნდა შეგაწუხოთ, თუ არ შეგრცხვებათ კიდეც, როცა ამისთანა პასკვილზე აწერთ ხელს საკუთარი დადებითი კომენტარებით.
ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ხმამაღლა თუ არა, ჩუმად მაინც თქვით, რომ მართალი ვარ! ძალიან ცუდია, თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ლექსების გამოფენამ. მეორე კონკურსიდან მოყოლებული, სულ ვღებულობდი მონაწილეობას და მსგავსი არასოდეს არაფერი შემინიშნავს. ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო ამ გამოფენამ. უცნობები ჩავდიოდით და მეგობრებად ვბრუნდებოდით იქიდან. ასე რომ, ვერაფრით დაგეთანხმები იმაში, რომ ყველას თავისი ლექსი გონებოდა ყველაზე ძლიერი. თუმცა, არც უმაგისობაა. კონკურსზე ხომ იმიტომ აგზავნი ლექსს თუ მოთხრობას, რომ გამარჯვების იმედი გაქვს?!
ნაწარმოებს რომ აგზავნი გამოფენაზე და მერე ელოდები შედეგს, ზაზა ფირცხალაიშვილის ნათქვამ ფრაზას "ჩაალაგე ჩემოდანი" - 10 წლის სიცოცხლე მოაქვს ყველა მონაწილესთვის, იმდენად კარგად ვგრძნობთ-ხოლმე თავს იმ ატმოსფეროში, რომელსაც წელიწადში ორი დღით გვჩუქნის ბათუმი.
და ვინც მონაწილეები ხართ ამ გამოფენისა, სინდისმა მაინც უნდა შეგაწუხოთ, თუ არ შეგრცხვებათ კიდეც, როცა ამისთანა პასკვილზე აწერთ ხელს საკუთარი დადებითი კომენტარებით.
ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და ხმამაღლა თუ არა, ჩუმად მაინც თქვით, რომ მართალი ვარ!
20. გმადლობ ლელა გმადლობ ლელა
19. ეს პუბლიკაცია წავიკითხე იმდღეს, ქულაც დამიწერია და კომენტარი რატომ არ დავტოვე არ მახსოვს ( არა და ვაპირებდი) არანაირ კონკურსებში არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა, ვფიქრობ რომეს ძალიან დამთრგუნველია ავტორისთვის და თავს ვუფრთხილდები. მითუმეტეს რომ ახლა ვერლიბრი აშკარად უპირატესობაშია კონვენციურ ლექსთან შედარებით (ჩემი ნიჭი კი ვერლიბრში ნულის ტოლია ) მიუხედავად ამისა მე ლექსების გამოფენას ვგულშემათკივრობდი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვთვლიდი რომ კარგი საქმე კეთდებოდა... რაღაცეებში ვეთანხმები პუბლიკაცის ავტორს, მესმის რომ მისი გულისტკივილი გულწრფელია და იმედს ვიტყოვებ სამომავლოდ გაითვალისწინებენ ორგანიზატორები მის აზრსაც... ეს პუბლიკაცია წავიკითხე იმდღეს, ქულაც დამიწერია და კომენტარი რატომ არ დავტოვე არ მახსოვს ( არა და ვაპირებდი) არანაირ კონკურსებში არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა, ვფიქრობ რომეს ძალიან დამთრგუნველია ავტორისთვის და თავს ვუფრთხილდები. მითუმეტეს რომ ახლა ვერლიბრი აშკარად უპირატესობაშია კონვენციურ ლექსთან შედარებით (ჩემი ნიჭი კი ვერლიბრში ნულის ტოლია ) მიუხედავად ამისა მე ლექსების გამოფენას ვგულშემათკივრობდი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვთვლიდი რომ კარგი საქმე კეთდებოდა... რაღაცეებში ვეთანხმები პუბლიკაცის ავტორს, მესმის რომ მისი გულისტკივილი გულწრფელია და იმედს ვიტყოვებ სამომავლოდ გაითვალისწინებენ ორგანიზატორები მის აზრსაც...
18. ყველას დიდი მადლობა...
ეს საუკუნე: --ნუ მაიმუნობ :D :D ყველას დიდი მადლობა...
ეს საუკუნე: --ნუ მაიმუნობ :D :D
17. არასოდეს არ წავსულვარ, მითუმეტეს, რომ ჩემს ქალაქში ტარდება და ამის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდება კი სურვილი ოდესმე? (რამის დაწერა და გაგზვანა აზრადაც არ მომსვლია არასოდეს)
კომენტარებიც ისე სახალისოდ გამოიყურება - სხვაგვარად რომ წარმოუდგენელია.... გვეხერხება ეგ....
სუბიექტურობაო - ქართველების სენია ეგეც...
ტორტი უფრო- ვიდრე წიგნიერებაო - ეგეც ჩვენი სენია.... და კიდევ ბევრი რამ....... უსასრულოდ>>>>>>
არასოდეს არ წავსულვარ, მითუმეტეს, რომ ჩემს ქალაქში ტარდება და ამის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდება კი სურვილი ოდესმე? (რამის დაწერა და გაგზვანა აზრადაც არ მომსვლია არასოდეს)
კომენტარებიც ისე სახალისოდ გამოიყურება - სხვაგვარად რომ წარმოუდგენელია.... გვეხერხება ეგ....
სუბიექტურობაო - ქართველების სენია ეგეც...
ტორტი უფრო- ვიდრე წიგნიერებაო - ეგეც ჩვენი სენია.... და კიდევ ბევრი რამ....... უსასრულოდ>>>>>>
16. კომენტარებზე ვიხალისე.. :) წარმატებები ,.. კომენტარებზე ვიხალისე.. :) წარმატებები ,..
15. სამომავლოდ შვიდტომეული უნდა გავგზავნო. მინიმუმ საკონდიტრო უნდა გამიხსნათ. :D სამომავლოდ შვიდტომეული უნდა გავგზავნო. მინიმუმ საკონდიტრო უნდა გამიხსნათ. :D
14. სამომავლოდ შვიდტომეული უნდა გავგზავნო. მინიმუმ საკონდიტრო უნდა გამიხსნათ. :D სამომავლოდ შვიდტომეული უნდა გავგზავნო. მინიმუმ საკონდიტრო უნდა გამიხსნათ. :D
13. კრავაი ზვერელი, ანუ გინდოდათ გეთქვათ რომ თითო ლექსთან თითო ტორტი დაიდოს? მაგას თავად ავტორები სიამოვნებით იკისრებენ. :) ახლა წარმოვიდგინე უცებ, - დიდი მოცულობის პროზა რომ შედიოდეს მაგ კონკურსში, მე რამხელა ტორტის მიტანა მომიწევდა... გინესის რეკორდს მოვხსნიდი... - ტორტებში.. :)))
კრავაი ზვერელი, ანუ გინდოდათ გეთქვათ რომ თითო ლექსთან თითო ტორტი დაიდოს? მაგას თავად ავტორები სიამოვნებით იკისრებენ. :) ახლა წარმოვიდგინე უცებ, - დიდი მოცულობის პროზა რომ შედიოდეს მაგ კონკურსში, მე რამხელა ტორტის მიტანა მომიწევდა... გინესის რეკორდს მოვხსნიდი... - ტორტებში.. :)))
12. უსეინ ბოლტი რომ არა მედლი ჩვენი იქნებოდა. უსეინ ბოლტი რომ არა მედლი ჩვენი იქნებოდა.
11. ლექსები საერთოდ დავივიწყოთ. მძლეოსნობას უჭირს. :D ლექსები საერთოდ დავივიწყოთ. მძლეოსნობას უჭირს. :D
10. პოეზიის ქარონო, ზუსტად ისე აღწერე ამ კონკურსის შედეგები, როგორც მქონდა წარმოდგენილი. :D ზოგადად ეს ქართული კონკურსები ყველა ერთმანეთს ჰგავს, არც არასოდეს ყოფილა ობიექტური და არც იმისი მოლოდინი მაქვს რომ ოდესმე ობიექტური იქნება. ვერც ეს იქნებოდა - გამორჩეული საკონკურსო ნაწილში. ბოლო აბზაცში მოყვანილი ეპიზოდი კი ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება ქართულ გენს. პოეზიის ქარონო, ზუსტად ისე აღწერე ამ კონკურსის შედეგები, როგორც მქონდა წარმოდგენილი. :D ზოგადად ეს ქართული კონკურსები ყველა ერთმანეთს ჰგავს, არც არასოდეს ყოფილა ობიექტური და არც იმისი მოლოდინი მაქვს რომ ოდესმე ობიექტური იქნება. ვერც ეს იქნებოდა - გამორჩეული საკონკურსო ნაწილში. ბოლო აბზაცში მოყვანილი ეპიზოდი კი ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება ქართულ გენს.
9. დიდებულია. ყოჩაღ, დიდი წვლილი შეგაქვთ ქართული მწერლობის განვითარებში. დაგიფასდებათ.DDD.
დიდებულია. ყოჩაღ, დიდი წვლილი შეგაქვთ ქართული მწერლობის განვითარებში. დაგიფასდებათ.DDD.
8. უღრმესი მადლობა ყველას ვინც მკითხულობთ.
კომენტარები დაიკარგა მართლაც, რადგან ადმინისტრაციამ გამოკითხვის გამო ფორუმში გადაიტანა, მერე უკან დავაბრუნეთ გამოკითხვის გარეშე და უკომენტარებოდ.
კრავაი, -- :D :D მაგას დიდი ბიუჯეტი დასჭირდება, ამიტომ სხვა გზა უნდა გამოინახოს, მაგალითად ტორტი ბანკეტზე გაიჭრას ან სხვა დატვირთვა მიეცეს.
კიდევ ერთხელ გმადლობთ უღრმესი მადლობა ყველას ვინც მკითხულობთ.
კომენტარები დაიკარგა მართლაც, რადგან ადმინისტრაციამ გამოკითხვის გამო ფორუმში გადაიტანა, მერე უკან დავაბრუნეთ გამოკითხვის გარეშე და უკომენტარებოდ.
კრავაი, -- :D :D მაგას დიდი ბიუჯეტი დასჭირდება, ამიტომ სხვა გზა უნდა გამოინახოს, მაგალითად ტორტი ბანკეტზე გაიჭრას ან სხვა დატვირთვა მიეცეს.
კიდევ ერთხელ გმადლობთ
7. ჰაი, პოეზიის ქარონ!ბედნიერებაა ასეთი სიმაღლეებიდან ყურება.რ კარგი მიგნებაა ტორტის და ლექსების რიგების პარალელი.:))))
"არა იმიტომ რომ კრიტიკის ხასიათზე ვარ, არამედ იმიტომ რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ."-ბრძანებთ.
ჰოდა, გაითვალისწინოს ორგანიზატორმა, რაკი ტორტთან მეტი ხალხი იდგა, ვიდრე ლექსებთან. მომავალში, ერთი ტორტის ნაცვალდ, იმდენივე ტორტი იქნას შემოტანილი და თანაბრად გადანაწილდება, ხალხი.
ჰაი, პოეზიის ქარონ!ბედნიერებაა ასეთი სიმაღლეებიდან ყურება.რ კარგი მიგნებაა ტორტის და ლექსების რიგების პარალელი.:))))
"არა იმიტომ რომ კრიტიკის ხასიათზე ვარ, არამედ იმიტომ რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ."-ბრძანებთ.
ჰოდა, გაითვალისწინოს ორგანიზატორმა, რაკი ტორტთან მეტი ხალხი იდგა, ვიდრე ლექსებთან. მომავალში, ერთი ტორტის ნაცვალდ, იმდენივე ტორტი იქნას შემოტანილი და თანაბრად გადანაწილდება, ხალხი.
6. რამდენი ვწერე აქ ...:) სად გაქრა კომენტარები,ქარონ?! რამდენი ვწერე აქ ...:) სად გაქრა კომენტარები,ქარონ?!
5. რამდენი ვწერე აქ ...:) სად გაქრა კომენტარები,ქარონ?! რამდენი ვწერე აქ ...:) სად გაქრა კომენტარები,ქარონ?!
4. ოპააა,:) არის სიმართლის მარცვლები აქ :) ოპააა,:) არის სიმართლის მარცვლები აქ :)
2. არაუშავს, იმედია იქნება ახლებიც არაუშავს, იმედია იქნება ახლებიც
1. ეს პუბლიცისტიკა ადმინისტრაციამ ფორუმში გადაიტანა გამოკითხვის გამო და ყველა კომენტარი წაიშალა სამწუხაროდ. ეს პუბლიცისტიკა ადმინისტრაციამ ფორუმში გადაიტანა გამოკითხვის გამო და ყველა კომენტარი წაიშალა სამწუხაროდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|