ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2014


როგორც არასდროს!

ისე მჭირდება შენი "მიყვარხარ!",
როგორც არასდროს,
ახლა, როცა არ ვარ დარწმუნებული
რომ არ გცნობოდი და გაგეცანი,
ნეტავი ისევ შემიყვარებდი?
მინდა უბრალოდ მომხვიო ხელი
და მზის ჩასვლამდე
გულთან მიხუტებულს დამატარებდე,
მიჩურჩულებდე,
რომ ჩემი თვალების დარად
მზეც ვერ გაგათბობს.
ახლა ისე მჭირდება შენი სიყვარული,
როგორც არასდროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები