ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩემისტი
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2014


2 (100)

1(100)
ბენზინგასამართ სადგურთან ვხვდებოდით. სულ რამდენიმე წუთით. ვსაუბრობდით.
_რა ვქნა? ოჯახს რჩენა უნდა...
ჯუჯა იყო. პატარა ულვაშით.კოხტად ჩაცმული.  ყოველთვის ნაცრისფერი სამოსი ეცვა. მოგვიანებით  თვალს მარიდებდა. ხან ერთ ბოძს ამოეფარებოდა, ხან მეორეს.
ადგილი შეიცვალა. ახლა უკვე შუქნიშანთან, შუა ხაზზე დაიწყო დგომა. ძველებურად ვარიდებდი თვალს. ფერებს შორიდანვე ვაკონტროლებდი რომ მანქანის გაჩერება ახლოს არ მომწეოდა.
წვიმდა. იმ დღესაც იქ იდგა.უზარმაზარი ქოლგის ქვეშ თითქმის არ ჩანდა. მანქანით გავშორდი. შუქნიშანი გაწითლდა.სარკიდან გავხედე და მისი გაწითლებული მზერა დავიჭირე . მეც გავწითლდი.  მის წინ გაჩერებულმა მანქანის მძღოლმა ფანჯარა ჩამოსწია და ხურდა მიაწოდა. ისევ გამომხედა.
_დღეს არ ვმათხოვრობ! _გაწვდილმა ხურდამ ასფალტზე გაიწკრიალა.ქოლგის ქვეშ გაუჩინარდა და ქუჩა გადაკვეთა.


2(100)
დილიდან ცუდ ხასიათზე ხარ? _ სარდაფიდან გამოსულმა ბაბუამ ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა.
_საინტერესო არაფერი  ხდება. სულ ერთი და იგივე. შენ ბედნიერი ადამიანი ხარ. მუდამ გაღიმებული, უამრავ საინტერესო  ისტორიას იხსენებ.ბედნიერი ცხოვრება გქონდა_ ჩაიბუზღუნა ბიჭმა.
_მე საიდუმლო ვიცი. ბავშვობაში, ბაბუამ მასწავლა. გონების ერთ კუთხეში პატარა სათავსო მაქვს. იქ თაროებზე ჭურჭელი მიწყვია.

ვუკეთებ წარწერას და ვავსებ. შეივსება და ბედნიერი ვარ.  ზოგჯერ  ცხოვრება, განსაკუთრებულ დღეებში სავსე ჭურჭელს გჩუქნის. ოოო... ის არის თუ არის... მას ,,სასწაული,, ან ,,იღბალი,,აწერია.
_მერე  ამდენი ჭურჭელი გონებაში როგორ ეტევა?
_ადამიანი ყველაფერს იტევს.
_ბაბუ, მე დავდე ჭურჭელი.
_რა აწერია?
_,,მე ახლა ბაბუას ჩავეხუტები,,
_ჩამეხუტე!
_აივსოოო! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს