 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 30 მაისი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოთხრობების ციკლიდან „შევარდნაძის „გამყინვარების პერიოდი“
სეფა ეზოში გაიშალა. თამადა ენაწყლიანი იყო. სამას კაცს გული აუჩუყა. ცრემლებს ვერ იკავებდნენ სუფრის წევრები. მაწანწალებსა და უბნის ლოთებსაც გაუშალეს ცალკე მაგიდა, მიცვალებულისთვის მადლიაო. „თავო ჩემოც“ გაიხსენა თამადამ და დამკვრელებმაც არ დააგვიანეს მუსიკა. -ხალხო, როგორც ქართული წესი და რიგია, ისე მოვიქცეთ! ღმერთმა შენდობა მისცეს! - როგორც იმ ქალის წინაშე გვევალებოდა, ისე უნდა მივაგოთ პატივი. ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის. „სიკვდილი ისეთი აქლემია, ყველას კარზე დაიჩოქებს“. თინა ჯერ ახალგაზრდა იყო სიკვდილისთვის, მაგრამ ღმერთმა თვითონ იცის, ვინ როდის უნდა წაიყვანოს! ღმერთის განგებას კი წინ ვერავინ დაუდგება! -ჭირი და ლხინი ძმები არიან. ქორწილში და ქელეხში ადამიანის პატივისცემა კიდევ სესხია და ვალი. ლხინში გადაეხადოს ოჯახს ეს თქვენი პატივისცემა! -საწყალი თინა! - გადაულაპარაკა სუფრის წევრმა ქალმა მეორეს - რა დრო დაგვიდგა! ეს ცხოვრებაა?! დიდხანს იშიმშილა, თურმე, ტუბერკულოზი დაემართა. ახლა კიდევ ისეთი ძვირია მკურნალობა... სამი დღის მკვდარი იპოვეს ოთახში. ვირთხებს ყურები და თითები მოეჭამათ...ხმამაღლა არ ამბობენ ამას. მაწანწალას, რომელიც მოსაუბრე ქალის პირდაპირ მოხვდა, რატომღაც და ქალის ლაპარაკი მშვენივრად ესმოდა, ლუკმა ყელში გაეჩხირა. -ბავშვები სად ჰყოლია? - იკითხა მეორემ. -მაზლს წაუყვანია სოფელში...ბავშვების ტუბერკულიოზიანთან დატოვება არ შეიძლებოდა. თვითონ მარტო ყოფილა სახლში. ღმერთი უშველის. ძმა კი გადრაცვლილი ჰყავს, მაგრამ ძმიშვილები მაინც ძმიშვილები არიან. ყურადღება სჭირდებათ ბავშვებს. -ჰო. -თინას ძმას რომ გაუგია დის სიკვდილის ამბავი, მაშინვე ჩამოფრენილა. რუსეთში ცხოვრობს დიდი ხანია. მაწანწალამ ხელში გაყინული პურის ნატეხი მაგიდაზე დადო. დიდხანს უყურა მის წინ დადგმულ თეფშს. მერე ადგა და თამადასთან მივიდა. მიკროფონი სთხოვა. თამადას უარი არ უთქვამს. -თქვენი დედა მოვ.. და თქვენი სესხისა და ვალის გამო გადახდილი ქელეხი! - თქვა და სიტყვა დამთავრებული რომ არ ჰქონდა, ისე მოხვდა ყბაში ვიღაცის მუშტი...თამადა იყო. -გამიშვით, მე მაგისი! -ვის აგინებს ეს მათხოვარი?! -ეგ ის ლინგვისტი არ არის, უსახლკაროდ რომ დარჩა?! -ჰო.ის არის. -ვაა! ასე გალოთდა?! სამნი, აურზაურის თავიდან ასაცილებლად მაწანწალას ჩამოეფარნენ და სეფიდან გარეთ გაათრიეს, რომ იტყვიან. ძლივს მიჰყვებოდათ. თავბრუ ეხვეოდა დარტყმისაგან. ეზოში ერთმა, მოზვერივით ჩასხმულმა და ჯანიანმა ამოუპანღურა. მაწანწალამ თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. -პატივისცემი მაგიერი იყო, არა?! შენი!.. -სამივე „გამცილებელი“ უკან შებრუნდა. ძლივს ადგა. ასფალტზე გადატყავებული ლოყიდან სისხლი მაჯით მოიწმინდა. ხელი ჩაიქნია და ჩაბნელებულ ტროტუარს გაუყვა. მაგიდასთან ყელში გაჩხერილი ლუკმა, თითქო, ისევ ახრჩობდა. დაიღალა. გზაზე სანაგვე ყუთთან ძაღლები შეგროვილიყვნენ და ნაპოვნი საჭმელისთვის ერთიმეორეს ღრენით იცილებდნენ. სანაგვე ყუთის გვერდით, ტროტუარის ბარიერზე ჩამოჯდა. „პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს..“ - გაახსენდა ბავშვობაში ნასწავლი. „და მოგვიტევე თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა...“ ადგა. შუა ქუჩაში გადავიდა და მთელი ხმით დაიყვირა: -ეჰეიიიი! ქართველებოოო! სესხისა და ვალის გამო გაკეთებული სიკეთე მო......აანთ!.. თქვენ ხალხი ხართ, რომ სამი შვილის დედა ვირთხებს შეაჭამეთ?! მთელი საქართველო შეაჭაეთ ვირთხებს! ვიღან უნდა გადარჩეთ, ან რაღა უნდა გადარჩეთ?! ან, კიდევაც რომ გადარჩეთ, იმის შვილებს რა პასუხი უნდა გასცეეეთ?! ან თქვენ როგორ აიკიდეთ ამხელა ცოდვა, ან იმ ბავშვებს რატომ აჰკიდეთ ამხელა ტვირთი?! სამ შვილს დედა მოუკალით და სესხზე და ვალზე ლაპარაკობთ?! ვიდრე ცოცხალი იყო, მაშინ „ჩაგესესხებინათ“! ერთი-ორ ფანჯარაში შუქები გამორთეს. -მიყურეთ ჩაბნელებული ფანჯრებიდან თქვენი!.. და ცრემლები რომ გაეჩერებინა, სიმღერა დაიწყო.
-
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. 23. ძალიან მაგარია. ნეფერტარი. 2017-02-15 14:28:36
აღარც მახსოვდა ეს მინიატურა, ნეფერტარო :) 23. ძალიან მაგარია. ნეფერტარი. 2017-02-15 14:28:36
აღარც მახსოვდა ეს მინიატურა, ნეფერტარო :)
23. ძალიან მაგარია.
ძალიან მაგარია.
20. მადლობა, მწერალო. :-* რაღაც პერიოსიდ შემდეგ კიდევ გადავიკითხავ ამას და ვნახოთ, რა აზრი მომივა. :) მადლობა, მწერალო. :-* რაღაც პერიოსიდ შემდეგ კიდევ გადავიკითხავ ამას და ვნახოთ, რა აზრი მომივა. :)
19. კარგი იყო, თუმცა რაღაც მიმაკლდა. თემა ბრწყინვალეა. იმ აზრისგან მთლიანად ვარ მოკლებული, რომ "ბანალურია" პირიქით, ახლებურად ითქვა სათქმელი და ეს მომეწონა. ვფიქრობ უფრო სტილისტურადაა მისახედი, ან მთლიანად უნდა გაიშალოს მოთხრობა, ან კი - პირიქით, რომ თანაბარი სახე მიიღოს და მკითხველის გონებაში თანაბრად მოთავსდეს. ანუ, რისი თქმაც მინდა ისაა, რომ თუ დაბალანსდება მოთხრობა ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ნაწერი ერთერთ საუკეთესოთა შორის მოხვდება, ციცი, შენს ნაწერებში. იცოდე, რომ ყურადრებით ვკითხულობ ყველა შენს შემოთავაზებას :) მოგიკითხე :) კარგი იყო, თუმცა რაღაც მიმაკლდა. თემა ბრწყინვალეა. იმ აზრისგან მთლიანად ვარ მოკლებული, რომ "ბანალურია" პირიქით, ახლებურად ითქვა სათქმელი და ეს მომეწონა. ვფიქრობ უფრო სტილისტურადაა მისახედი, ან მთლიანად უნდა გაიშალოს მოთხრობა, ან კი - პირიქით, რომ თანაბარი სახე მიიღოს და მკითხველის გონებაში თანაბრად მოთავსდეს. ანუ, რისი თქმაც მინდა ისაა, რომ თუ დაბალანსდება მოთხრობა ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ნაწერი ერთერთ საუკეთესოთა შორის მოხვდება, ციცი, შენს ნაწერებში. იცოდე, რომ ყურადრებით ვკითხულობ ყველა შენს შემოთავაზებას :) მოგიკითხე :)
18. უღრმესი მადლობა ყველას, ლიჩელს, ჭას,მთვარეს, თეოს. :****
საქმე იმაშია, რომ ყველაფერს გიამბობთ, რაც მინახავს, რაც გამიგონია, რაზედაც მიფიქრია, ან მიოცნებია. ამიტომ ზოგი კარგი გამოვა,ზოგი საშუალო,ზოგიც ცუდი და ბანალური (მთლად ცუდი კი არ მგონია, რატომღაც), ზოგს კარგად გიამბობთ, ზოგსაც არც ისე კარგად. ჩემთვის მთავარია,, რომ ვთქვა. :) უღრმესი მადლობა ყველას, ლიჩელს, ჭას,მთვარეს, თეოს. :****
საქმე იმაშია, რომ ყველაფერს გიამბობთ, რაც მინახავს, რაც გამიგონია, რაზედაც მიფიქრია, ან მიოცნებია. ამიტომ ზოგი კარგი გამოვა,ზოგი საშუალო,ზოგიც ცუდი და ბანალური (მთლად ცუდი კი არ მგონია, რატომღაც), ზოგს კარგად გიამბობთ, ზოგსაც არც ისე კარგად. ჩემთვის მთავარია,, რომ ვთქვა. :)
17. დიდი ხანია წავიკითხე და კიდევ მინდა არ მეყოოო :* დიდი ხანია წავიკითხე და კიდევ მინდა არ მეყოოო :*
16.
ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 30 მაისი, 2014 მიყვარს,ვკითხულობ და წავიკითხავ მე ამ ავტორს:)
ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 30 მაისი, 2014 მიყვარს,ვკითხულობ და წავიკითხავ მე ამ ავტორს:)
14. წავიკითხე ტენდი...:) კი ცოტა ალბათ ბანალურია თემა, მაგრამ ფინალმა გამოაკეთა... თანაც ვფიქრობ საჭიროა მსგავს თემებზე წერა, რომ არ დაგვავიწყდეს რა დროში ვცოვრობდით...ტოესტ...ვცხოვრობთ...:-* წავიკითხე ტენდი...:) კი ცოტა ალბათ ბანალურია თემა, მაგრამ ფინალმა გამოაკეთა... თანაც ვფიქრობ საჭიროა მსგავს თემებზე წერა, რომ არ დაგვავიწყდეს რა დროში ვცოვრობდით...ტოესტ...ვცხოვრობთ...:-*
13. მომეჩვენა, რომ ყველაფერი ზედმეტად ნაცნობი და ზედმეტად გასაგებია. ღრმა პატივისცემითა და მორიდებით. მომეჩვენა, რომ ყველაფერი ზედმეტად ნაცნობი და ზედმეტად გასაგებია. ღრმა პატივისცემითა და მორიდებით.
12. მიხარია, თუ მოგწონთ. :) მიხარია, თუ მოგწონთ. :)
11. მომეწონა! "ცრემლები რომ გაეჩერებინა, სიმღერა დაიწყო". სიბრალულისა და თანაგრძნობის გარდა, საინტერესო და დამაჯერებლად არის მკითხველამდე მოტანილი "გამყინვარების პერიოდის", მაშინდელი ,უბრალო ადამიანების ცხოვრება, ფსიქიკა და შეგნების სულიერი სამყარო.
ავტორს, ვთხოვ გააგრძელოს თხრობა!
მომეწონა! "ცრემლები რომ გაეჩერებინა, სიმღერა დაიწყო". სიბრალულისა და თანაგრძნობის გარდა, საინტერესო და დამაჯერებლად არის მკითხველამდე მოტანილი "გამყინვარების პერიოდის", მაშინდელი ,უბრალო ადამიანების ცხოვრება, ფსიქიკა და შეგნების სულიერი სამყარო.
ავტორს, ვთხოვ გააგრძელოს თხრობა!
10. კარგი რამე დამხვდა ღმერთმანი....................მსუყე 2ანი სანზონელისგან.... კარგი რამე დამხვდა ღმერთმანი....................მსუყე 2ანი სანზონელისგან....
9. აუუ მართლა მაგრად გამისწორდა +++++ აუუ მართლა მაგრად გამისწორდა +++++
8. ეპოქის ფრაგმენტები.
ჟამთააღმწერლობ, ტენდი! :)
ეპოქის ფრაგმენტები.
ჟამთააღმწერლობ, ტენდი! :)
7. ჩემო სიყვარულლებო, მადლობა! :) ჩემო სიყვარულლებო, მადლობა! :)
6. კარგი იყო ! ( კარგი იყო ! (
5. მომწონს. ხოლმე =) მომწონს. ხოლმე =)
4. მადლობა, ნეფერტარო. მაგ "გამყინვარების პერიოდზე" რამდენიმე მოთხრობა მაქვს კიდევ:) თითქმის დოკუმენტურებია და თუ არ დავწერე, ტვირთად მაწევს :( მადლობა, ნეფერტარო. მაგ "გამყინვარების პერიოდზე" რამდენიმე მოთხრობა მაქვს კიდევ:) თითქმის დოკუმენტურებია და თუ არ დავწერე, ტვირთად მაწევს :(
3. რენუარო, მაგ შენიშვნის მეტი ვერაფერი გაიმეტე? =))))
ტენდი, მოგიწონეთ ეს დოკუმენტურად მართალი პროზა. 5 ქულა.
რენუარო, მაგ შენიშვნის მეტი ვერაფერი გაიმეტე? =))))
ტენდი, მოგიწონეთ ეს დოკუმენტურად მართალი პროზა. 5 ქულა.
2. აა! არ მიმქცევია ყურადღება :) მადლობა, რომ მითხარი. ვწერ და სადღაც ვარ :)) აა! არ მიმქცევია ყურადღება :) მადლობა, რომ მითხარი. ვწერ და სადღაც ვარ :))
1. ტენდი, ეს პოეზიაა? :) ტენდი, ეს პოეზიაა? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|