ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 მაისი, 2014


ზამთრის ღამეებიდან

როცა გოგონას არ სძინავს ღამით
და როცა ღამე არის ზამთრის (საკმაოდ ვრცელი)

(ფანჯრის ქვეშ კნავის მეზობლის კატა)

მუხლისთავებზე დაუდია ნიკაპი დაღლილს
და გონებაში საფლავებზე ბალახებს ცელავს,

(რომელსაც შლის და ახლიდან ხატავს.)

როდესაც ღამე არის ზამთრის, თანაც ნოტიო
ოთახის კარი შეიღება, ვიღაცა კაცი

(კატა არ წყვეტდა კნავილს ფანჯრებთან)

ცდილობს სულიდან ბავშვურობა სხეულით მოხიოს
და ალბათ, ძველი რვეულივით უბრალოდ დახევს

(ყველა სიწმინდეს სანაგვეში გადააგდებენ.)

ღამე პირველი, ღამე ორი, სამი და ბევრი
ოთახში უკვე გაახშირად სტუმრობა კაცმა

(ფანჯრებთან ახლა მხოლოდ ძაღლი მოჰყვება ყეფას)

გოგონა თითქოს აღარც არის, არაფერს ღელავს
და როცა ღამე არის ზამთრის, არის ნოტიო, რაღაცას ხატავს

(და საფლავებზე ბალახებს ცელავს.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები